„რუსთავის აზოტი“ სინგაპურულმა კომპანიამ იყიდა

© photo: Sputnik / Stringerსაწარმო „რუსთავის აზოტი“
საწარმო „რუსთავის აზოტი“ - Sputnik საქართველო, 1920, 13.01.2023
გამოწერა
გარიგება მთავრობის მხარდაჭერით შედგა და აქ ჩადებული ინვესტიცია ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტიცია იქნება საქართველოში.
თბილისი, 13 იანვარი – Sputnik. ქიმიური ქარხანა „რუსთავის აზოტის“ ახალი მფლობელი სინგაპურული კომპანია Indorama Corporation გახდა, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრეს-სამსახური.
„რუსთავის აზოტი“ აზოტის სასუქის უმსხვილესი მწარმოებელია. საწარმოს პროდუქცია იყიდება როგორც ქართულ ბაზარზე, ისე უცხოეთში. ქარხანა, რომელიც სპეციალიზებულია მინერალური სასუქების წარმოებაზე, ამონიუმის გვარჯილის ერთადერთი მწარმოებელია სამხრეთ კავკასიაში.

„კორპორაცია მომდევნო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსის ინვესტირებას გეგმავს საწარმოს მოდერნიზების, განვითარებისა და წარმოების გაფართოების მიმართულებით“, – განაცხადა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა.

მისი თქმით, გარიგება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით შედგა და აქ ჩადებული ინვესტიცია ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი იქნება საქართველოში.
ხიდურელმა განაცხადა, რომ სინგაპურული კომპანია წლების განმავლობაში სწავლობდა საქართველოს საინვესტიციო კლიმატსა და შესაძლებლობებს, რაშიც აქტიურად მონაწილეობდა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ საინვესტიციო გუნდი.
„რუსთავის აზოტი“ დაჯარიმდა და მუშაობა ნაწილობრივ შეაჩერა>>
Indorama Corporation ერთ-ერთი წამყვანი ქიმიური ჰოლდინგია აზიაში, რომელიც აწარმოებს აზოტისა და ფოსფორის სასუქებს, ასევე პოლიეთილენს, პოლიპროპილენს, პოლიესთერს, ტექსტილს და სხვ.
კომპანიას მსოფლიოს 38 ქვეყანაში 160-ზე მეტი საწარმო აქვს და ამ საწარმოებში 45 ათასზე მეტი ადამიანია დასაქმებული.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0