„რუსთავის აზოტი“ დაჯარიმდა და მუშაობა ნაწილობრივ შეაჩერა

© photo: Sputnik / Rudolf Kucherov / გადასვლა მედიაბანკში"რუსთავის აზოტი"
რუსთავის აზოტი - Sputnik საქართველო, 1920, 18.11.2022
გამოწერა
შრომის ინსპექციამ მხოლოდ 2021 წელს ,დარღვევების აღმოსაფხვრელად ქარხნის მიმართ 32 მითითება გასცა
თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. შრომის ინსპექციის სამსახურმა „რუსთავის აზოტი“, რომლის ტერიტორიაზეც ერთი პირი დაიღუპა, 50 ათასი ლარით დაჯაარიმა.
ქარხნის ტერიტორიაზე უბედური შემთხვევა დღეს დილით მოხდა - ხარაჩოს ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. შრომის ინსპექციის სამსახურის გადაწყვეტილებით, ქარხანამ მუშაობა ნაწილობრივ შეაჩერა.
ქარხნის ტერიტორიაზე ინსპექტირება უკვე დასრულდა. პირველადი ინფორმაციის საფუძველზე დადგინდა, რომ ინციდენტი კუსტარულად დამზადებული ხარაჩოს ჩატყდომამ გამოიწვია.
„ადგილზე არსებული დარღვევები წარმოადგენს კრიტიკულ შეუსაბამობას, რის გამოც ობიექტი დაჯარიმდა და შეუჩერდა საქმიანობის უფლება“, - ნათქვამია შრომის ინსპექციის სამსახურის განცხადებაში.
უწყების ცნობით, ინსპექტორებმა ობიექტზე კრიტიკული შეუსაბამობები ივლისშიც გამოავლინეს. მაშინ ქარხანამ მუშაობა დროებით შეაჩერა.
მხოლოდ 2021 წელს, აღნიშნულმა უწყებამ დარღვევების აღმოსაფხვრელად ქარხნის მიმართ 32 მითითება გასცა, რომელიც ამჟამად გასაჩივრებულია „რუსთავის აზოტის“ მიერ.
შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე, 2 წლის განმავლობაში კრიტიკული შეუსაბამობების განმეორებით გამოვლენისთვის განსაზღვრულია ფულადი სანქცია კომპანიის ბრუნვიდან გამომდინარე. შესაბამისად, „რუსთავის აზოტს“ სამუშაო პროცესის შეჩერებასთან ერთად, დაეკისრა 50 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა.
როგორია „რუსთავის აზოტის“ ტერიტორიაზე დაშავებულთა მდგომარეობა?>>>
დამატებითი დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, გატარდება შესაბამისი ზომები, აღნიშნავენ შრომის ინსპექციის სამსახურში.
რაც შეეხება ხარაჩოს ჩამონგრევის შედეგად დაშავებულ ორ მამაკაცს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ისინი რუსთავის ცენტრალურ კლინიკაში არიან მოთავსებული, მათ სხეულის ზედაპირული დაზიანებები აქვთ მიღებული.
ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოსწარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
ყველა ახალი ამბავი
0