როგორია „რუსთავის აზოტის“ ტერიტორიაზე დაშავებულთა მდგომარეობა?

© photo: Sputnik / Stringerსაწარმო "რუსთავის აზოტი"
საწარმო რუსთავის აზოტი - Sputnik საქართველო, 1920, 18.11.2022
გამოწერა
გამოძიება სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოების დროს უსაფრთხოების ნორმების დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს.
თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. საწარმო „რუსთავის აზოტის“ ტერიტორიაზე ხარაჩოს ჩამონგრევის შედეგად დაშავებული ორი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
ქარხნის ტერიტორიაზე უბედური შემთხვევა დღეს, დილით მოხდა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. ამ დროისათვის დაშავებულები რუსთავის ცენტრალურ კლინიკაში არიან მოთავსებული, მათ სხეულის ზედაპირული დაზიანებები აქვთ მიღებული.
ტრაგედია აზოტის ქარხანაში – დაიღუპა ერთი ადამიანი>>>
ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
ქარხნის ტერიტორიაზე რამდენიმე საათია შრომის ინსპექციის წარმომადგენლები მუშაობენ. ამ დრომდე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი ქარხნის ადმინისტრაციას არ გაუკეთებია.
ყველა ახალი ამბავი
0