ტრაგედია აზოტის ქარხანაში - დაიღუპა ერთი ადამიანი

© photo: Sputnik / Stringerპოლიცია
პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 18.11.2022
გამოწერა
გამოძიება სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოების დროს უსაფრთხოების ნორმების დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს.
თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. რუსთავში, აზოტის ქარხნის ტერიტორიაზე ხარაჩო ჩამოიშალა, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი და დაშავდა სამი ადამიანი, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.
შემთხვევის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ტრაგედიის ადგილზე გამომძიებლები მუშაობენ.
გამოძიება სამშენებლო ან სხვა სამუშაოების ჩატარების დროს უსაფრთხოების ნორმების დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0