დიპლომატიური სკანდალი საქართველოში: ჩეხეთის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარეს

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 13.01.2023
გამოწერა
ჩეხეთის ელჩმა განმარტა, რომ მისი სიტყვები არასწორად იყო ინტერპრეტირებული და კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი.
თბილისი, 2 დეკემბერი – Sputnik. ჩეხეთის ელჩმა საქართველოში პეტრ მიკისკამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩეხური პროდუქციის შესახებ თავის გამონათქვამთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა, ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
გუშინ ერთ-ერთმა ქართულმა ინტერნეტ-გამოცემამ გამოაქვეყნა ინტერვიუ ელჩთან, სადაც დიპლომატმა განაცხადა, რომ ბოლო წელიწადის განმავლობაში ჩეხური პროდუქციის იმპორტი საქართველოში ორჯერ გაიზარდა და გამოთქვა ვარაუდი, რომ მისი ნაწილის რუსეთში რეექსპორტი მოხდა (სანქციების გვერდის ავლით - რედ.).
შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა კიდევ ერთხელ გააცნო ჩეხურ მხარეს ის ნაბიჯები, რომლებიც საქართველომ იმისთვის შემოიღო, რომ არ მოხდეს საქართველოს გავლით სანქციების გვერდის ავლა. ხვთისიაშვილმა ელჩისგან დეტალური განმარტება მოითხოვა იმასთან დაკავშირებით, თუ რას ეყრდნობოდა ელჩის განცხადება, რომელიც, საქართველოს საგარეო უწყების აზრით, არ შეესაბამება რეალობას და ზიანს აყენებს ორი ქვეყნის ურთიერთობებსა და საქართველოს რეპუტაციას.
პასუხად ჩეხეთის ელჩმა განაცხადა, რომ მისი სიტყვები არასწორად იყო ინტერპრეტირებული და კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოსთან მიმართებით ჩეხეთს კითხვები არა აქვს.
უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებას სისტემატურად უწევს ოპოზიციის განცხადებების უარყოფა იმის თაობაზე, რომ საქართველო–რუსეთის საზღვარზე შეიძლება გაიაროს ისეთმა საქონელმა, რომელიც საერთაშორისო სანქციებით არის აკრძალული.
მიხეილ სარჯველაძე - Sputnik საქართველო, 1920, 02.12.2022
მმართველ პარტიაში ჩეხეთის ელჩის განცხადება გააკრიტიკეს
ხელისუფლება კატეგორიულად აცხადებს, რომ ეს შეუძლებელია. საბაჟო-გამშვები პუნქტი საქართველო–რუსეთის საზღვარზე შემოწმების უახლესი სისტემებით არის აღჭურვილი, გაზრდილია თანამშრომლების რაოდენობა და გაძლიერებულია კონტროლი სანქცირებულ საქონელზე. მკაცრ საბაჟო კონტროლს, სხვასთან ერთად, ექვემდებარება სამხედრო და ორმაგი დანიშნულების საქონელი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ყველა საბაჟო პუნქტი გაზრდილი სატრანსპორტო ნაკადის გამო მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადასული. ამას გარდა, შექმნილია სანქციების სიის მთელ პროდუქციაზე საბაჟო რისკების მართვის სპეციალური ახალი პროფილები და ნორმების დაცვა მკაცრად კონტროლდება.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0