მმართველ პარტიაში ჩეხეთის ელჩის განცხადება გააკრიტიკეს

© Parliament of Georgiaმიხეილ სარჯველაძე
მიხეილ სარჯველაძე - Sputnik საქართველო, 1920, 02.12.2022
გამოწერა
სარჯველაძე კატეგორიულად უარყოფს, რომ რუსეთი საქართველოს გამოყენებით სანქციებს გვერდს უვლის.
თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში ჩეხეთის ელჩი პეტრ მიკისკა უფრო წინდახედული უნდა იყოს, როცა მსგავს სერიოზულ განცხადებებს აკეთებს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ.
მიკისკამ ინტერნეტ-გამოცემა „ნეტგაზეთთან“ განაცხადა, რომ 2022 წელს საქართველოში ჩეხური პროდუქტების ექსპორტი „თითქმის გაორმაგდა" და რომ ამ პროდუქციის ნაწილი რუსეთში ხვდება (სანქციების გვერდის ავლით - რედ.).

„ელჩი ძალიან დიდ პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ თავზე და იმ სახელმწიფოზე, რომელსაც წარმოადგენს. გულწრფელად გითხრათ, მეგონა ან ინტერპრეტაცია იქნებოდა, ან სხვა რამ, რადგან ეს მაინცდამაინც კორექტული საქციელი არ არის“, – განაცხადა სარჯველაძემ ტელეარხ PalitraNews-ის ეთერში.

დეპუტატის თქმით, როდესაც სხვა სახელმწიფოს ბრალდებას უყენებ, სერიოზული არგუმენტებიც უნდა გქონდეს.
„მარტო იმის იმედად ყოფნა, რომ საქართველოს ხელისუფლება დადგება და თავს იმართლებს, სწორი არ არის. ეს დიპლომატიურია?!“ – განაცხადა სარჯველაძემ.
სარჯველაძე კატეგორიულად უარყოფს, რომ რუსეთი საქართველოს გამოყენებით სანქციებს გვერდს უვლის.
„თუ ერთი მოქალაქე წავიდა და რამდენიმე ნივთი წაიღო რუსეთში, რომელიც იქ დღეს დეფიციტშია, არ ნიშნავს იმას, რომ ეს „შავი ხვრელია“, – განაცხადა დეპუტატმა.
შემოსავლების სამსახური უარყოფს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო შემოსვლას>>>
ამ თემასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურმა ადრე განაცხადა, რომ მთლიანად რეგიონში გაზრდილი სატრანსპორტო ტვირთნაკადის პირობებში ქვეყნის ყველა საბაჟო-გამშვები პუნქტი გადასულია მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე. ამასთან, დამატებით შექმნილია ახალი საბაჟო რისკების მართვის პროფილები ყველა იმ პროდუქციაზე, რომელიც მოხვედრილია სანქციების სიაში და მათი მონიტორინგი ექვემდებარება მკაცრ კონტროლს.
საქართველოს ხელისუფლებას სისტემატურად უწევს ოპოზიციის განცხადებების უარყოფა იმის თაობაზე, რომ საქართველო-რუსეთის საზღვარზე შეიძლება გაიაროს ისეთმა პროდუქციამ, რომელიც საერთაშორისო სანქციებითაა აკრძალული.
ყველა ახალი ამბავი
0