https://sputnik-georgia.com/20220728/shemosavlebis-samsaxuri-gancxadebas-avrcelebs-268973701.html
შემოსავლების სამსახური უარყოფს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო შემოსვლას
შემოსავლების სამსახური უარყოფს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო შემოსვლას
Sputnik საქართველო
უწყების ცნობით, რეგიონში გაზრდილი სატრანსპორტო ტვირთნაკადის პირობებში ქვეყნის ყველა საბაჟო-გამშვები პუნქტი გადასულია მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე. 28.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-28T21:13+0400
2022-07-28T21:13+0400
2022-07-28T22:26+0400
საქართველო
რუსეთი
ზემო ლარსი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24619/23/246192366_0:167:4032:2435_1920x0_80_0_0_d674d85cbb1f567e46e775406d05d910.jpg
თბილისი, 28 ივლისი – Sputnik. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა საკონტროლო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგის“ გავლით რუსეთიდან ტვირთებისა და მოქალაქეების უკონტროლო შემოსვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუე და დეზინფორმაცია უწოდა.საქართველო-რუსეთის საზღვარზე არასათანადო კონტროლის თაობაზე ინფორმაცია ოპოზიციურმა ტელეკომპანია „TV პირველმა“ გაავრცელა. ტელეკომპანიის ცნობით, საზღვარზე ტვირთებისა და მგზავრების სათანადოდ შემოწმება არ ხდება.შემოსავლების სამსახურის განმარტებით, მთლიანად რეგიონში გაზრდილი სატრანსპორტო ტვირთნაკადის პირობებში ქვეყნის ყველა საბაჟო-გამშვები პუნქტი გადასულია მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე. ამასთან, დამატებით შექმნილია ახალი საბაჟო რისკების მართვის პროფილები ყველა იმ პროდუქციაზე, რომელიც მოხვედრილია სანქციების სიაში და მათი მონიტორინგი ექვემდებარება მკაცრ კონტროლს.„აღნიშნულიდან გამომდინარე, საბაჟო ფორმალობების უსაფრთხო და ეფექტური განხორციელების მიზნით გარკვეული დროით შესაძლებელია მოხდეს ტვირთნაკადების შეფერხებით გატარება“, – ნათქვამია განცხადებაში.როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ტვირთების გატარებას აფერხებს რუსეთის მხარეს საბაჟო პუნქტზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები და ახალი ელექტრონული რეგისტრაციის სისტემების დანერგვა.რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიას, ტურისტული სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით ქვეყანაში საგრძნობლად გაზრდილია მგზავრთა და მსუბუქი ავტომობილების ნაკადი.საქართველოს ხელისუფლებას სისტემატურად უწევს ოპოზიციის განცხადებების უარყოფა იმის თაობაზე, რომ საქართველო-რუსეთის საზღვარზე შეიძლება გაიაროს ისეთმა პროდუქციამ, რომელიც საერთაშორისო სანქციებითაა აკრძალული.შემოსავლების სამსახური მოუწოდებს მედიასაშუალებებს, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ქვეყნის უსაფრთხოებისა და რეპუტაციის საკითხებს და არ გაავრცელონ დეზინფორმაცია, რომლის მიზანიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა.
საქართველო
ზემო ლარსი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24619/23/246192366_282:0:3751:2602_1920x0_80_0_0_4029f719c77d2ee93d951a4bceae3b4b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, რუსეთი, ზემო ლარსი , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, რუსეთი, ზემო ლარსი , საზოგადოება, ახალი ამბები
შემოსავლების სამსახური უარყოფს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო შემოსვლას
21:13 28.07.2022 (განახლებულია: 22:26 28.07.2022) უწყების ცნობით, რეგიონში გაზრდილი სატრანსპორტო ტვირთნაკადის პირობებში ქვეყნის ყველა საბაჟო-გამშვები პუნქტი გადასულია მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე.
თბილისი, 28 ივლისი – Sputnik. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა საკონტროლო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგის“ გავლით რუსეთიდან ტვირთებისა და მოქალაქეების უკონტროლო შემოსვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუე და დეზინფორმაცია უწოდა.
საქართველო-რუსეთის საზღვარზე არასათანადო კონტროლის თაობაზე ინფორმაცია ოპოზიციურმა ტელეკომპანია „TV პირველმა“ გაავრცელა. ტელეკომპანიის ცნობით, საზღვარზე ტვირთებისა და მგზავრების სათანადოდ შემოწმება არ ხდება.
„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ინფორმაცია, თითქოს საქართველო-რუსეთის საზღვარზე ხდება „ტვირთებისა და მგზავრების უკონტროლო შემოსვლა“ და ,,მებაჟეები კონტროლს ვეღარ აუდიან“, არის მიზანმიმართული სიცრუე და დეზინფორმაცია“, – ნათქვამია განცხადებაში.
შემოსავლების სამსახურის განმარტებით, მთლიანად რეგიონში გაზრდილი სატრანსპორტო ტვირთნაკადის პირობებში ქვეყნის ყველა საბაჟო-გამშვები პუნქტი გადასულია მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე. ამასთან, დამატებით შექმნილია ახალი საბაჟო რისკების მართვის პროფილები ყველა იმ პროდუქციაზე, რომელიც მოხვედრილია სანქციების სიაში და მათი მონიტორინგი ექვემდებარება მკაცრ კონტროლს.
„აღნიშნულიდან გამომდინარე, საბაჟო ფორმალობების უსაფრთხო და ეფექტური განხორციელების მიზნით გარკვეული დროით შესაძლებელია მოხდეს ტვირთნაკადების შეფერხებით გატარება“, – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ტვირთების გატარებას აფერხებს რუსეთის მხარეს საბაჟო პუნქტზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები და ახალი ელექტრონული რეგისტრაციის სისტემების დანერგვა.
რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიას, ტურისტული სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით ქვეყანაში საგრძნობლად გაზრდილია მგზავრთა და მსუბუქი ავტომობილების ნაკადი.
„სგპ „ყაზბეგი“ გადასულია მუშაობის 24-საათიან, განსაკუთრებულ რეჟიმზე, ხოლო საქართველო-რუსეთის ფედერაციის საზღვარზე გადაადგილებული ტვირთების, მსუბუქი ავტომობილების და მგზავრების საბაჟო კონტროლის კიდევ უფრო გაძლიერების მიზნით გაზრდილია მებაჟე-ოფიცერთა რაოდენობა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოს ხელისუფლებას სისტემატურად უწევს ოპოზიციის განცხადებების უარყოფა იმის თაობაზე, რომ საქართველო-რუსეთის საზღვარზე შეიძლება გაიაროს ისეთმა პროდუქციამ, რომელიც საერთაშორისო სანქციებითაა აკრძალული.
შემოსავლების სამსახური მოუწოდებს მედიასაშუალებებს, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ქვეყნის უსაფრთხოებისა და რეპუტაციის საკითხებს და არ გაავრცელონ დეზინფორმაცია, რომლის მიზანიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა.