ზახაროვა: მოსკოვი შეშფოთებულია ბაქო-ერევნის ურთიერთობებში ნეგატიური ტენდენციებით

© photo: Sputnik / Stringerმარია ზახაროვა
მარია ზახაროვა - Sputnik საქართველო, 1920, 12.01.2023
გამოწერა
თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. მოსკოვი შეშფოთებულია აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობებში ნეგატიური ტენდენციებით, განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ ბრიფინგზე.
მისი თქმით, რუსეთი დაეხმარება ორ ქვეყანას კომპრომისების მოძიებაში.

„ჩვენ, რაღა თქმა უნდა, შეშფოთებული ვართ იმ ნეგატიური ტენდენციების გამო, რომლებიც ბოლო კვირებში გამოიკვეთა ბაქოსა და ერევანს შორის ურთიერთობებში: მკაცრი რიტორიკის გაძლიერება, ბრალდებების გაცვლა, რასაც რეგიონში მზარდი დაძაბულობა ახლავს“, — განაცხადა მან.

ამასთან საგარეო უწყების წარმომადგენელმა მოუწოდა მხარეებს, გამოიჩინონ კეთილგანწყობა და ერთობლივად ეძებონ კომპრომისები.
მანამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მოუწოდა არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ხელისუფლებას, მოერიდონ იმგვარ განცხადებებს, რაც აზერბაიჯანს ახალი სამხედრო ესკალაციის დაწყების საბაბს მისცემს. მისი თქმით, ლაჩინის დერეფნის დახურვა — ეს პროვოკაციაა, რომლის საბოლოო მიზანიც ახალი სამხედრო ესკალაციაა, და „მათთვის სასურველი ნაბიჯები, ვინც სამხედრო ესკალაციის სცენარს ამუშავებს, არ უნდა გადაიდგას“.
ყველა ახალი ამბავი
0