საქართველოში შეიძლება პელეს სახელობის სტადიონი გაჩნდეს

© AFP 2024 / Giuseppe Cacace პელე პლაკატზე
პელე პლაკატზე - Sputnik საქართველო, 1920, 12.01.2023
გამოწერა
კურორტ გონიოში სტადიონს შეიძლება ფეხბურთის მეფის სახელი ეწოდოს.
თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. საფეხბურთო კლუბი „გონიოს“ დამაარსებელი დავით დოლიძე უახლოეს მომავალში ადგილობრივი სტადიონის იჯარით აღებას და მისთვის ფეხბურთის მეფის, ლეგენდარული ბრაზილიელის პელეს სახელის მინიჭებას გეგმავს.
პელე 2022 წლის 29 დეკემბერს ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

„მომავალში გონიოს სტადიონის იჯარით აღება და მისთვის პელეს სახელის მინიჭება გვინდა – ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ ხომ თქვა, ყველა ქვეყანაში პელეს სახელობის ერთი სტადიონი მაინც უნდა იყოსო. თუ არენას გადმოგვცემენ, ფიფას პრეზიდენტის მოწოდებას გონიოში განვახორციელებთ“, – განაცხადა დოლიძემ „პირველ არხთან“ საუბრისას.

კლუბი „გონიო“ ეროვნული ჩემპიონატის მეოთხე ლიგაში თამაშობს. შემდეგ სეზონში დოლიძის კლუბი მესამე ლიგაში გადასვლას და საქართველოს სუპერთასის მოპოვებას აპირებს.
„ჩვენი გეგმა 2023 წელს ლიგა 3-ში გადასვლაა. მომავალი წლის ბიუჯეტიც დამტკიცებული გვაქვს. თუ გაგვიმართლა, საქართველოს თასის ფინალში გასვლისთვისაც ვიბრძოლებთ და, ვინ იცის, იქნებ ეს ტიტული აღვმართოთ. გუნდის შემადგენლობა ამის საშუალებას გვაძლევს, მთავარია, წილისყრამ გაგვიმართლოს“, – განაცხადა დოლიძემ.
„გონიოს“ მთავარ მწვრთნელად ამ სეზონში ბათუმის „დინამოსა“ და ქობულეთის „შუქურას“ ყოფილი მწვრთნელი ამირან გოგიტიძე დაინიშნა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0