https://sputnik-georgia.com/20230112/saqartvelos-da-somxetis-moqalaqeebi-sazgvars-biometriuli-mowmobebit-gadakveten-273878983.html
საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეები საზღვარს ID ბარათებით გადაკვეთენ
საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეები საზღვარს ID ბარათებით გადაკვეთენ
Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით ერევანში იმყოფება. 12.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-12T19:25+0400
2023-01-12T19:25+0400
2023-01-12T22:38+0400
საქართველო
სომხეთი
პოლიტიკა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23757/30/237573004_0:213:2048:1365_1920x0_80_0_0_85fdc5d84775523e593046dd3ac68eb0.jpg
თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეები საზღვრის გადაკვეთას პირადობის დამადასტურებელი ბიომეტრიული მოწმობებით (ID ბარათებით) შეძლებენ და საზღვარგარეთის პასპორტის წარდგენა სავალდებულო არ იქნება, იუწყება „Sputnik-სომხეთი“.12 იანვარს გამართულ მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების პროექტი „ორ სახელმწიფოს შორის სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლის შესახებ“.საქართველოს პრემიერ-მინისტრი დელეგაციასთან ერთად ერევანში გაემგზავრა>>>სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის არარატ მირზოიანის განცხადებით, საქართველოსთან ურთიერთობების განმტკიცება ერევნის ერთ-ერთი პრიორიტეტია.საქართველოს სამთავრობო დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით სამუშაო ვიზიტით ერევანში იმყოფება. სომხეთში ვიზიტის ფარგლებში გაიმართება მთავრობათშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა, რომელსაც ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები უხელმძღვანელებენ. გარდა ამისა, დაგეგმილია ნიკოლ ფაშინიანისა და ირაკლი ღარიბაშვილის ორმხრივი მოლაპარაკებები.
საქართველო
სომხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23757/30/237573004_171:0:1991:1365_1920x0_80_0_0_8b7bbb99453c15409be9f63c9ac7728c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სომხეთი, პოლიტიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სომხეთი, პოლიტიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეები საზღვარს ID ბარათებით გადაკვეთენ
19:25 12.01.2023 (განახლებულია: 22:38 12.01.2023) საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით ერევანში იმყოფება.
თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეები საზღვრის გადაკვეთას პირადობის დამადასტურებელი ბიომეტრიული მოწმობებით (ID ბარათებით) შეძლებენ და საზღვარგარეთის პასპორტის წარდგენა სავალდებულო არ იქნება, იუწყება
„Sputnik-სომხეთი“. 12 იანვარს გამართულ მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების პროექტი „ორ სახელმწიფოს შორის სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლის შესახებ“.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის არარატ მირზოიანის განცხადებით, საქართველოსთან ურთიერთობების განმტკიცება ერევნის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
საქართველოს სამთავრობო დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით სამუშაო ვიზიტით ერევანში იმყოფება. სომხეთში ვიზიტის ფარგლებში გაიმართება მთავრობათშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა, რომელსაც ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები უხელმძღვანელებენ. გარდა ამისა, დაგეგმილია ნიკოლ ფაშინიანისა და ირაკლი ღარიბაშვილის ორმხრივი მოლაპარაკებები.