https://sputnik-georgia.com/20230112/samxaraze-saqartvelosi-iararis-naklebobaa-273856432.html
სამხარაძე: საქართველოში შეიარაღების ნაკლებობაა
სამხარაძე: საქართველოში შეიარაღების ნაკლებობაა
Sputnik საქართველო
საქართველოში ისევ ეხმაურებიან უკრაინელი დიპლომატის სტატიას უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შესახებ. 12.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-12T10:00+0400
2023-01-12T10:00+0400
2023-01-12T17:09+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
უკრაინა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/13/264581792_0:317:3078:2048_1920x0_80_0_0_6d7a10f6d118d55e1e2ee5c81a5a2420.jpg
თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. საქართველო შეიარაღების ნაკლებობას თავად განიცდის და ვერ დაეხმარება სხვა ქვეყნებს. ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ სამხრაძემ განაცხადა.საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის სტატიაში, რომელიც უკრაინულ გამოცემა „ევროპეისკაია პრავდაში“ გამოქვეყნდა, საუბარია თბილისისადმი კიევის თხოვნაზე „ბუკის“ კომპლექსების დაბრუნების თაობაზე, რომლებიც უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადასცა. აღნიშნულ თხოვნას ქართულმა მხარემ უარით უპასუხა. ამასთან ნათქვამია, რომ უკრაინამ ასევე ითხოვა აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გადაცემული Javelin-ის სისტემები. აშშ მზად იყო ისინი ახალი კომპლექსებით ჩაენაცვლებინა, მაგრამ საქართველომ კატეგორიული უარი განაცხადა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევაზე.მისი თქმით, საფრთხის შემთხვევაში საქართველოს „საკუთარი თავის გარდა დღეს დამცველი არავინ ჰყავს“.როგორც ადრე თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, ე.წ. ექსპერტებისა და ცალკეული მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს უკრაინამ საქართველოს უანგაროდ გადმოსცა საჰაერო თავდაცვის სისტემა „ბუკი“, სინამდვილეს არ შეესაბამება – უწყებამ „ბუკის“ სისტემა 2007 წელს მრავალმილიონიანი შესყიდვით მიიღო.„დუმილი თანხმობის ნიშანია": აშშ-ის ელჩს კიევის განცხადებებზე რეაგირებას სთხოვენ >>გარდა ამისა, 2017 წელს საქართველომ Javelin-ის სისტემების შესყიდვის მიზნით აშშ-ს ათობით მილიონი დოლარი გადაუხადა.მანამდე თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, რომ საქართველო, მის ხელთ არსებული შესაძლებლობებიდან გამომდინარე, განაგრძობს უკრაინისთვის ჰუმანიტარული და პოლიტიკური დახმარების გაწევას. რაც შეეხება უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას, საქართველომ ეს არ გააკეთა, რადგან არ სურს ახალი კონფლიქტი თავის ტერიტორიაზე.საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ დააწესა, მაგრამ საერთაშორისო შეზღუდვებს იცავს.
საქართველო
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/13/264581792_190:0:2921:2048_1920x0_80_0_0_add585e6291e94dfae8df6815d9569fa.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა
სამხარაძე: საქართველოში შეიარაღების ნაკლებობაა
10:00 12.01.2023 (განახლებულია: 17:09 12.01.2023) საქართველოში ისევ ეხმაურებიან უკრაინელი დიპლომატის სტატიას უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შესახებ.
თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. საქართველო შეიარაღების ნაკლებობას თავად განიცდის და ვერ დაეხმარება სხვა ქვეყნებს. ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ სამხრაძემ განაცხადა.
საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის სტატიაში, რომელიც უკრაინულ გამოცემა „ევროპეისკაია პრავდაში“ გამოქვეყნდა, საუბარია თბილისისადმი კიევის თხოვნაზე „ბუკის“ კომპლექსების დაბრუნების თაობაზე, რომლებიც უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადასცა. აღნიშნულ თხოვნას ქართულმა მხარემ უარით უპასუხა. ამასთან ნათქვამია, რომ უკრაინამ ასევე ითხოვა აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გადაცემული Javelin-ის სისტემები. აშშ მზად იყო ისინი ახალი კომპლექსებით ჩაენაცვლებინა, მაგრამ საქართველომ კატეგორიული უარი განაცხადა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევაზე.
„არავისთვის გადასაცემი იარაღი არ გვაქვს, იმიტომ რომ ჩვენ თვითონ განვიცდით ამ იარაღის ნაკლებობას და იგივე საფრთხეების წინაშე ვდგავართ, რაც აქვს დღეს უკრაინას“, – განაცხადა სამხარაძემ.
მისი თქმით, საფრთხის შემთხვევაში საქართველოს „საკუთარი თავის გარდა დღეს დამცველი არავინ ჰყავს“.
„ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ დავეხმარებით უკრაინას ყველანაირად, დიპლომატიურ, ჰუმანიტარულ, პოლიტიკურ დახმარებას აღმოვუჩენთ, მაგრამ შეიარაღებულ დახმარებას ვერ აღმოვუჩენთ“, – განაცხადა სამხარაძემ.
როგორც ადრე თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, ე.წ. ექსპერტებისა და ცალკეული მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს უკრაინამ საქართველოს უანგაროდ გადმოსცა საჰაერო თავდაცვის სისტემა „ბუკი“, სინამდვილეს არ შეესაბამება – უწყებამ „ბუკის“ სისტემა 2007 წელს მრავალმილიონიანი შესყიდვით მიიღო.
გარდა ამისა, 2017 წელს საქართველომ Javelin-ის სისტემების შესყიდვის მიზნით აშშ-ს ათობით მილიონი დოლარი გადაუხადა.
მანამდე თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, რომ საქართველო, მის ხელთ არსებული შესაძლებლობებიდან გამომდინარე, განაგრძობს უკრაინისთვის ჰუმანიტარული და პოლიტიკური დახმარების გაწევას. რაც შეეხება უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას, საქართველომ ეს არ გააკეთა, რადგან არ სურს ახალი კონფლიქტი თავის ტერიტორიაზე.
საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ დააწესა, მაგრამ საერთაშორისო შეზღუდვებს იცავს.