რუსეთი არ ეთანხმება ზელენსკის მშვიდობის ფორმულის თურქულ შეფასებას

© photo: Sputnik / Maxim Blinov
  - Sputnik საქართველო, 1920, 12.01.2023
გამოწერა
თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ წარმოდგენილი სამშვიდობო გეგმა, რომელსაც თურქეთი უჭერს მხარს, რუსეთისთვის მიუღებელია, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.

„ჩვენთვის კარგადაა ცნობილი, როგორ აფასებს თურქეთი ზელენსკის ე.წ. სამშვიდობო გეგმას. ჩვენ მას ვერ დავეთანხმებით. კიევის რეჟიმის ამ წამოწყებისთვის ანკარის მხარდაჭერამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ხელი შეუწყოს უკრაინაში მშვიდობის მიღწევის ოპტიმალური გზების ძიებას“, — განაცხადა ზახაროვამ ბრიფინგზე.

მისი თქმით, რუსეთმა მანამდეც არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტის გეგმა მოსკოვისთვის მიუღებელია.
10 იანვარს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ანკარა მხარს უჭერს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის „მშვიდობის ფორმულას“.
ზელენსკის გეგმა, რომელიც დეკემბერში წარადგინა მან G7 ქვეყნებისადმი მიმართვაში, მოიცავს ათ ნაბიჯს. ესენია: რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოება, სასურსათო უსაფრთხოება, ენერგეტიკული უსაფრთხოება, ყველა ტყვისა და დეპორტირებულის გათავისუფლება, გაეროს წესდების რეალიზაცია — უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და მსოფლიო წესრიგის აღდგენა, რუსეთის ჯარების გაყვანა და საომარი მოქმედებების შეწყვეტა, სამართლიანობის აღდგენა, ეკოციდთან ბრძოლა, ესკალაციის აღკვეთა, ომის დამთავრების კონფირმაცია (დამტკიცება).
ყველა ახალი ამბავი
0