https://sputnik-georgia.com/20230112/ra-ganixiles-saqartvelosa-da-somxetis-premierebma-erevansi-273879772.html
რა განიხილეს საქართველოსა და სომხეთის პრემიერებმა ერევანში
რა განიხილეს საქართველოსა და სომხეთის პრემიერებმა ერევანში
Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა, მომავალშიც გააგრძელოს შუამავლის როლი მეზობელ ქვეყნებს შორის. 12.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-12T19:45+0400
2023-01-12T19:45+0400
2023-01-12T22:41+0400
ახალი ამბები
საქართველო
სომხეთი
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
კავკასია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/0c/273878457_0:175:1024:751_1920x0_80_0_0_7ff02da43b7b37fa0f3461b2e589393d.jpg
თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და მისი განვითარების პერსპექტივები განიხილეს ერევანში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა, იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია.ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით სომხეთში ხუთშაბათს გაემგზავრა.პირისპირ შეხვედრაზე მთავრობის მეთაურებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და რეგიონული მნიშვნელობის საკითხები მიმოიხილეს.საქართველოს და სომხეთის მოქალაქეები საზღვარს ID ბარათებით გადაკვეთენ >>შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის მთავრობათშორისი ეკონომიკური კომისიის როლს, რომელიც მნიშვნელოვანი პლატფორმაა ქვეყნებს შორის კავშირების გასაძლიერებლად.საუბარი შეეხო რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და გამოწვევებს.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა, კვლავაც შეასრულოს მეზობელ ქვეყნებს შორის შუამავლის როლი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.საქართველოსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დამყარდა. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმისა და სხვა სფეროებში.დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის განმავლობაში საქართველომ და სომხეთმა გააფორმეს 88 საერთაშორისო ხასიათის დოკუმენტი ვაჭრობის, მეწარმეთა საკუთრების უფლებების დაცვის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის და სხვა სფეროებში.წყარო - საქართველოს მთავრობის პრესსამსახური
საქართველო
სომხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/0c/273878457_117:188:868:751_1920x0_80_0_0_f457154b7962ca2764ee98b924dbafed.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სომხეთი, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, კავკასია
ახალი ამბები, საქართველო, სომხეთი, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, კავკასია
რა განიხილეს საქართველოსა და სომხეთის პრემიერებმა ერევანში
19:45 12.01.2023 (განახლებულია: 22:41 12.01.2023) საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა, მომავალშიც გააგრძელოს შუამავლის როლი მეზობელ ქვეყნებს შორის.
თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და მისი განვითარების პერსპექტივები განიხილეს ერევანში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა, იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია.
ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით სომხეთში ხუთშაბათს გაემგზავრა.
პირისპირ შეხვედრაზე მთავრობის მეთაურებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და რეგიონული მნიშვნელობის საკითხები მიმოიხილეს.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის მთავრობათშორისი ეკონომიკური კომისიის როლს, რომელიც მნიშვნელოვანი პლატფორმაა ქვეყნებს შორის კავშირების გასაძლიერებლად.
საუბარი შეეხო რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და გამოწვევებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა, კვლავაც შეასრულოს მეზობელ ქვეყნებს შორის შუამავლის როლი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.
საქართველოსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დამყარდა. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმისა და სხვა სფეროებში.
დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის განმავლობაში საქართველომ და სომხეთმა გააფორმეს 88 საერთაშორისო ხასიათის დოკუმენტი ვაჭრობის, მეწარმეთა საკუთრების უფლებების დაცვის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის და სხვა სფეროებში.