თბილისში სერგო ფარაჯანოვის ხსოვნის საღამო გაიმართება

© courtesy of Yuri Mechitovსერგო ფარაჯანოვი
სერგო ფარაჯანოვი - Sputnik საქართველო, 1920, 11.01.2023
გამოწერა
კინორეჟისორი, სცენარისტი და მხატვარი სერგო ფარაჯანოვი 1924 წლის 9 იანვარს თბილისში დაიბადა.
თბილისი, 11 იანვარი – Sputnik. საკულტო ხელოვანის სერგო ფარაჯანოვის დაბადებიდან 99 წლისთავისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში 12 იანვარს გაიმართება.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ფარაჯანოვის სახელობის სახვითი ხელოვნების კონკურსის მონაწილეთა ნამუშევრების გამოფენა და გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია. ღონისძიება 18:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.
სერგო ფარაჯანოვი
კინორეჟისორი, სცენარისტი და მხატვარი სერგო ფარაჯანოვი 1924 წლის 9 იანვარს თბილისში დაიბადა.
1942 წელს ჩააბარა თბილისის სარკინიგზო ტრანსპორტის საინჟინრო ინსტიტუტში, მაგრამ ერთი წლის შემდეგ მიატოვა სწავლა და ერთდროულად ჩააბარა თბილისის კონსერვატორიის ვოკალურ ფაკულტეტზე და ოპერის თეატრის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში. მისი დასრულების შემდეგ იგი მოსკოვის კონსერვატორიაში გადავიდა.
სერგო ფარაჯანოვმა რუსეთის სახელმწიფო კინოს ინსტიტუტი 1951 წელს დაასრულა. 1959 წელს მან თავისი პირველი ფილმი „პირველი ჭაბუკი“ გადაიღო.
თბილისში სერგო ფარაჯანოვის სახელობის ქუჩა გაიხსნა>>>
საქართველოში დაბრუნების შემდეგ სერგო ფარაჯანოვი კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ მუშაობდა, სადაც დავით აბაშიძესთან ერთად გადაიღო ფილმი „ლეგენდა სურამის ციხეზე“ (1984). 1986 წელს რეჟისორმა გადაიღო დოკუმენტური ფილმი „არაბესკები ფიროსმანის თემაზე“, ხოლო 1988 წელს ფილმი „აშუღი ქერიბი“ – მიხეილ ლერმონტოვის ზღაპრის მიხედვით.
1980-იან წლებში სერგო ფარაჯანოვი აქტიურად იყო დაკავებული მხატვრული კოლაჟით, ნახატებითა და ინსტალაციებით. პირველი „დაპრესილი ფილმები“ (ასე უწოდა რეჟისორმა თავის კოლაჟებს) 1950-იან წლებში გამოჩნდა და თანდათანობით გაიზარდა მოცულობით კომპოზიციებამდე და სათუთად შეკრებილ „მოზაიკებამდე“.
სერგო ფარაჯანოვი 1990 წლის 21 ივლისს ერევანში გარდაიცვალა ფილტვის კიბოთი. ფარაჯანოვი დაკრძალულია „სომხური სულის გენიათა პანთეონში" არამ ხაჩატურიანის, უილიამ საროიანის და სხვა სომეხი ლიტერატურისა და კულტურის მოღვაწეთა გვერდით.
ყველა ახალი ამბავი
0