როგორ შეიცვალა საქართველოს საგარეო ვალი - ეროვნული ბანკის ახალი მონაცემები

© Pixabay / JESHOOTS-com
  - Sputnik საქართველო, 1920, 11.01.2023
გამოწერა
2022 წლის მესამე კვარტალში საქართველოს საგარეო ვალი 127,1 მლნ დოლარით შემცირდა.
თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2022 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, 22,2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მშპ-ის 97,5 პროცენტია, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე.
2022 წლის მესამე კვარტალში მთლიანი საგარეო ვალი 127,1 მლნ დოლარით შემცირდა, მათ შორის, მაჩვენებელი 373,5 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა ოპერაციული ცვლილების და 5 მლნ აშშ დოლარით სხვა ცვლილებების გამო, ხოლო შემცირდა 485,5 მლნ აშშ დოლარით გაცვლითი კურსის ცვლილების და 20,2 მლნ დოლარით – ფასების ცვლილების გამო.
რა ელის საქართველოს ეკონომიკას 2023-წელს: ეროვნული ბანკის სამი სცენარი>>>
სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 9,7 მლრდ დოლარი, რაც მშპ-ის 42,8 პროცენტია. აქედან სამთავრობო სექტორის ვალია 7,3 მლრდ დოლარი, ეროვნული ბანკის ვალდებულებები – 868,1 მლნ დოლარი, ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 399,6 მლნ დოლარი და 1,2 მლრდ დოლარია.
საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 5,9 მლრდ დოლარი, კერძო საწარმოების საგარეო ვალმა – 4,7 მლრდ დოლარი, ხოლო კომპანიათაშორისო ვალმა – 3,4 მლრდ დოლარი.
საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2022 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, 11,7 მლრდ დოლარი შეადგინა. აქედან სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 5,4 მლრდ დოლარია, რაც მშპ-ის 23,7 პროცენტია.
ყველა ახალი ამბავი
0