https://sputnik-georgia.com/20230111/qartulma-ocnebam-ukraineli-diplomati-etiketis-dargvevashi-daadanashaula-273839207.html
„ქართულმა ოცნებამ" უკრაინელი დიპლომატი ეტიკეტის დარღვევაში დაადანაშაულა
„ქართულმა ოცნებამ" უკრაინელი დიპლომატი ეტიკეტის დარღვევაში დაადანაშაულა
Sputnik საქართველო
საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ დააწესა, მაგრამ საერთაშორისო შეზღუდვებს იცავს. 11.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-11T17:26+0400
2023-01-11T17:26+0400
2023-01-11T20:48+0400
საქართველო
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტი
ქართული ოცნება
საზოგადოება
ახალი ამბები
უკრაინა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/16/250964944_0:125:2400:1475_1920x0_80_0_0_ede4cd68f0d06a2ab06912b621a08c83.jpg
თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის მოთხოვნები ეტიკეტის წესებში არ ჯდება, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა.დიპლომატის სტატიაში, რომელიც უკრაინულ გამოცემა „ევროპეისკაია პრავდაში“ გამოქვეყნდა, საუბარია თბილისისადმი კიევის თხოვნაზე „ბუკის“ კომპლექსების დაბრუნების თაობაზე, რომლებიც უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადასცა. აღნიშნულ თხოვნას ქართულმა მხარემ უარით უპასუხა. ამასთან ნათქვამია, რომ უკრაინამ ასევე ითხოვა აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გადაცემული Javelin-ის სისტემები. აშშ მზად იყო ისინი ახალი კომპლექსებით ჩაენაცვლებინა, მაგრამ საქართველომ კატეგორიული უარი განაცხადა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევაზე.როგორც დეპუტატმა აღნიშნა, საქართველო არ არის ნატოს წევრი ქვეყანა, საქართველოს არ იცავს უსაფრთხოების არცერთი ქოლგა, გარდა საკუთარი ჯარისა და ხელისუფლებისა.„აგვისტოს ომის მსგავსი რისკები რომ არ განმეორდეს, ქვეყანა ატარებს იმ პოლიტიკას, რომელსაც ატარებს“, – აღნიშნა დავითულიანმა.საქართველომ „ბუკისა“ და „ჯაველინისთვის“ მილიონები გადაიხადა: თავდაცვის უწყება>>>როგორც ადრე თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, ე.წ. ექსპერტებისა და ცალკეული მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს უკრაინამ საქართველოს უანგაროდ გადმოსცა საჰაერო თავდაცვის სისტემა „ბუკი“, სინამდვილეს არ შეესაბამება – უწყებამ „ბუკის“ სისტემა მრავალმილიონიანი შესყიდვით 2007 წელს მიიღო.გარდა ამისა, 2017 წელს საქართველომ Javelin-ის სისტემების შესყიდვის მიზნით აშშ-ს ათობით მილიონი დოლარი გადაუხადა.როგორც ადრე თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, საქართველო, მის ხელთ არსებული შესაძლებლობებიდან გამომდინარე, განაგრძობს უკრაინისთვის ჰუმანიტარული და პოლიტიკური დახმარების გაწევას. რაც შეეხება უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას, საქართველომ ეს არ გააკეთა, რადგან არ სურს ახალი კონფლიქტი თავის ტერიტორიაზე.საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ დააწესა, მაგრამ საერთაშორისო შეზღუდვებს იცავს.
საქართველო
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/16/250964944_134:0:2267:1600_1920x0_80_0_0_0e6772ecd0382141ee436ba9d3c049e9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტი, ქართული ოცნება , საზოგადოება, ახალი ამბები, უკრაინა
საქართველო, პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტი, ქართული ოცნება , საზოგადოება, ახალი ამბები, უკრაინა
„ქართულმა ოცნებამ" უკრაინელი დიპლომატი ეტიკეტის დარღვევაში დაადანაშაულა
17:26 11.01.2023 (განახლებულია: 20:48 11.01.2023) საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ დააწესა, მაგრამ საერთაშორისო შეზღუდვებს იცავს.
თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის მოთხოვნები ეტიკეტის წესებში არ ჯდება, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა.
დიპლომატის სტატიაში, რომელიც უკრაინულ გამოცემა „ევროპეისკაია პრავდაში“ გამოქვეყნდა, საუბარია თბილისისადმი კიევის თხოვნაზე „ბუკის“ კომპლექსების დაბრუნების თაობაზე, რომლებიც უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადასცა. აღნიშნულ თხოვნას ქართულმა მხარემ უარით უპასუხა. ამასთან ნათქვამია, რომ უკრაინამ ასევე ითხოვა აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გადაცემული Javelin-ის სისტემები. აშშ მზად იყო ისინი ახალი კომპლექსებით ჩაენაცვლებინა, მაგრამ საქართველომ კატეგორიული უარი განაცხადა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევაზე.
„კასიანოვის მოთხოვნები ამ ტონალობით არცერთ ეტიკეტში არ ჯდება. ეს არის მოთხოვნა და არა თხოვნა. საერთოდ, მეგობრული ჟესტია, როდესაც ვიღაცას რაღაცას სთხოვ და ამ თხოვნის შემდეგ მის თანხმობას ან უარს ელოდები... ვფიქრობ, რომ ეს არის აბსოლუტურად შეუფერებელი, ქვეყნის მიმართ არამეგობრული“, – განაცხადა დავითულიანმა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, საქართველო არ არის ნატოს წევრი ქვეყანა, საქართველოს არ იცავს უსაფრთხოების არცერთი ქოლგა, გარდა საკუთარი ჯარისა და ხელისუფლებისა.
„აგვისტოს ომის მსგავსი რისკები რომ არ განმეორდეს, ქვეყანა ატარებს იმ პოლიტიკას, რომელსაც ატარებს“, – აღნიშნა დავითულიანმა.
როგორც ადრე თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, ე.წ. ექსპერტებისა და ცალკეული მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს უკრაინამ საქართველოს უანგაროდ გადმოსცა საჰაერო თავდაცვის სისტემა „ბუკი“, სინამდვილეს არ შეესაბამება – უწყებამ „ბუკის“ სისტემა მრავალმილიონიანი შესყიდვით 2007 წელს მიიღო.
გარდა ამისა, 2017 წელს საქართველომ Javelin-ის სისტემების შესყიდვის მიზნით აშშ-ს ათობით მილიონი დოლარი გადაუხადა.
როგორც ადრე თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, საქართველო, მის ხელთ არსებული შესაძლებლობებიდან გამომდინარე, განაგრძობს უკრაინისთვის ჰუმანიტარული და პოლიტიკური დახმარების გაწევას. რაც შეეხება უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას, საქართველომ ეს არ გააკეთა, რადგან არ სურს ახალი კონფლიქტი თავის ტერიტორიაზე.
საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ დააწესა, მაგრამ საერთაშორისო შეზღუდვებს იცავს.