https://sputnik-georgia.com/20230111/merab-tabukashvili-272635883.html
ადგილი, სადაც ადამიანი თავისი შესაძლებლობების ზღვარს ზომავს
ადგილი, სადაც ადამიანი თავისი შესაძლებლობების ზღვარს ზომავს
Sputnik საქართველო
მთების სიყვარული ბავშვობიდან მოსდევს, რადგან დაიბადა, გაიზარდა და ცხოვრობს მთაგორიან ქალაქ ჭიათურაში, საიდანაც იყვნენ ქართული მთამსვლელობის პიონერები, და-ძმა... 11.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-11T17:22+0400
2023-01-11T17:22+0400
2023-01-24T14:23+0400
ინტერვიუ
საინტერესო ადამიანები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/01/261677243_0:460:1536:1324_1920x0_80_0_0_f8eec2d5038522020780eecf13000ac3.jpg
მერაბ თაბუკაშვილი პროფესიით საინჟინრო საქმის პედაგოგია. ერთ მშვენიერ დღეს მთაში ავიდა და მაშინვე მიხვდა, რომ ამის გარეშე ვეღარ გაძლებდა. მას შემდეგ ბევრი მთა დალაშქრა და დღეს ზუსტად იცის, რომ მთამ უნდა მიგიღოს და მასზე ასვლის ნება დაგრთოს.- ბატონო მერაბ, რომელი იყო მთა, რომელიც პირველად დალაშქრეთ?- პირველი მთა, რომლის მწვერვალზეც ავედი, იმერეთის სიმაღლით მეოთხე მთა „დიდმაღალი" იყო. ეს მარტომ გავაკეთე და ძალიან ბედნიერი ვიყავი, მიუხედავად იმისა, რომ მარტივი იყო. მას შემდეგ სამი წელი გავიდა და ყოველ წელს ათზე მეტ მწვერვალზე ავდივარ, რომელთა სიმაღლე 3 ათას მეტრს აღემატება. როდესაც იგეგმება ხოლმე რომელიმე მთაზე წასვლა, იმ წამიდან მოყოლებული ჩემი ფიქრები მხოლოდ იმ მწვერვალს დასტრიალებს, სხვა რამ ბუნებაში აღარ არსებობს.- მიუხედავად იმისა, რომ მოყვარული მთამსვლელი ხართ, ტოლს არ უდებთ პროფესიონალებს...- მე მოყვარული მთამსვლელი ვარ და მშურს იმ პროფესიონალი მთამსვლელების, რომლებიც ამ საქმეს ბავშვობიდან მისდევენ. მათ ვეღარ დავეწევი, მაგრამ თუნდაც ის განცდა, რომ მეც იმავეს ვაკეთებ, რასაც ისინი, ოღონდ პატარა მასშტაბით, დიდ სიხარულს მანიჭებს და ძალებს მიათმაგებს შემდგომი ასვლებისთვის. თუ ჩემს ასაკს გავითვალისწინებთ, მაღალ მთაში ძალიან გვიან მოვხვდი მეგობრებთან ერთად, რომელთა მიზანი არ იყო ბოლომდე ასვლა. მახსოვს, შუა გზიდან მობრუნებამ ჩემში ძალიან დიდი გულისტკივილი გამოიწვია. სხეული ქვემოთ მიდიოდა, სული კი ზემოთ გარბოდა. ეს მეგობრებს არ გავუმხილე, მაგრამ იმ დღიდან მოსვენება დავკარგე. მთამსვლელობაში არსებობს გარკვეული წესები, რომელთა შესრულება აუცილებელია, თუნდაც აღჭურვილობის თვალსაზრისით. მეც ნელ-ნელა დავიწყე საჭირო ნივთების შეძენა და ჯგუფებთან ერთად მოგზაურობა ისეთ ადგილებში, რომლებიც მთებთან უშუალო კავშირშია.- თქვენი ასვლები თუ ფიქსირდება სადმე?- მართალია, ოფიციალურად არსად ფიქსირდება, მაგრამ მე თვითონ ვაწარმოებ მათ ქრონოლოგიას. თითოეულ მწვერვალზე ჩემი ასვლა თუ ვერასვლა ზედმიწევნით მახსოვს. რამდენჯერმე მწვერვალზე მარტო ავსულვარ, მაგრამ თუ ოდნავ მაინც მეპარება ეჭვი, ამას არ ვაკეთებ. ასვლისას უნდა გყავდეს თუნდაც ერთი მეწყვილე, რომ ის რისკები, რაც მთაზე ასვლას ახლავს, მინიმუმამდე იყოს დაყვანილი.- სამომავლოდ რას ფიქრობთ, რომელი მთა, მწვერვალი უნდა დალაშქროთ?- ისევე, როგორც სხვა სფეროში, ადამიანი აქაც პროგრესირებს და მე, რა თქმა უნდა, დასახული მაქვს უფრო ძნელ და მაღალ მწვერვალებზე ასვლა, რომელთაც მეთოდურად მივყვები. შეიძლება რასაც ვფიქრობ, ის ვერ შევასრულო, ან უფრო მეტი შევძლო. აქ ადამიანი თავისი შესაძლებლობების ზღვარს ზომავს. მე ამ ზღვრისთვის ჯერ არ მიმიღწევია.- როგორ ფიქრობთ, მთასთან ურთიერთობის შედეგად რა იცვლება თქვენში?- ახალს ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ მწვერვალზე ასვლის მთლიანი პროცესი წარმოუდგენელ ემოციურ მუხტს იწვევს. ყოფილა შემთხვევა, როცა რაღაცები მომჩვენებია ხმების სახით, ან ისეთ სულიერ მდგომარეობაში ჩავვარდნილვარ, რომ თუ მოვკვდებოდი, სულაც არ მენაღვლებოდა. მთიდან დაბრუნებული ყოველ ჯერზე სამყაროს განსხვავებული თვალით უყურებ და შენი თავიც განსხვავებული გეჩვენება...ნინო მამულაშვილი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/01/261677243_0:316:1536:1468_1920x0_80_0_0_d6fc629b32d474e348ae2e0a756d65fa.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ინტერვიუ, საინტერესო ადამიანები
ინტერვიუ, საინტერესო ადამიანები
ადგილი, სადაც ადამიანი თავისი შესაძლებლობების ზღვარს ზომავს
17:22 11.01.2023 (განახლებულია: 14:23 24.01.2023) მთების სიყვარული ბავშვობიდან მოსდევს, რადგან დაიბადა, გაიზარდა და ცხოვრობს მთაგორიან ქალაქ ჭიათურაში, საიდანაც იყვნენ ქართული მთამსვლელობის პიონერები, და-ძმა ჯაფარიძეები.
მერაბ თაბუკაშვილი პროფესიით საინჟინრო საქმის პედაგოგია. ერთ მშვენიერ დღეს მთაში ავიდა და მაშინვე მიხვდა, რომ ამის გარეშე ვეღარ გაძლებდა. მას შემდეგ ბევრი მთა დალაშქრა და დღეს ზუსტად იცის, რომ მთამ უნდა მიგიღოს და მასზე ასვლის ნება დაგრთოს.
- ბატონო მერაბ, რომელი იყო მთა, რომელიც პირველად დალაშქრეთ?
- პირველი მთა, რომლის მწვერვალზეც ავედი, იმერეთის სიმაღლით მეოთხე მთა „დიდმაღალი" იყო. ეს მარტომ გავაკეთე და ძალიან ბედნიერი ვიყავი, მიუხედავად იმისა, რომ მარტივი იყო. მას შემდეგ სამი წელი გავიდა და ყოველ წელს ათზე მეტ მწვერვალზე ავდივარ, რომელთა სიმაღლე 3 ათას მეტრს აღემატება. როდესაც იგეგმება ხოლმე რომელიმე მთაზე წასვლა, იმ წამიდან მოყოლებული ჩემი ფიქრები მხოლოდ იმ მწვერვალს დასტრიალებს, სხვა რამ ბუნებაში აღარ არსებობს.
- მიუხედავად იმისა, რომ მოყვარული მთამსვლელი ხართ, ტოლს არ უდებთ პროფესიონალებს...
- მე მოყვარული მთამსვლელი ვარ და მშურს იმ პროფესიონალი მთამსვლელების, რომლებიც ამ საქმეს ბავშვობიდან მისდევენ. მათ ვეღარ დავეწევი, მაგრამ თუნდაც ის განცდა, რომ მეც იმავეს ვაკეთებ, რასაც ისინი, ოღონდ პატარა მასშტაბით, დიდ სიხარულს მანიჭებს და ძალებს მიათმაგებს შემდგომი ასვლებისთვის. თუ ჩემს ასაკს გავითვალისწინებთ, მაღალ მთაში ძალიან გვიან მოვხვდი მეგობრებთან ერთად, რომელთა მიზანი არ იყო ბოლომდე ასვლა. მახსოვს, შუა გზიდან მობრუნებამ ჩემში ძალიან დიდი გულისტკივილი გამოიწვია. სხეული ქვემოთ მიდიოდა, სული კი ზემოთ გარბოდა. ეს მეგობრებს არ გავუმხილე, მაგრამ იმ დღიდან მოსვენება დავკარგე. მთამსვლელობაში არსებობს გარკვეული წესები, რომელთა შესრულება აუცილებელია, თუნდაც აღჭურვილობის თვალსაზრისით. მეც ნელ-ნელა დავიწყე საჭირო ნივთების შეძენა და ჯგუფებთან ერთად მოგზაურობა ისეთ ადგილებში, რომლებიც მთებთან უშუალო კავშირშია.
- თქვენი ასვლები თუ ფიქსირდება სადმე?
- მართალია, ოფიციალურად არსად ფიქსირდება, მაგრამ მე თვითონ ვაწარმოებ მათ ქრონოლოგიას. თითოეულ მწვერვალზე ჩემი ასვლა თუ ვერასვლა ზედმიწევნით მახსოვს. რამდენჯერმე მწვერვალზე მარტო ავსულვარ, მაგრამ თუ ოდნავ მაინც მეპარება ეჭვი, ამას არ ვაკეთებ. ასვლისას უნდა გყავდეს თუნდაც ერთი მეწყვილე, რომ ის რისკები, რაც მთაზე ასვლას ახლავს, მინიმუმამდე იყოს დაყვანილი.
- სამომავლოდ რას ფიქრობთ, რომელი მთა, მწვერვალი უნდა დალაშქროთ?
- ისევე, როგორც სხვა სფეროში, ადამიანი აქაც პროგრესირებს და მე, რა თქმა უნდა, დასახული მაქვს უფრო ძნელ და მაღალ მწვერვალებზე ასვლა, რომელთაც მეთოდურად მივყვები. შეიძლება რასაც ვფიქრობ, ის ვერ შევასრულო, ან უფრო მეტი შევძლო. აქ ადამიანი თავისი შესაძლებლობების ზღვარს ზომავს. მე ამ ზღვრისთვის ჯერ არ მიმიღწევია.
- როგორ ფიქრობთ, მთასთან ურთიერთობის შედეგად რა იცვლება თქვენში?
- ახალს ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ მწვერვალზე ასვლის მთლიანი პროცესი წარმოუდგენელ ემოციურ მუხტს იწვევს. ყოფილა შემთხვევა, როცა რაღაცები მომჩვენებია ხმების სახით, ან ისეთ სულიერ მდგომარეობაში ჩავვარდნილვარ, რომ თუ მოვკვდებოდი, სულაც არ მენაღვლებოდა. მთიდან დაბრუნებული ყოველ ჯერზე სამყაროს განსხვავებული თვალით უყურებ და შენი თავიც განსხვავებული გეჩვენება...