რა საკითხები განიხილა ღარიბაშვილმა საფრანგეთის ელჩთან შეხვედრაზე

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 11.01.2023
გამოწერა
შერაზ გასრი საქართველოში ელჩის თანამდებობაზე 2022 წლის დეკემბერში დაინიშნა.
თბილისი, 11 იანვარი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში საფრანგეთის ელჩ შერაზ გასრისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
მთავრობის მეთაურმა საფრანგეთის ელჩს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე საფრანგეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ საქართველო გააგრძელებს ევროპული ღირებულებების მხარდაჭერას და კონსტრუქციულ როლს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდასაჭერად“, – აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოსა და საფრანგეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 21 აგვისტოს დამყარდა. ქვეყნებს შორის ურთიერთობები როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი მიმართულებით აქტიურად ვითარდება. ორ ქვეყანას შორის გაფორმებული შეთანხმებები ძირითადად არეგულირებს თანამშრომლობის ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა ეკონომიკა, თავდაცვა, საფინანსო სექტორი, კულტურა, განათლება.
ყველა ახალი ამბავი
0