ქართული კომპანიების ფასიანი ქაღალდები ლონდონის ბირჟაზე: ერთი კვირის ვაჭრობის შედეგები

© AFP 2024 / BEN STANSALLლონდონის საფონდო ბირჟა
ლონდონის საფონდო ბირჟა - Sputnik საქართველო, 1920, 10.01.2023
გამოწერა
ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს მთავრობის ფასიანი ქაღალდების ღირებულება გასულ კვირაში გაიზარდა.
თბილისი, 10 იანვარი – Sputnik. საქართველოს სუვერენული ობლიგაციების ღირებულება ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასულ კვირაში 0,2%-ით გაიზარდა და 91,09 დოლარი შეადგინა, მოგება შეადგენს 5,77%-ს, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ის ანგარიშში.
კორპორაციული ობლიგაციებით ვაჭრობა
საინვესტიციო კომპანიის მონაცემებით, „საქართველოს ბანკის" ევროობლიგაციების ღირებულება ერთ კვირაში 0,1%-ით შემცირდა, ვაჭრობა დაიხურა 5,17% მოგებით 100,46 პუნქტის ფასით. კომპანია Georgia Capital-ის გარიგებები ევროობლიგაციებზე დაიხურა 95,1 პუნქტის ფასით, 10,69% მოგებით, ფასი ერთ კვირაში 0,5%-ით გაიზარდა.
„საქართველოს რკინიგზის" ევროობლიგაციების ღირებულება გასულ კვირაში 0,41%-ით შემცირდა 87,5 პუნქტამდე, მოგება შეადგენს 6,79%-ს.
აქციებით ვაჭრობა
ლონდონის საფონდო ბირჟაზე „საქართველოს ბანკის" აქციებზე ფასი ერთ კვირაში 4,41%-ით გაიზარდა და ერთ აქციაზე 27,2 ფუნტი სტერლინგი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში ბანკის 498 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 25,8–27,65 ფუნტის დიაპაზონში.
ამოქმედდა ახალი კანონი: კორპორატიული მართვის კოდექსი ემიტენტებისთვის>>>
კომპანია Georgia Capital-ის აქციების ფასი კვირის განმავლობაში შემცირდა 1,37%-ით და ერთ აქციაზე 7,2 ფუნტი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 74 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შესრულდა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 7,07–7,35 ფუნტის დიაპაზონში.
TBC Bank-ის აქციები ერთ კვირაში შემცირდა 2,86%-ით და 22,05 ფუნტი შეადგინა ერთ აქციაზე. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 159 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 21,4–23,4 ფუნტის დიაპაზონში.
ყველა ახალი ამბავი
0