კახეთში ქალის თვითმკვლელობის საქმე: სასამართლომ განაჩენი გამოიტანა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 10.01.2023
გამოწერა
ახალგაზრდა ქალმა მიყენებული შეურაცხყოფა ვერ აიტანა და სიცოცხლე სუიციდით დაასრულა.
თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში 2014 წელს მომხდარი ქალის თვითმკვლელობის ფაქტზე ოთხივე ბრალდებულს ხუთ-ხუთი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა შეუფარდა.
საქმის მასალებით, 2014 წლის 16 სექტემბერს ბრალდებულმა მამაკაცებმა ქალი ავტომობილიდან ძალის გამოყენებით გადმოიყვანეს, სცემეს, შემდეგ კი მისი ნების საწინააღმდეგოდ ავტომობილში ჩასვეს და სოფლის ცენტრში მიიყვანეს.
აქ ბრალდებულებმა ქალს ისევ შეურაცხყოფა მიაყენეს უკვე სოფლის მცხოვრებლების თანდასწრებით, ისინი აცხადებდნენ, რომ ქალისთვის შეუფერებელი საქციელის გამო იგი უნდა დასჯილიყო.
2014 წლის 18 სექტემბერს, მომხდარიდან ორი დღის შემდეგ ქალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. საქმის გახსნის შესახებ პროკურატურა 2022 წლის აპრილში იუწყებოდა, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე.
სასამართლომ ოთხივე პირი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144 ტერცია მუხლის მეორე ნაწილის „ე" და „ვ" ქვეპუნქტებით – სქესის ნიშნით, ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევით, ჯგუფურად ჩადენილი დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა.
საქმეზე თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე ბრალდება წარდგენილი აქვს ასევე ერთ პირს, რომლის საქმეც თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით იხილება.
ყველა ახალი ამბავი
0