ამერიკელი გენერალი ქართული ოპოზიციის ლობირებაში დაადანაშაულეს

© photo: Sputnik / Stringerამერიკელი გენერალი, ევროპაში ამერიკის შეიარაღებული ძალების ყოფილი მეთაური ბენ ჰოჯესი
ამერიკელი გენერალი, ევროპაში ამერიკის შეიარაღებული ძალების ყოფილი მეთაური ბენ ჰოჯესი - Sputnik საქართველო, 1920, 10.01.2023
გამოწერა
ჰოჯესი სიტყვით გამოვიდა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მიერ ორგანიზებულ საჯარო შეხვედრაზე, რომელიც თბილისში გაიმართა.
თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. ამერიკელი გენერალი, ევროპაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების ყოფილი მეთაური ბენ ჰოჯესი ქართული ოპოზიციის ლობირებაშია ჩართული, არ არის გამორიცხული მისი ფინანსური ინტერესებიც, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა.
მანამდე ჰოჯესმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარი თავი რუსეთს მიაჯაჭვა. მისი თქმით, თუ საქართველო არ იქნება უკრაინის მხარეს, ეს მას არაფერ კარგს არ მოუტანს.

„ის არის ოპოზიციურ ლობისტურ მოძრაობაში ჩართული პირი და აკეთებს ოპოზიციისთვის სასარგებლო განცხადებებს. შეიძლება ფინანსური ინტერესიც ჰქონდეს, როგორც წესი, ლობისტური საქმიანობა არის გარკვეული ანაზღაურების საფუძველი“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

ჰოჯესი სიტყვით გამოვიდა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მიერ ორგანიზებულ საჯარო შეხვედრაზე, რომლის თემაა: „უკრაინაში მიმდინარე ომი და მისი შედეგები რეგიონული უსაფრთხოებისა და საქართველოსთვის“.
„როცა ის იყო ნატოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ევროპაში, მაშინ, რა თქმა უნდა, მას ასეთი საბრძოლო განწყობები არ გააჩნდა. ახლა არის პენსიაზე გასული და მისი პასუხისმგებლობა ნულია“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
უმრავლესობის დეპუტატის, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ალუდა ღუდუშაურის თქმით, საქართველომ გამოიყენა მის ხელთ არსებული ყველა რესურსი და არის უკრაინის მტკიცე მხარდამჭერი.
„ქართულმა ოცნებამ“ უკრაინელი დიპლომატი არაადეკვატურობაში დაადანაშაულა >>

„რა შეუძლია საქართველოს სხვა, ამაზე მეტი გააკეთოს ისე, რომ საკუთარი ქვეყნის ინტერესებს არ დაარტყას და ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე არ დააყენოს ქვეყანა – მაშინ ამ ადამიანებს უნდა ჰკითხოთ“, – აღნიშნა ღუდუშაურმა.

საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ ერთ-ერთმა პირველმა უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა მოუწოდა. მისი სიტყვებით, დამატებითი ფრონტების გახსნა რუსეთის ინტერესების სფეროში სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე უკრაინას ძალიან დაეხმარებოდა. მან დაასახელა საქართველო, კურილის კუნძულები და კალინინგრადის ოლქი.
მოგვიანებით უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, დაიბრუნოს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. თუმცა, მისი თქმით, საქართველო არათუ არ აკეთებს ამას, არამედ ცდილობს რუსეთის პოზიციის გამართლებას.
ამავე დროს, საქართველო უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას უცხადებს. საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ დააწესა, მაგრამ საერთაშორისო შეზღუდვებს იცავს.
ყველა ახალი ამბავი
0