მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ვარშავა ბერლინს „დიდი პრობლემებით“ ემუქრება

© photo: Sputnik / Alexey Vitvitskiy / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 09.01.2023
გამოწერა
თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. გერმანიის უარი, გადაუხადოს პოლონეთს კომპენსაცია მეორე მსოფლიო ომში მიყენებული ზიანისთვის, დიდ პრობლემას უქმნის გერმანიის იმიჯს, განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ პაველ იაბლონსკიმ.
მანამდე ბერლინმა ვარშავას აცნობა, რომ კომპენსაციის საკითხი საბოლოოდ დახურულად მიაჩნია და ამ თემაზე დიალოგის გამართვას არ აპირებს.

„ეს პასუხი, მისი ფორმა ერთ წინადადებაში, აჩვენებს გერმანიის შორს მიმავალ ქედმაღლობას, მსხვერპლისადმი პატივისცემის არარსებობას. ეს პასუხი, მისი ხასიათი და სტილი გერანიისთვის დიდ იმიჯურ პრობლემად იქცევა, ვინაიდან ჩვენ ამაზე ძალიან ხმამაღლა ვილაპარაკებთ“, — აღნიშნა იაბლონსკიმ.

მისი თქმით, გერმანია ამბობს, რომ მორალური სახელმწიფოა, რომელიც ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო სამართლის ტრენდებს განსაზღვრავს, მაგრამ „ამავდროულად ასეთ რამეს აკეთებს, რაც მათ დიდ პრობლემად ექცევათ და ამისთვის ძალიან შერცხვებათ“.
1 სექტემბერს პოლონეთის ხელისუფლებამ რესპუბლიკის ექსპერტების მიერ მომზადებული სამტომიანი ანგარიში წარმოადგინა ნაცისტური გერმანიის მიერ პოლონეთისთვის 1939-1945 წლებში მიყენებული ზარალის შესახებ. მოთხოვნილმა საკომპენსაციო თანხამ 6,2 ტრილიონი ზლოტი (დაახლოებით 1,3-1,5 ტრილიონი დოლარი) შეადგინა. 3 ოქტომბერს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზბიგნევ რაუმ ხელი მოაწერა ნოტას, რომლითაც ვარშავა ბერლინისგან კომპენსაციის გადახდას მოითხოვს.
გერმანიის მთავრობამ არაერთხელ აღნიშნა, რომ ისინი ვერანაირ მიზეზს ვერ ხედავენ კომპენსაციის გადახდისთვის, ვინაიდან 1953 წელს პოლონეთმა ოფიციალურად თქვა უარი რეპარაციებზე. ვარშავა ამტკიცებს, რომ 1953 წლის შეთანხმებას დარღვევებით მოეწერა ხელი სსრკ-ის ზეწოლით, და ის ეხებოდა მხოლოდ გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკას და პოლონეთის სახალხო რესპუბლიკას, რომელიც, ადგილობრივი ანალიტიკოსების აზრით, იმ მომენტისთვის არ იყო სუვერენული სახელმწიფო.
ყველა ახალი ამბავი
0