https://sputnik-georgia.com/20230109/the-new-york-times-awaruli-xawapuri-273773120.html
აჭარული ხაჭაპური The New York Times-ის რჩეულ კერძებს შორის მოხვდა
აჭარული ხაჭაპური The New York Times-ის რჩეულ კერძებს შორის მოხვდა
Sputnik საქართველო
ამერიკულმა გამოცემამ აჭარული ხაჭაპურის რეცეპტი და მომზადების წესი გამოაქვეყნა და მას მასალაც მიუძღვნა. 09.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-09T19:53+0400
2023-01-09T19:53+0400
2023-01-09T22:18+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
აშშ
ტურიზმი საქართველოში
ტურიზმი
აჭარა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24536/68/245366811_0:161:3069:1887_1920x0_80_0_0_f30d9083574a9b5f15840ff5c1202e42.jpg
თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. აჭარული ხაჭაპური The New York Times-ის განსაკუთრებულ და რჩეულ კერძებს შორის მოხვდა.ამერიკულმა გამოცემამ აჭარული ხაჭაპურის რეცეპტი და მომზადების წესი გამოაქვეყნა და მას მასალაც მიუძღვნა.The New York Times-ის მასალაში აღნიშნულია, რომ აჭარული ხაჭაპური ნავის ფორმის მქონე გახსნილი პურია, რომელსაც კვერცხის გულთან და კარაქის ნაჭერთან ერთად უნდა ამოურიონ და ისე მიირთვან.სტატიის ავტორის თქმით, ტრადიციულად, აჭარული ხაჭაპურის მომზადებისას იმერულ ყველსა და სულგუნს იყენებენ, მაგრამ აშშ-ში მათი პოვნა საკმაოდ რთულია, ამიტომ გამოყენებულია რეცეპტი კარლა კაპალბოს წიგნიდან „ხაჭაპური და გამოტენილი პურის ნაირსახეობები“. აღნიშნულ რეცეპტში გამოყენებულია მოცარელას, ფეტას და თხის ყველის ნარევი.
საქართველო
აშშ
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24536/68/245366811_168:0:2899:2048_1920x0_80_0_0_a659650afc698769434045e9131b1bdc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში, აშშ , ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, აჭარა
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში, აშშ , ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, აჭარა
აჭარული ხაჭაპური The New York Times-ის რჩეულ კერძებს შორის მოხვდა
19:53 09.01.2023 (განახლებულია: 22:18 09.01.2023) ამერიკულმა გამოცემამ აჭარული ხაჭაპურის რეცეპტი და მომზადების წესი გამოაქვეყნა და მას მასალაც მიუძღვნა.
თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. აჭარული ხაჭაპური The New York Times-ის განსაკუთრებულ და რჩეულ კერძებს შორის მოხვდა.
ამერიკულმა გამოცემამ აჭარული ხაჭაპურის რეცეპტი და მომზადების წესი გამოაქვეყნა და მას მასალაც მიუძღვნა.
„ხაჭაპური, ანუ ყველით გამოტენილი პური, რომელიც ქართული სამზარეულოს გამორჩეული კერძია, ბევრი სახეობისა არსებობს, მაგრამ მათი უმეტესობა ცომის გუნდაში ყველის მოთავსებას და ყველის გალღობამდე მის გამოცხობას გულისხმობს. ხაჭაპურის ყველაზე ცნობილი ნაირსახეობა აჭარიდან, შავიზღვისპირეთიდან მოდის“, – ნათქვამია სტატიაში.
The New York Times-ის მასალაში აღნიშნულია, რომ აჭარული ხაჭაპური ნავის ფორმის მქონე გახსნილი პურია, რომელსაც კვერცხის გულთან და კარაქის ნაჭერთან ერთად უნდა ამოურიონ და ისე მიირთვან.
სტატიის ავტორის თქმით, ტრადიციულად, აჭარული ხაჭაპურის მომზადებისას იმერულ ყველსა და სულგუნს იყენებენ, მაგრამ აშშ-ში მათი პოვნა საკმაოდ რთულია, ამიტომ გამოყენებულია რეცეპტი კარლა კაპალბოს წიგნიდან „ხაჭაპური და გამოტენილი პურის ნაირსახეობები“. აღნიშნულ რეცეპტში გამოყენებულია მოცარელას, ფეტას და თხის ყველის ნარევი.