https://sputnik-georgia.com/20230109/svedeti-turqetis-yvela-pirobas-ver-daakmayofilebs-273752999.html
თურქეთის ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლებელია - შვედეთის პრემიერი
თურქეთის ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლებელია - შვედეთის პრემიერი
Sputnik საქართველო
თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. შვედეთი მზად არ არის შეასრულოს ყველა პირობა, რომლებიც თურქეთმა წამოაყენა სტოკჰოლმის ნატოში გაწევრიანებაზე განაცხადის... 09.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-09T10:18+0400
2023-01-09T10:18+0400
2023-07-20T15:49+0400
მსოფლიო დღეს
ნატო
თურქეთი
შვედეთი
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/12/260643530_0:159:3075:1889_1920x0_80_0_0_fdb158436290c77231f4363890edf35f.jpg
თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. შვედეთი მზად არ არის შეასრულოს ყველა პირობა, რომლებიც თურქეთმა წამოაყენა სტოკჰოლმის ნატოში გაწევრიანებაზე განაცხადის დასამტკიცებლად, განაცხადა შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა.თუმცა პრემიერი დარწმუნებულია, რომ თურქეთი საბოლოოდ მაინც დათანხმდება შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შესვლას.ამასთან მას არ დაუკონკრეტებია, კერძოდ კიდევ რა მოთხოვნები აქვს ანკარას.თურქეთს შვედეთის პრემიერის სიტყვებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.შვედეთმა და ფინეთმა, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში ინარჩუნებდნენ ნეიტრალიტეტს, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დაწყებიდან მოკლე ხანში, 2022 წლის მაისში ნატოში გაწევრიანებაზე ოფიციალური განაცხადი შეიტანეს. ალიანსში გაწევრიანებისთვის ბლოკის 30-ვე წევრი ქვეყნის თანხმობაა საჭირო. ამ დროისათვის პროტოკოლი უკვე რატიფიცირებული აქვს 28 სახელმწიფოს. უნგრეთი, სავარაუდოდ, მალე მოახდენს რატიფიცირებას, ხოლო თურქეთი კიდევ მოითხოვს შვედეთისა და ფინეთისგან რიგი პირობების დაკმაყოფილებას.ამ პირობებს შორისაა რამდენიმე ქურთული ორგანიზაციის ტერორისტულად გამოცხადება, ანკარისთვის იარაღის მიწოდების აკრძალვის გაუქმება, თურქეთის მიერ ტერორიზმში ბრალდებული ქურთებისა და ოპოზიციონერი მოღვაწეების ანკარისთვის გადაცემა, რომლებმაც შვედეთსა და ფინეთში მიიღეს თავშესაფარი. ივნისის ბოლოს მადრიდში გამართულ ნატოს სამიტზე სამმა ქვეყანამ ხელი მოაწერა ერთობლივ მემორანდუმს, რომლითაც შვედეთმა და ფინეთმა მთელი რიგი ვალდებულებები აიღეს, თურქეთმა კი პირობა დადო, რომ ხელს არ შეუშლის მათ ნატოში გაწევრიანებას.გასული წლის ბოლოს შვედეთის უზენაესმა სასამართლომ უარი თქვა თურქი ჟურნალისტის ექსტრადიციაზე, რომელსაც ანკარა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობაში სდებს ბრალს. თურქეთი ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დარჩა.
თურქეთი
შვედეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/12/260643530_173:0:2902:2047_1920x0_80_0_0_1aeb48070ce42e2ad7406b95e3e3734a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ნატო , თურქეთი , შვედეთი, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
ნატო , თურქეთი , შვედეთი, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. შვედეთი მზად არ არის შეასრულოს ყველა პირობა, რომლებიც თურქეთმა წამოაყენა სტოკჰოლმის ნატოში გაწევრიანებაზე განაცხადის დასამტკიცებლად, განაცხადა შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა.
თუმცა პრემიერი დარწმუნებულია, რომ თურქეთი საბოლოოდ მაინც დათანხმდება შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შესვლას.
„თურქეთი ადასტურებს, რომ ჩვენ უკვე შევასრულეთ პირობები, რომლებზეც შევთანხმდით, მაგრამ ამავე დროს ამბობს, რომ მას სხვა სურვილებიც აქვს, რომელთა შესრულებაც ჩვენ ან არ შეგვიძლია, ან არ გვინდა“, — აღნიშნა კრისტერსონმა.
ამასთან მას არ დაუკონკრეტებია, კერძოდ კიდევ რა მოთხოვნები აქვს ანკარას.
თურქეთს შვედეთის პრემიერის სიტყვებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
შვედეთმა და ფინეთმა, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში ინარჩუნებდნენ ნეიტრალიტეტს, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დაწყებიდან მოკლე ხანში, 2022 წლის მაისში ნატოში გაწევრიანებაზე ოფიციალური განაცხადი შეიტანეს. ალიანსში გაწევრიანებისთვის ბლოკის 30-ვე წევრი ქვეყნის თანხმობაა საჭირო. ამ დროისათვის პროტოკოლი უკვე რატიფიცირებული აქვს 28 სახელმწიფოს. უნგრეთი, სავარაუდოდ, მალე მოახდენს რატიფიცირებას, ხოლო თურქეთი კიდევ მოითხოვს შვედეთისა და ფინეთისგან რიგი პირობების დაკმაყოფილებას.
ამ პირობებს შორისაა რამდენიმე ქურთული ორგანიზაციის ტერორისტულად გამოცხადება, ანკარისთვის იარაღის მიწოდების აკრძალვის გაუქმება, თურქეთის მიერ ტერორიზმში ბრალდებული ქურთებისა და ოპოზიციონერი მოღვაწეების ანკარისთვის გადაცემა, რომლებმაც შვედეთსა და ფინეთში მიიღეს თავშესაფარი. ივნისის ბოლოს მადრიდში გამართულ ნატოს სამიტზე სამმა ქვეყანამ ხელი მოაწერა ერთობლივ მემორანდუმს, რომლითაც შვედეთმა და ფინეთმა მთელი რიგი ვალდებულებები აიღეს, თურქეთმა კი პირობა დადო, რომ ხელს არ შეუშლის მათ ნატოში გაწევრიანებას.
გასული წლის ბოლოს შვედეთის უზენაესმა სასამართლომ უარი თქვა თურქი ჟურნალისტის ექსტრადიციაზე, რომელსაც ანკარა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობაში სდებს ბრალს. თურქეთი ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დარჩა.