საქართველოში მშენებლობის ღირებულება ნოემბერში გაიზარდა - ახალი სტატისტიკა

© photo: Sputnik / Stringerმუშა მშენებარე ობიექტზე
მუშა მშენებარე ობიექტზე - Sputnik საქართველო, 1920, 09.01.2023
გამოწერა
მშენებლობის ინდექსის გაზრდა მუშების ხელფასების 3,4%-ით გაზრდის ხარჯზე მოხდა.
თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი 2022 წლის ნოემბერში, 2022 წლის ოქტომბერთან შედარებით, 0,8%-ით გაიზარდა, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი".
უწყებამ მშენებლობის ღირებულების ყოველთვიური ინდექსის (CCI) გაანგარიშება დაიწყო, რომელიც წარმოადგენს ფასების საშუალო დონეს იმ სამშენებლო მასალებსა და მომსახურებაზე, რაც აუცილებელია სხვადასხვა ტიპის შენობების მშენებლობისთვის საანგარიშო პერიოდში საბაზო პერიოდთან შედარებით.
უწყების ინფორმაციით, წლიური ინდექსის გაზრდა ერთ თვეში ძირითადად მოხდა მუშების ხელფასების 3,4%-ით მომატების ხარჯზე, ამას გარდა სამშენებლო მასალებზე გაიზარდა ფასები 0,8%-ით.
რამდენი ობიექტი აშენდა საქართველოში წლის დასაწყისიდან - ახალი სტატისტიკა>>>
მიმდინარე წლის ნოემბერში, 2022 წლის თებერვალთან შედარებით, მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 9%-ით, რაც გამოწვეული იყო მუშების ხელფასების 16,5%-ით გაზრდით.
მშენებლობის ღირებულების ინდექსი მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური მაჩვენებელია, რომელიც აუცილებელია ქვეყნის საინვესტიციო გარემოს შეფასებისთვის, ასევე სამშენებლო სფეროში დაგეგმვისა და გადაწყვეტილებების მისაღებად.
ყველა ახალი ამბავი
0