რამდენი ობიექტი აშენდა საქართველოში წლის დასაწყისიდან - ახალი სტატისტიკა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliმშენებარე ობიექტი
მშენებარე ობიექტი - Sputnik საქართველო, 1920, 07.11.2022
გამოწერა
მიმდინარე წელს აშენებული ობიექტების უმეტესობა მოდის თბილისზე, კახეთსა და მცხეთა-მთიანეთზე.
თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში 2022 წლის იანვარი–სექტემბერში ექსპლუატაციაში შევიდა 1,84 მლნ კვადრატული მეტრი საერთო ფართობის 1.935 ობიექტი, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.
2021 წლის იანვარი–სექტემბერთან შედარებით, ექსპლუატაციაში შესული ობიექტების რაოდენობა 67,5%-ით გაიზარდა, ხოლო საერთო ფართობი – 7,9%-ით.
2022 წელს აშენებეული ობიექტების ნახევარზე მეტი მოდის თბილისზე, კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებზე.
ხელისუფლების მუნიციპალურმა ორგანოებმა საანგარიშო პერიოდში 5,4 მლნ კვადრატული მეტრი ფართობის ობიექტების აშენების 8,1 ათასი ნებართვა გასცეს.
საქართველოში ინფლაციის დონე მცირდება - ახალი სტატისტიკა>>>
გაცემული ნებართვების რაოდენობა, 2021 წლის იანვარი–სექტემბერთან შედარებით, 8,8%-ით გაიზარდა, ხოლო სავარაუდო მშენებლობების ფართობი – 0,4%-ით.
გაცემული ნებართვების საერთო რაოდენობიდან 73,4% მოდის ოთხ რეგიონზე: თბილისი, ქვემო ქართლი, იმერეთი და მცხეთა-მთიანეთი.
კომპეტენტურმა ორგანოებმა წლის დასაწყისიდან ნებართვები გასცეს სხვადასხვა სახის შენობების მშენებლობაზე: მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები, სასტუმროები, სავაჭრო ობიექტები, ქარხნები, სასოფლო-სამეურნეო ობიექტები და სხვ. ძირითადი ნაწილი საცხოვრებელ კომპლექსებზე მოდის.
ყველა ახალი ამბავი
0