2018 წლიდან პირველად: საქართველოს საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიში პროფიციტულია

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 09.01.2023
გამოწერა
ეროვნული ბანკის მონაცემების თანახმად, 2022 წლის მესამე კვარტალში პროფიციტის მიმდინარე ანგარიშმა მშპ-ის 5,9% შეადგინა.
თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. 2022 წლის მესამე კვარტალში საქართველოს საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის პროფიციტმა 400,2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია ეროვნული ბანკის მასალებში.
საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის პროფიციტი პირველად დაფიქსირდა 2018 წლის მესამე კვარტალში.
მიმდინარე ანგარიშის ფორმირებაში უარყოფითი წვლილი აქვს საქონლით ვაჭრობისა და შემოსავლების ანგარიშებს, ხოლო მომსახურებით ვაჭრობასა და მიმდინარე ტრანსფერებს – დადებითი.
ეროვნული ბანკის მონაცემების თანახმად, 2022 წლის მესამე კვარტალში პროფიციტის მიმდინარე ანგარიშმა მშპ-ის 5,9% შეადგინა.
საქონლით ვაჭრობა მიმდინარე ანგარიშის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომლის უარყოფითი სალდო წლიურად 15,7%-ით გაიზარდა და 1,2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ამავდროულად, საქონლის ექსპორტი წლიურად 50,8%-ით, ხოლო იმპორტი 36,3%-ით გაიზარდა.
საგარეო სავაჭრო ბრუნვა კვლავ იზრდება - ვისთან ვაჭრობს საქართველო>>>
2021 წლის მეორე კვარტალში ნაწილობრივ აღდგა ტურისტული მომსახურების ექსპორტი. დადებითი ტენდენცია შემდგომ კვარტლებშიც გაგრძელდა და 2022 წლის მესამე კვარტალში 1,4 მლრდ დოლარს მიაღწია, რაც 2019 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 22,3%-ით აღემატება.
2022 წლის მესამე კვარტალში წმინდა შემოსავლის ანგარიში უარყოფითი იყო და 508,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. შრომის დადებითი წმინდა ანაზღაურება 46,7%-ით, ხოლო უარყოფითი წმინდა საინვესტიციო შემოსავალი 40%-ით გაიზარდა. მიმდინარე ანგარიშის ტრადიციულად დადებითი კომპონენტია მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 55,6%-ით გაიზარდა და 2022 წლის მესამე კვარტალში 947 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა. ამ პერიოდში კერძო სექტორის წმინდა ტრანსფერები 60,2%-ით გაიზარდა.
მესამე კვარტალში წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა 687,2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც კვარტალური მშპ-ის 10,1%-ია.
ყველა ახალი ამბავი
0