მანდარინი გახდომაში დაგეხმარებათ: ესპანური კვლევა

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 08.01.2023
გამოწერა
თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. მანდარინში შემავალი განსაკუთრებული ნივთიერებები ჭარბ წონასთან გამკლავებას ეხმარება, დაასკვნეს ესპანელმა მეცნიერებმა კვლევების საფუძველზე. ამის შესახებ წერს გამოცემა La Vanguardia.
როგორც წესი, ექიმები არ ურჩევენ მკაცრ დიეტაზე მყოფ ადამიანებს ტკბილი ხილის მიღებას, მაგრამ, ვალენსიის უნივერსიტეტის სწავლულების დასკვნით, ეს წესი ციტრუსებზე, უპირველესად კი მანდარინზე, არ ვრცელდება. სპეციალისტები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ სწორად ჭამის შემთხვევაში მანდარინი შეუცვლელი საშუალება შეიძლება გახდეს წონაში დასაკლებად.
არ გამოტოვოთ: მანდარინის სარგებელი, ზიანი და დასაშვები დღიური რაოდენობა - ექიმების რჩევა
მეცნიერების თქმით, მანდარინი შეიცავს ორგანულ პიგმენტებსა და რეტინოიდებს, რომლებიც ხელს უწყობს სასარგებლო უჯრედული პროცესების მთელი კომპლექსის აქტივაციას. კეძოდ, მანდარინი ამუშავებს გაცხიმოვნებასთან ბრძოლის უჯრედულ მექანიზმს. ამ დროს ორგანიზმი იწყებს მეტი ენერგიის ხარჯვას, თუმცა მადა ჩვეულ დონეზე რჩება.
ამასთან, მკვლევარების თქმით, გახდომის მსურველებმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიირთვან ეს ციტრუსი ზედმეტად დიდი რაოდენობით. ესპანელი მედიკოსები ირწმუნებიან, რომ სწორი და გარანტირებულად შედეგიანია მანდარინის ხშირად და მცირე რაოდენობით მიღება სხვა ისეთ პროდუქტებთან ერთად, რომლებიც გახდომას უწყობს ხელს.
აღსანიშნავია, რომ მეცნიერები ახლო მომავალში აპირებენ მანდარინის ექსტრატზე შექმნან მაღალეფექტური დიეტური დანამატები.
ყველა ახალი ამბავი
0