https://sputnik-georgia.com/20230108/germanuli-daxmareba-ukrainas-leopard-273731481.html
გერმანიაში პოლიტიკოსები კიევისთვის Leopard-ების მიცემასაც ითხოვენ: რას ფიქრობს მოსახლეობა
გერმანიაში პოლიტიკოსები კიევისთვის Leopard-ების მიცემასაც ითხოვენ: რას ფიქრობს მოსახლეობა
Sputnik საქართველო
თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. მას შემდეგ, რაც ბერლინმა კიევისთვის ქვეითთა საბრძოლო მანქანა Marder-ების მიწოდება დააანონსა, რამდენიმე გერმანელმა პოლიტიკოსმა... 08.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-08T10:36+0400
2023-01-08T10:36+0400
2023-07-20T15:48+0400
მსოფლიო დღეს
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
პოლიტიკა
გერმანია
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1b/259916424_471:199:3004:1624_1920x0_80_0_0_34c7a19add075ae9944b887d9bb84dc6.jpg
თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. მას შემდეგ, რაც ბერლინმა კიევისთვის ქვეითთა საბრძოლო მანქანა Marder-ების მიწოდება დააანონსა, რამდენიმე გერმანელმა პოლიტიკოსმა ასევე მოითხოვა უკრაინაში ტანკ Leopard-ების გაგზავნაც, იუწყება „დოიჩე ველე“.როგორც ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტმა კატრინ გერინგ-ეკარდტმა განაცხადა Funke Mediengruppe-თან ინტერვიუში, Marder-თან დაკავშირებით მიღწეულზე შეჩერება „არასწორი იქნებოდა“.ამ პოზიციას იზიარებს თავისუფალი დემოკრატიული პარტიის (FDP) თავმჯდომარის მოადგილე ვოლფგანგ კუბიცკიც, რომელიც ასევე არის ბუნდესტაგის ვიცე-თავმჯდომარე. მისი თქმით, „გონივრული იქნება არა მარტო „მარდერების“, არამედ ტანკ „ლეოპარდების“ მიწოდებაც“.ამასთან კუბიცკის მიაჩნია, რომ კიევის დასახმარებლად გადადგმული ყოველი მომდევნო ნაბიჯი მჭიდროდ უნდა იყოს კოორდინირებული ნატოელ პარტნიორებთან და ამ საკითხებში გერმანიამ მარტომ არ უნდა იმოქმედოს.აღსანიშნავია, რომ გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებამ უკრაინისთვის Marder-ების მიწოდების შესახებ, არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია გერმანიის მოახლეობაში.გამოკითხვის თანახმად, რომელიც სოციოლოგიურმა ინსტიტუტმა Insa-მ ჩაატარა გაზეთ Bild am Sonntag-ისთვის, გერმანელთა 49% ამ გადაწყვეტილებას არასწორად მიიჩნევს, ხოლო 40% — სწორად. დანარჩენმა 11%-მა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე ვერ ჩამოყალიბდა და პასუხისგან თავი შეიკავა.რაც შეეხება შეკითხვას, უნდა მიაწოდოს თუ არა გერმანიამ უკრაინას Leopard-ები, რესპოდენტთა 50 პროცენტმა უარყოფითად უპასუხა, 38 პროცენტმა კი მხარი დაუჭირა.გამოკითხვაში, რომელიც 6 იანვარს ჩატარდა, მონაწილეობა გერმანიის 1001-მა მცხოვრებმა მიიღო.
გერმანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1b/259916424_812:107:2902:1675_1920x0_80_0_0_8ff94e5f821a84cee2fef3fd53d1ba7b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, პოლიტიკა, გერმანია , მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, პოლიტიკა, გერმანია , მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. მას შემდეგ, რაც ბერლინმა კიევისთვის ქვეითთა საბრძოლო მანქანა Marder-ების მიწოდება დააანონსა, რამდენიმე გერმანელმა პოლიტიკოსმა ასევე მოითხოვა უკრაინაში ტანკ Leopard-ების გაგზავნაც,
იუწყება „დოიჩე ველე“.
როგორც ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტმა კატრინ გერინგ-ეკარდტმა განაცხადა Funke Mediengruppe-თან ინტერვიუში, Marder-თან დაკავშირებით მიღწეულზე შეჩერება „არასწორი იქნებოდა“.
„ჩვენ უნდა გავაკეთოთ და მივაწოდოთ [უკრაინას] ყველაფერი შესაძლებელი. ეს ტანკ Leopard-ებსაც ეხება“, — ხაზგასმით აღნიშნა „მწვანეთა“ ფრაქციის წარმომადგენელმა პოლიტიკოსმა.
ამ პოზიციას იზიარებს თავისუფალი დემოკრატიული პარტიის (FDP) თავმჯდომარის მოადგილე ვოლფგანგ კუბიცკიც, რომელიც ასევე არის ბუნდესტაგის ვიცე-თავმჯდომარე. მისი თქმით, „გონივრული იქნება არა მარტო „მარდერების“, არამედ ტანკ „ლეოპარდების“ მიწოდებაც“.
ამასთან კუბიცკის მიაჩნია, რომ კიევის დასახმარებლად გადადგმული ყოველი მომდევნო ნაბიჯი მჭიდროდ უნდა იყოს კოორდინირებული ნატოელ პარტნიორებთან და ამ საკითხებში გერმანიამ მარტომ არ უნდა იმოქმედოს.
აღსანიშნავია, რომ გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებამ უკრაინისთვის Marder-ების მიწოდების შესახებ, არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია გერმანიის მოახლეობაში.
გამოკითხვის თანახმად, რომელიც სოციოლოგიურმა ინსტიტუტმა Insa-მ ჩაატარა გაზეთ Bild am Sonntag-ისთვის, გერმანელთა 49% ამ გადაწყვეტილებას არასწორად მიიჩნევს, ხოლო 40% — სწორად. დანარჩენმა 11%-მა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე ვერ ჩამოყალიბდა და პასუხისგან თავი შეიკავა.
რაც შეეხება შეკითხვას, უნდა მიაწოდოს თუ არა გერმანიამ უკრაინას Leopard-ები, რესპოდენტთა 50 პროცენტმა უარყოფითად უპასუხა, 38 პროცენტმა კი მხარი დაუჭირა.
გამოკითხვაში, რომელიც 6 იანვარს ჩატარდა, მონაწილეობა გერმანიის 1001-მა მცხოვრებმა მიიღო.