https://sputnik-georgia.com/20230107/qveynis-pirvelma-pirebma-mosaxleobas-soba-miuloces-273716719.html
მოსახლეობას შობა ქვეყნის პირველმა პირებმა მიულოცეს
მოსახლეობას შობა ქვეყნის პირველმა პირებმა მიულოცეს
Sputnik საქართველო
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტეს შობის დღესასწაულს 7 იანვარს აღნიშნავს. 07.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-07T13:54+0400
2023-01-07T13:54+0400
2023-01-07T14:05+0400
საქართველოს მთავრობა
კახა კალაძე
თბილისი დღეს
მიხეილ ჩხენკელი
შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
ახალი წელი 2023
საზოგადოება
საქართველო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/09/272846191_0:18:3575:2030_1920x0_80_0_0_deb7b0ef982dae7535ebbba8879a32e2.jpg
თბილისი, 7 იანვარი — Sputnik. საქართველოს მოსახლეობას ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაული პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მიულოცეს.დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მოსახლეობას მშვიდობა, კეთილდღეობა და დღეგრძელობა უსურვა.„გილოცავთ მაცხოვრის შობის უდიდეს დღესასწაულს - სიკეთის, სიყვარულის, უკეთესი მომავლის რწმენის დღეს. უფალი იშვა კაცობრიობის მხსნელად და იმედად. ეს დღე გვაძლევს ძალას, მეტი სიყვარულით, მეტი თანადგომით, ერთმანეთის მხარდაჭერით გადავლახოთ ყველა სირთულე და გამოწვევა. მინდა, მშვიდობა ვუსურვო ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს და მთელ მსოფლიოს. კეთილდღეობა, დღეგრძელობა არ მოკლებოდეს ამ ქვეყანაში მცხოვრებ არცერთ ადამიანს", - განაცხადა კახა კალაძემ.საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა შობის დღესასწაული მიულოცა ყველას, ვინც მას 7 იანვარს აღნიშნავს, განსაკუთრებით კი, მოსწავლეებს, პედაგოგებს, სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, მეცნიერებსა და განათლების სფეროს წარმომადგენლებს.„მაცხოვრის შობა ქრისტიანულ სამყაროში მართლაც გამორჩეული დღესასწაულია. ის გახლავთ მომავლის იმედის, სიკეთისა და ერთობის სიმბოლო. სწორედ ურთიერთთანადგომა და ერის ერთსულოვნება გვაძლევს საქართველოს უკეთესი მომავლის შენებისა და დასახული მიზნების მიღწევის შესაძლებლობას, რაც ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა მინისტრმა.მჯერა, შობის დღესასწაული და ახალი 2023 წელი სიხარულის, წინსვლისა და წარმატების მომტანი იქნება თითოეული თქვენგანისთვის და სრულიად საქართველოსთვის, განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტეს შობის დღესასწაულს 7 იანვარს აღნიშნავს. შობის ღამეს საქართველოს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღევლინა.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
https://sputnik-georgia.com/20230107/raribasvilma-mosaxleobas-soba-miuloca-273716210.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/09/272846191_422:0:3153:2048_1920x0_80_0_0_b3276d8b225ac5be2828271e3c6d921a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს მთავრობა , კახა კალაძე , თბილისი დღეს, მიხეილ ჩხენკელი, შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ახალი წელი 2023, საზოგადოება, საქართველო, ახალი ამბები
საქართველოს მთავრობა , კახა კალაძე , თბილისი დღეს, მიხეილ ჩხენკელი, შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ახალი წელი 2023, საზოგადოება, საქართველო, ახალი ამბები
მოსახლეობას შობა ქვეყნის პირველმა პირებმა მიულოცეს
13:54 07.01.2023 (განახლებულია: 14:05 07.01.2023) საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტეს შობის დღესასწაულს 7 იანვარს აღნიშნავს.
თბილისი, 7 იანვარი — Sputnik. საქართველოს მოსახლეობას ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაული პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მიულოცეს.
„ანგელოზთა გუნდი გალობს, ალილო, იესო დაბადებულა, ალილო! მაცხოვრის შობას გილოცავთ“, - დაწერა პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში.
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მოსახლეობას მშვიდობა, კეთილდღეობა და დღეგრძელობა უსურვა.
„გილოცავთ მაცხოვრის შობის უდიდეს დღესასწაულს - სიკეთის, სიყვარულის, უკეთესი მომავლის რწმენის დღეს. უფალი იშვა კაცობრიობის მხსნელად და იმედად. ეს დღე გვაძლევს ძალას, მეტი სიყვარულით, მეტი თანადგომით, ერთმანეთის მხარდაჭერით გადავლახოთ ყველა სირთულე და გამოწვევა. მინდა, მშვიდობა ვუსურვო ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს და მთელ მსოფლიოს. კეთილდღეობა, დღეგრძელობა არ მოკლებოდეს ამ ქვეყანაში მცხოვრებ არცერთ ადამიანს", - განაცხადა კახა კალაძემ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა შობის დღესასწაული მიულოცა ყველას, ვინც მას 7 იანვარს აღნიშნავს, განსაკუთრებით კი, მოსწავლეებს, პედაგოგებს, სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, მეცნიერებსა და განათლების სფეროს წარმომადგენლებს.
„მაცხოვრის შობა ქრისტიანულ სამყაროში მართლაც გამორჩეული დღესასწაულია. ის გახლავთ მომავლის იმედის, სიკეთისა და ერთობის სიმბოლო. სწორედ ურთიერთთანადგომა და ერის ერთსულოვნება გვაძლევს საქართველოს უკეთესი მომავლის შენებისა და დასახული მიზნების მიღწევის შესაძლებლობას, რაც ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა მინისტრმა.
მჯერა, შობის დღესასწაული და ახალი 2023 წელი სიხარულის, წინსვლისა და წარმატების მომტანი იქნება თითოეული თქვენგანისთვის და სრულიად საქართველოსთვის, განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტეს შობის დღესასწაულს 7 იანვარს აღნიშნავს. შობის ღამეს საქართველოს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღევლინა.