https://sputnik-georgia.com/20230107/---------273724897.html
პაპუაშვილმა „ალილოს“ მონაწილეებსა და ქვეყნის მოსახლეობას შობა მიულოცა
პაპუაშვილმა „ალილოს“ მონაწილეებსა და ქვეყნის მოსახლეობას შობა მიულოცა
Sputnik საქართველო
საქართველოს მართლმადიდებელი მოსახლეობა 7 იანვარს ზეიმობს ქრისტეშობას – ერთ-ერთ უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს. 07.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-07T18:23+0400
2023-01-07T18:23+0400
2023-01-07T18:23+0400
საქართველო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24379/08/243790887_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_87fc8871a23a2d43e1d80f7d7b9ad27f.jpg
თბილისი, 7 იანვარი - Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ალილოს“ ტრადიციული მსვლელობის მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცა და შობა-ახალი წელი მიულოცა.„სრულიად საქართველოს ვულოცავ შობას, ვუსურვებ დღეგრძელობას, სიკეთეს და სიმშვიდეს. ვისურვებდი, ამ განსაკუთრებულ დღეს ყველა დაფიქრდეს იმაზე, რომ მთავარია ადამიანებმა სიკეთე დავთესოთ, სიკეთით აღვივსოთ. ამ შემთხვევაში ჩვენშიც უფალი თავის სიტყვას გააღვიძებს და ეს იქნება საბოლოო ჯამში ჩვენს გულში უფლის დაბადება,“ - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.დღეს, 14:00 საათზე თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრამდე, ყოველწლიური მსვლელობა „ალილო“ გაიმართა. საქართველოს მართლმადიდებელი მოსახლეობა 7 იანვარს ზეიმობს ქრისტეშობას – ერთ-ერთ უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს.7 იანვრის ღამეს ღვთისმსახურება ყველა მართლმადიდებელ ტაძარში ჩატარდა. მთავარი წირვა სიონის საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აღავლინა.„ალილოს“ ტრადიცია 15 საუკუნეზე მეტს ითვლის. მისი მთავარი მიზანი ქველმოქმედებაა. თბილისელები მსვლელობის მონაწილეებს გადასცემენ საჩუქრებს, შემოწირულობას, რომელიც შემდეგ დღეებში გადანაწილდება უპოვარ ადამიანებზე, ობოლ ბავშვებზე, გაიგზავნება ასევე მოხუცთა სახლებში.თბილისის მერიაა „ალილოს“ ჩასატარებლად, საქართველოს საპატრიარქოსთვის ავტობუსები გამოყო.თბილისის ცენტრში რამდენიმე საათის განმავლობაში მოძრაობა შეზღუდული იყო.
https://sputnik-georgia.com/20230107/saqart6velo-sobas-zeimobs-273715458.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24379/08/243790887_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_164c176940d87218962ef81d63120b3b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
პაპუაშვილმა „ალილოს“ მონაწილეებსა და ქვეყნის მოსახლეობას შობა მიულოცა
საქართველოს მართლმადიდებელი მოსახლეობა 7 იანვარს ზეიმობს ქრისტეშობას – ერთ-ერთ უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს.
თბილისი, 7 იანვარი - Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ალილოს“ ტრადიციული მსვლელობის მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცა და შობა-ახალი წელი მიულოცა.
„სრულიად საქართველოს ვულოცავ შობას, ვუსურვებ დღეგრძელობას, სიკეთეს და სიმშვიდეს. ვისურვებდი, ამ განსაკუთრებულ დღეს ყველა დაფიქრდეს იმაზე, რომ მთავარია ადამიანებმა სიკეთე დავთესოთ, სიკეთით აღვივსოთ. ამ შემთხვევაში ჩვენშიც უფალი თავის სიტყვას გააღვიძებს და ეს იქნება საბოლოო ჯამში ჩვენს გულში უფლის დაბადება,“ - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
დღეს, 14:00 საათზე თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრამდე, ყოველწლიური მსვლელობა „ალილო“ გაიმართა.
საქართველოს მართლმადიდებელი მოსახლეობა 7 იანვარს ზეიმობს ქრისტეშობას – ერთ-ერთ უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს.
7 იანვრის ღამეს ღვთისმსახურება ყველა მართლმადიდებელ ტაძარში ჩატარდა. მთავარი წირვა სიონის საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აღავლინა.
„ალილოს“ ტრადიცია 15 საუკუნეზე მეტს ითვლის. მისი მთავარი მიზანი ქველმოქმედებაა. თბილისელები მსვლელობის მონაწილეებს გადასცემენ საჩუქრებს, შემოწირულობას, რომელიც შემდეგ დღეებში გადანაწილდება უპოვარ ადამიანებზე, ობოლ ბავშვებზე, გაიგზავნება ასევე მოხუცთა სახლებში.
თბილისის მერიაა „ალილოს“ ჩასატარებლად, საქართველოს საპატრიარქოსთვის ავტობუსები გამოყო.თბილისის ცენტრში რამდენიმე საათის განმავლობაში მოძრაობა შეზღუდული იყო.