https://sputnik-georgia.com/20230107/saqart6velo-sobas-zeimobs-273715458.html
საქართველო შობას ზეიმობს
საქართველო შობას ზეიმობს
Sputnik საქართველო
საშობაო მსვლელობა „ალილო“ პირველი რესპუბლიკის მოედნიდან სამების ტაძრამდე გაიმართება. 07.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-07T10:21+0400
2023-01-07T10:21+0400
2023-01-07T10:21+0400
საზოგადოება
რელიგია
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23446/63/234466303_0:154:1500:998_1920x0_80_0_0_487b3ab56f7085a8f94d0ac44167de61.jpg
თბილისი, 7 იანვარი – Sputnik. საქართველოში შაბათს მართლმადიდებლების ერთ–ერთ ყველაზე დიდ ქრისტიანულ დღესასწაულს – ქრისტეშობას ზეიმობენ.ქრისტეშობის, 6–7 იანვრის ღამეს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში საზეიმო ღვთისმსახურება გაიმართა.შობა ერთ–ერთი ყველაზე საყვარელი დღესასწაულია. ამ დღეს იმართება საზეიმო მსვლელობა „ალილო“.„ალილო“ 14:00 საათზე დაიწყება პირველი რესპუბლიკის მოედნიდან. მსვლელობა რუსთაველის გამზირის, თავისუფლების მოედნისა და ბარათაშვილის ხიდის გავლით სამების ტაძარში დასრულდება.საეკლესიო კალენდარი: 7 იანვარი - შობა და საშობაო ტრადიციები საქართველოში>>„ალილოს“ ტრადიცია 15 საუკუნეზე მეტს ითვლის. მისი მთავარი მიზანი ქველმოქმედებაა. თბილისელები მსვლელობის მონაწილეებს გადასცემენ საჩუქრებს, შემოწირულობას, რომელიც შემდეგ დღეებში გადანაწილდება უპოვარ ადამიანებზე, ობოლ ბავშვებზე, გაიგზავნება ასევე მოხუცთა სახლებში.თბილისის მერია, „ალილოს“ ჩასატარებლად, საქართველოს საპატრიარქოსთვის ავტობუსებს გამოყოფს. არსებითი ცვლილება ტრანსპორტის გადაადგილებაში „ალილოს“ მსვლელობის გამო არ იგეგმება, თუმცა თბილისის ცენტრში რამდენიმე საათის განმავლობაში მოძრაობა შეზღუდული იქნება.შობის დღესასწაულზე ტრანსპორტი თბილისის ცენტრში განსხვავებული სქემით იმოძრავებს>>გზები მსვლელობის დასრულებისთანავე გაიხსნება.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23446/63/234466303_98:0:1429:998_1920x0_80_0_0_403f8d9e45061b686d7f22bf4d172d86.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, რელიგია, ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს
საზოგადოება, რელიგია, ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს
საქართველო შობას ზეიმობს
საშობაო მსვლელობა „ალილო“ პირველი რესპუბლიკის მოედნიდან სამების ტაძრამდე გაიმართება.
თბილისი, 7 იანვარი – Sputnik. საქართველოში შაბათს მართლმადიდებლების ერთ–ერთ ყველაზე დიდ ქრისტიანულ დღესასწაულს – ქრისტეშობას ზეიმობენ.
ქრისტეშობის, 6–7 იანვრის ღამეს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში საზეიმო ღვთისმსახურება გაიმართა.
შობა ერთ–ერთი ყველაზე საყვარელი დღესასწაულია. ამ დღეს იმართება საზეიმო მსვლელობა „ალილო“.
„ალილო“ 14:00 საათზე დაიწყება პირველი რესპუბლიკის მოედნიდან. მსვლელობა რუსთაველის გამზირის, თავისუფლების მოედნისა და ბარათაშვილის ხიდის გავლით სამების ტაძარში დასრულდება.
„ალილოს“ ტრადიცია 15 საუკუნეზე მეტს ითვლის. მისი მთავარი მიზანი ქველმოქმედებაა. თბილისელები მსვლელობის მონაწილეებს გადასცემენ საჩუქრებს, შემოწირულობას, რომელიც შემდეგ დღეებში გადანაწილდება უპოვარ ადამიანებზე, ობოლ ბავშვებზე, გაიგზავნება ასევე მოხუცთა სახლებში.
თბილისის მერია, „ალილოს“ ჩასატარებლად, საქართველოს საპატრიარქოსთვის ავტობუსებს გამოყოფს. არსებითი ცვლილება ტრანსპორტის გადაადგილებაში „ალილოს“ მსვლელობის გამო არ იგეგმება, თუმცა თბილისის ცენტრში რამდენიმე საათის განმავლობაში მოძრაობა შეზღუდული იქნება.
გზები მსვლელობის დასრულებისთანავე გაიხსნება.