რა ხდება ლევილის მამულში? საფრანგეთში საქართველოს ელჩის პასუხი

© courtesy of Gotcha Javakhishviliლევილის მამული
ლევილის მამული - Sputnik საქართველო, 1920, 06.01.2023
გამოწერა
მამულში შენახულ დოკუმენტებთან მუშაობდა უამრავი ისტორიკოსი, მკვლევარი, დოქტორანტი, სტუდენტი, ბიბლიოთეკარი, აღნიშნა ელჩმა.
თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. ლევილის შატოს სხვენში არცერთი ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტი არ არის დარჩენილი, განაცხადა საფრანგეთში საქართველოს ელჩმა გოჩა ჯავახიშვილმა.
ფოტო და ვიდეომასალა ლევილიდან სოციალურ ქსელში ვახტანგ და თამარ ბარამიშვილებმა გაავრცელეს. ვიდეოზე, რომელიც, ბარამიშვილის თქმით, ლევილის მამულის ბიბლიოთეკაშია გადაღებული, ჩანს მტვრიანი და წყლისგან დაზიანებული დოკუმენტები, წიგნები, ჟურნალები და სხვა მასალები, რომელთა ნაწილი თაროებზე დევს, ნაწილი კი იატაკზეა. მან აღშფოთება გამოხატა იმის გამო, რომ მას შემდეგ, რაც მამული საქართველოს გადაეცა, ექვსი წელი გავიდა, მაგრამ იქ არაფერი გაკეთებულა.

„რაც კადრებში ჩანს, შემაძრწუნებლად მტვრიანი და მიუხედავი, გახლავთ შატოს შენობის სხვენი, სადაც, სრული პასუხისმგებლობით მოგახსენებთ, არ არის დარჩენილი არცერთი ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტის დედანი“, – დაწერა ჯავახიშვილმა სოციალურ ქსელში.

დიპლომატის თქმით, სხვენში მუშაობდნენ ისტორიკოსები, მკვლევარები, დოქტორანტები, სტუდენტები, ბიბლიოთეკარები. ყველა მნიშვნელოვანი და ღირებული წიგნი ჩაიტანეს ბიბლიოთეკაში, აგრეთვე ბევრი წიგნი გამოგზავნეს თბილისში.
ჯავახიშვილი ეთანხმება შეხედულებას, რომ ლევილის შატო (აშენებულია XVII-XVIII საუკუნეებში) ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, მაგრამ მან ასევე აღნიშნა ის სკრუპულოზური სამუშაო, რომელიც სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების დასაწყებად ჩატარდა.
რა ხდება ლევილის მამულში? მმართველი საბჭოს პასუხი >>
მისი თქმით, როცა 2016 წლის სექტემბრის ბოლოს, მოლაპარაკებების რთული და ხანგრძლივი პროცესის შემდეგ მამული და ეს უკვე ავარიული შენობა საქართველოს გადმოეცა, არავითარი ტექნიკური დოკუმენტაცია არ არსებობდა. ფრანგული ბიუროკრატიული ადმინისტრაციული პროცედურებისა და ვადების პირობებში საქართველოს საკუთარი ხარჯებით მოუწია ყველა დოკუმენტის მომზადება.
„მხოლოდ ლევილის გენგეგმაში ცვლილებების შეტანას თითქმის 2 წელი დასჭირდა, რადგან ლევილის მუნიციპალიტეტს მამულის მთელი ტერიტორია მთლიანად აკრძალულ ზონად ჰქონდა გამოცხადებული და ამ მნიშვნელოვანი დოკუმენტის გარეშე ვერანაირ რეაბილიტაციას ვერ დავიწყებდით“, – განმარტა ჯავახიშვილმა.
© Courtesy of Gotcha Javakhishviliლევილის მამულის ბიბლიოთეკა
Библиотека Поместья Левиль - Sputnik საქართველო, 1920, 06.01.2023
ლევილის მამულის ბიბლიოთეკა
გარდა ამისა, დიპლომატის თქმით, სამუშაოებს ხელი შეუშალა კორონავირუსის პანდემიამ, რის გამოც სარემონტო სამუშაოები თითქმის წელიწად-ნახევრით შეჩერდა.
მისი თქმით, ახლა, როდესაც ლევილის აღდგენის პროცესში დინამიკა შეინიშნება, და რეალურად იწყება მამულის და შატოს რეაბილიტაცია, მხოლოდ მტვრიანი სხვენის და არა ბიბლიოთეკის „ჩვენება მთლიან ობიექტურ სურათს ამახინჯებს“.
© Courtesy of Gotcha Javakhishviliლევილის მამულის პარკი
Парк Поместья Левиль - Sputnik საქართველო, 1920, 06.01.2023
ლევილის მამულის პარკი
ჯავახიშვილის განმარტებით, ბიბლიოთეკა შატოს უკანა მხარეს მოეწყო და ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელთა ხანგრძლივი შრომის შედეგად ყველა წიგნი ნორმალურ პირობებში, კატალოგიზაციით, თემატურად, ენებისა და ავტორების მიხედვითაა დახარისხებული და სპეციალურად შეძენილ თაროებზეა დალაგებული.
ეროვნული ბიბლიოთეკის გუნდმა ყველა მნიშვნელოვანი დოკუმენტი ლევილისა და პოლიტიკური ემიგრაციის ისტორიიდან გააციფრულა და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომია.
ჯავახიშვილმა ასევე უპასუხა ვიდეოს ავტორის პრეტენზიებს მამულის რესტავრაციის პრიორიტეტებთან დაკავშირებით. ბარამაშვილი ამტკიცებს, რომ ინგრევა მთავარი შენობა და ამ დროს სამუშაოები გაზონის მოვლით არ უნდა იწყებოდეს.
ჯავახიშვილმა რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა, რომლებიც, მისი თქმით, ადასტურებს, რომ ლევილის შატოში „ყველგან სხვენის მდგომარეობა არ არის“.
„მხოლოდ ის რად ღირს, რომ ჯუნგლებად ქცეული, სრულიად გაუვალი პარკი გაისხლა, გამოიხშირა ექსპერტების მიერ დასახული გეგმის მიხედვით და ალეებად მოწესრიგდა, ლამაზად, გასეირნება გესიამოვნებათ“, – დაწერა დიპლომატმა.
© Courtesy of Gotcha Javakhishviliლევილის მამულის პარკი
Парк Поместья Левиль - Sputnik საქართველო, 1920, 06.01.2023
ლევილის მამულის პარკი
ლევილის მამული საქართველოს საკუთრებად ოფიციალურად 2016 წლის სექტემბერში იქნა აღიარებული. ქონების გადმოცემაზე მოლაპარაკებები საფრანგეთის მთავრობასთან 1991 წლიდან მიმდინარეობდა. მამულის პროექტირება და განახლება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობით 2017 წლიდან მიმდინარეობს.
© Courtesy of Gotcha Javakhishviliლევილის მამული
Поместье Левиль - Sputnik საქართველო, 1920, 06.01.2023
ლევილის მამული
ლევილის მამულის ისტორია
პარიზიდან 37 კილომეტრში მდებარე 45 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის ისტორიული ლევილის მამული საქართველოს დევნილი მთავრობის წევრებმა — ნოე ჟორდანიამ, ნოე რამიშვილმა, ევგენი გეგეჭკორმა, ნოე ხომერიკმა, აკაკი ჩხენკელმა, კონსტანტინე კანდელაკმა, ექვთიმე თაყაიშვილმა და სამსონ ფირცხალავამ 1922 წელს შეიძინეს სახელმწიფო სახსრებით. მიზანი — მამულის ლტოლვილ ქართველთა თავშესაფრად ქცევა იყო. გათვალისწინებული იყო ამ ქონების საქართველოსთვის გადაცემის პირობებიც. მათ „მორალურ ანდერძში“ დაზუსტებული იყო, რომ შატო ლევილი უნდა დაბრუნებოდა საქართველოს, როცა ის დამოუკიდებელი გახდებოდა.
ძველებური გალავნით შემოღობილ ლევილის მამულში დგას ლუდოვიკო XIII-ის სტილში აშენებული ორსართულიანი სახლი, გაშენებულია საუკუნოვანი ცაცხვების ხეივანი, ბაღი და ბოსტანი. სახლის პირველ სართულზე მდებარეობს დიდი სალონი, რომლის კედლებს ამშვენებს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ცნობილი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწეების პორტრეტები. აქვე ინახება საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის დედანი, რომელიც 1918 წლის 26 მაისით არის დათარიღებული.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0