https://sputnik-georgia.com/20230105/ra-xdeba-levilis-mamulsi-273691990.html
რა ხდება ლევილის მამულში? მმართველი საბჭოს პასუხი
რა ხდება ლევილის მამულში? მმართველი საბჭოს პასუხი
Sputnik საქართველო
საფრანგეთში, პარიზთან ახლოს ქართული მამული ლევილის მმართველი საბჭოს წევრმა ტიერი ბერიშვილმა კომენტარი გააკეთა გახმაურებულ ვიდეოსთან დაკავშირებით, რომელიც... 05.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-05T22:12+0400
2023-01-05T22:12+0400
2023-01-10T17:39+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
საფრანგეთი
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/06/273702761_0:65:2001:1190_1920x0_80_0_0_2a6e9a95c5015bffb5c655a495335d24.jpg
ვიდეოზე, რომელიც, ბარამიშვილის თქმით, ლევილის მამულის ბიბლიოთეკაშია გადაღებული, ჩანს მტვრიანი და წყლისგან დაზიანებული დოკუმენტები, წიგნები, ჟურნალები და სხვა მასალები, რომელთა ნაწილი თაროებზე დებს, ნაწილი კი იატაკზეა. თავის მხრივ, ტიერი ბერიშვილი ღია წერილში ამტკიცებს, რომ ეს ვიდეო გადაღებულია არა ბიბლიოთეკაში, არამედ სხვენში.ძველი ბიბლიოთეკა, სადაც ყველა მნიშვნელოვანი დოკუმენტი ინახება, ნამდვილად არის მამულში, აცხადებს ბერიშვილი და აღნიშნავს, რომ ის ერთ-ორ წელიწადში მოეწყობა.მმართველი საბჭოს წევრი ასევე ამბობს, რომ ვახტანგ და თამარ ბარამიშვილები უკანონოდ შევიდნენ მამულის ტერიტორიაზე, მათ არ ჰქონიათ ამის ნებართვა არც საქართველოს კულტურის სამინისტროსგან და არც ლევილის მართვის საბჭოსგან.გარდა ამისა, ბერიშვილმა ვიდეომასალის ავტორებს უსაყვედურა, რომ მათ გამიზნულად არ აჩვენეს მამულის ის ნაწილი, სადაც უკვე გაკეთებულია რემონტი. მან ასევე პასუხი გასცა საყვედურზე, რომ ექვსი წლის განმავლობაში მამულში არაფერი გაკეთებულა და მან ამ წლებში გაკეთებული სამუშაოები ჩამოთვალა.ბერიშვილის თქმით, ვიდეოს ავტორებმა ვერ დაინახეს ის, რაც გაკეთდა. როგორც მან აღნიშნა, მამულის ტერიტორიის თითქმის ოთხ ჰექტარზე შვიდი შენობა დგას. ამ შენობებიდან მინიმუმ სამი რამდენიმე საუკუნისაა, ხოლო დანარჩენი ნაწილი ბევრად გვიან აშენდა, მაგრამ ათწლეულების განმავლობაში მოუვლელი იყო მცხოვრებლებისა და სახსრების არარსებობის გამო.შეთანხმება, რომელსაც ხელი მოაწერეს პირველი რესპუბლიკის მთავრობის წევრთა შთამომავლებმა და საქართველოს მთავრობამ, ითვალისწინებს მამულის განვითარებას და მისთვის სხვადასხვა ფუნქციის მინიჭებას, რაზეც 5 მლნ ევროა გათვალისწინებული. შეთანხმების თანახმად, პროექტი 10 წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს. რადგანაც შეთანხმებას ხელი 2016 წელს მოეწერა, შეთანხმების პირობების შესრულებამდე ოთხ წლამდე ვადა დარჩა.ბერიშვილის თქმით, ექვს წელიწადში გარემონტდა და ხელახლა აშენდა საცხოვრებელი შენობები, რომლებიც ლევილის მუდმივი მცხოვრებლებისთვის არის გათვლილი.„სამშენებლო ნებართვების მოთხოვნები წარედგინათ კომპეტენტურ ორგანოებს. საფრანგეთში აღნიშნულ პროცედურას რამდენიმე თვე სჭირდება“, – აღნიშნა ბერიშვილმა.ეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა: კულტურის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს>>ამას გარდა, მიმდინარეობს მამულის ბაღის მოვლა, ცენტრის მომავალი მენეჯერის ოფისისა და დარაჯის საცხოვრებლის რემონტი, მამულის გალავნის რეაბილიტაცია და მრავალი სხვა.„ძალიან ბევრი კითხვა მიჩნდება თქვენთან დაკავშირებით და ეს კითხვები განსაკუთრებით შეეხება თქვენს მცდელობას, დაამახინჯოთ რეალობა. საფრანგეთში მე შემიძლია ასეთი სიცრუისა და ცილისწამებისთვის გიჩივლოთ! ხომ არ თვლით, რომ როგორც საქართველოს მოქალაქეს, შემიძლია საქართველოშიც გიჩივლოთ?" – წერს ბერიშვილი.ვიდეოკადრებთან დაკავშირებით კომენტარი გუშინ საქართველოს კულტურის სამინისტრომაც გააკეთა და ამას საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა უწოდა. თავის მხრივ, საპასუხო პოსტი დაწერა ვახტანგ ბარამიშვილმაც, რომელმაც თავისი საქციელი ახსნა. მისი თქმით, მან ჩაწერა ლაივი, რადგან როგორც კი მიუახლოვდა მთავარ შენობას, საშინელი სურათი დაინახა. უფრო საშინელი სურათი დახვდა მას შენობაში. მიუხედავად მოვლილი გაზონისა, მისი თქმით, მაინც ექნება პრეტენზიები მამულის რესტავრაციის პრიორიტეტებთან დაკავშირებით. ბარამაშვილი აცხადებს, რომ მთავარი შენობა ინგრევა და სამუშაოები გაზონით არ უნდა დაიწყოს.ლევილის მამული საქართველოს საკუთრებად ოფიციალურად 2016 წლის სექტემბერში იქნა აღიარებული. ქონების გადმოცემაზე მოლაპარაკებები საფრანგეთის მთავრობასთან 1991 წლიდან მიმდინარეობდა. მამულის პროექტირება და განახლება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობით 2017 წლიდან მიმდინარეობს.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
საფრანგეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/06/273702761_0:0:1777:1333_1920x0_80_0_0_68e49c378924f007ace5d80ffda98560.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, საფრანგეთი , კულტურა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, საფრანგეთი , კულტურა საქართველოში
რა ხდება ლევილის მამულში? მმართველი საბჭოს პასუხი
22:12 05.01.2023 (განახლებულია: 17:39 10.01.2023) საფრანგეთში, პარიზთან ახლოს ქართული მამული ლევილის მმართველი საბჭოს წევრმა ტიერი ბერიშვილმა კომენტარი გააკეთა გახმაურებულ ვიდეოსთან დაკავშირებით, რომელიც სოციალურ ქსელში ვახტანგ და თამარ ბარამიშვილებმა გაავრცელეს. ბერიშვილმა ამას შეურაცხმყოფელი და არაპატრიოტული უწოდა.
ვიდეოზე, რომელიც, ბარამიშვილის თქმით, ლევილის მამულის ბიბლიოთეკაშია გადაღებული, ჩანს მტვრიანი და წყლისგან დაზიანებული დოკუმენტები, წიგნები, ჟურნალები და სხვა მასალები, რომელთა ნაწილი თაროებზე დებს, ნაწილი კი იატაკზეა. თავის მხრივ, ტიერი ბერიშვილი ღია წერილში ამტკიცებს, რომ ეს ვიდეო გადაღებულია არა ბიბლიოთეკაში, არამედ სხვენში.
„თქვენ ამტკიცებთ, რომ კადრში ბიბლიოთეკაა, რომელიც შატოს მესამე სართულზე მდებარეობს. სინამდვილეში საქმე ეხება მხოლოდ სხვენს, სადაც მხოლოდ შატოს ყოფილი, გარდაცვლილი მაცხოვრებლების ნივთების და დოკუმენტების ნარჩენებია, რომლებსაც რაიმე ღირებულება არ გააჩნიათ! წყალი სხვენში არ ჩადის. ჟურნალების დასტები, რომლებსაც ხედავთ, აქ 50 წელზე მეტია აწყვია... ეს ჟურნალები არც საქართველოში გავრცელებულა, არც საფრანგეთში. ეს არაა ბიბლიოთეკა“, – დაწერა ბერიშვილმა.
ძველი ბიბლიოთეკა, სადაც ყველა მნიშვნელოვანი დოკუმენტი ინახება, ნამდვილად არის მამულში, აცხადებს ბერიშვილი და აღნიშნავს, რომ ის ერთ-ორ წელიწადში მოეწყობა.
მმართველი საბჭოს წევრი ასევე ამბობს, რომ ვახტანგ და თამარ ბარამიშვილები უკანონოდ შევიდნენ მამულის ტერიტორიაზე, მათ არ ჰქონიათ ამის ნებართვა არც საქართველოს კულტურის სამინისტროსგან და არც ლევილის მართვის საბჭოსგან.
„სამუშაოების გამო გაღებულ ჭიშკარზე ხომ ნამდვილად წერია, რომ მამული კერძო საკუთრებაა. თქვენ იქ მაინც შეხვედით!“ – დაწერა ბერიშვილმა და აღნიშნა, რომ ეს მნიშვნელოვანი იურიდიული ფაქტორია.
გარდა ამისა, ბერიშვილმა ვიდეომასალის ავტორებს უსაყვედურა, რომ მათ გამიზნულად არ აჩვენეს მამულის ის ნაწილი, სადაც უკვე გაკეთებულია რემონტი. მან ასევე პასუხი გასცა საყვედურზე, რომ ექვსი წლის განმავლობაში მამულში არაფერი გაკეთებულა და მან ამ წლებში გაკეთებული სამუშაოები ჩამოთვალა.
ბერიშვილის თქმით, ვიდეოს ავტორებმა ვერ დაინახეს ის, რაც გაკეთდა. როგორც მან აღნიშნა, მამულის ტერიტორიის თითქმის ოთხ ჰექტარზე შვიდი შენობა დგას. ამ შენობებიდან მინიმუმ სამი რამდენიმე საუკუნისაა, ხოლო დანარჩენი ნაწილი ბევრად გვიან აშენდა, მაგრამ ათწლეულების განმავლობაში მოუვლელი იყო მცხოვრებლებისა და სახსრების არარსებობის გამო.
შეთანხმება, რომელსაც ხელი მოაწერეს პირველი რესპუბლიკის მთავრობის წევრთა შთამომავლებმა და საქართველოს მთავრობამ, ითვალისწინებს მამულის განვითარებას და მისთვის სხვადასხვა ფუნქციის მინიჭებას, რაზეც 5 მლნ ევროა გათვალისწინებული. შეთანხმების თანახმად, პროექტი 10 წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს. რადგანაც შეთანხმებას ხელი 2016 წელს მოეწერა, შეთანხმების პირობების შესრულებამდე ოთხ წლამდე ვადა დარჩა.
ბერიშვილის თქმით, ექვს წელიწადში გარემონტდა და ხელახლა აშენდა საცხოვრებელი შენობები, რომლებიც ლევილის მუდმივი მცხოვრებლებისთვის არის გათვლილი.
„სამშენებლო ნებართვების მოთხოვნები წარედგინათ კომპეტენტურ ორგანოებს. საფრანგეთში აღნიშნულ პროცედურას რამდენიმე თვე სჭირდება“, – აღნიშნა ბერიშვილმა.
ამას გარდა, მიმდინარეობს მამულის ბაღის მოვლა, ცენტრის მომავალი მენეჯერის ოფისისა და დარაჯის საცხოვრებლის რემონტი, მამულის გალავნის რეაბილიტაცია და მრავალი სხვა.
„ძალიან ბევრი კითხვა მიჩნდება თქვენთან დაკავშირებით და ეს კითხვები განსაკუთრებით შეეხება თქვენს მცდელობას, დაამახინჯოთ რეალობა. საფრანგეთში მე შემიძლია ასეთი სიცრუისა და ცილისწამებისთვის გიჩივლოთ! ხომ არ თვლით, რომ როგორც საქართველოს მოქალაქეს, შემიძლია საქართველოშიც გიჩივლოთ?" – წერს ბერიშვილი.
ვიდეოკადრებთან დაკავშირებით კომენტარი გუშინ საქართველოს კულტურის სამინისტრომაც გააკეთა და ამას საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა უწოდა. თავის მხრივ, საპასუხო პოსტი დაწერა ვახტანგ ბარამიშვილმაც, რომელმაც თავისი საქციელი ახსნა. მისი თქმით, მან ჩაწერა ლაივი, რადგან როგორც კი მიუახლოვდა მთავარ შენობას, საშინელი სურათი დაინახა. უფრო საშინელი სურათი დახვდა მას შენობაში. მიუხედავად მოვლილი გაზონისა, მისი თქმით, მაინც ექნება პრეტენზიები მამულის რესტავრაციის პრიორიტეტებთან დაკავშირებით. ბარამაშვილი აცხადებს, რომ მთავარი შენობა ინგრევა და სამუშაოები გაზონით არ უნდა დაიწყოს.
ლევილის მამული საქართველოს საკუთრებად ოფიციალურად 2016 წლის სექტემბერში იქნა აღიარებული. ქონების გადმოცემაზე მოლაპარაკებები საფრანგეთის მთავრობასთან 1991 წლიდან მიმდინარეობდა. მამულის პროექტირება და განახლება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობით 2017 წლიდან მიმდინარეობს.