https://sputnik-georgia.com/20230105/sergo-cixlaze-opoziciis-gegmebze-273679579.html
„საჭირო დროსა და საჭირო ადგილზე“ - ჩიხლაძე ოპოზიციის გეგმებზე
„საჭირო დროსა და საჭირო ადგილზე“ - ჩიხლაძე ოპოზიციის გეგმებზე
Sputnik საქართველო
აქციები 2022 წელს ძირითადად არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოაწყვეს და არა ოპოზიციურმა პარტიებმა. 05.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-05T20:33+0400
2023-01-05T20:33+0400
2023-01-05T21:34+0400
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოპოზიცია
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0b/261970347_0:0:3296:1855_1920x0_80_0_0_9f6ac2634fdabcfe20a1eedee2768fe9.jpg
თბილისი, 5 იანვარი – Sputnik. ოპოზიცია 2023 წელს სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად ერთობლივ საპროტესტო აქციებს გეგმავს, განაცხადა პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ.გასულ 2022 წელს საქართველოში საპროტესტო აქციები უფრო ხშირად პოლიტიკური პარტიების გარეშე ტარდებოდა და ძირითადად სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ იყო ორგანიზებული.მან ასევე აღნიშნა, რომ ყველა ოპოზიციურ პარტიას უნდა ჰქონდეს მოქმედებების ერთიანი გეგმა და ერთიანი სტრატეგია, მათ შორის, ხელისუფლებასთან ბრძოლისთვის.ამჟამად ძირითადი პოლიტიკური ბრძოლა არა ქალაქების ქუჩებში, როგორც ეს საქართველოს სჩვევია, არამედ პარლამენტში მიმდინარეობს. გამონაკლისი გახდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული სუფთა პოლიტიკური აქცია, რომელიც ექს-პრეზიდენტის, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად გაიმართა.„ნაცმოძრაობის" მიერ ორგანიზებულ აქციაზე მრავალფეროვანი ოპოზიციური სპექტრიდან გამოჩნდა მხოლოდ პარტია „დროას“ ლიდერი, „ნაცმორაობის“ ყოფილი წევრი ელენე ხოშტარია, დანარჩენმა პარტიებმა კი ეს აქცია უყურადღებოდ დატოვეს.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0b/261970347_398:0:3129:2048_1920x0_80_0_0_a36672b7536e6f6b58f15fdea5fc10ef.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ახალი ამბები, საქართველო
პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ახალი ამბები, საქართველო
„საჭირო დროსა და საჭირო ადგილზე“ - ჩიხლაძე ოპოზიციის გეგმებზე
20:33 05.01.2023 (განახლებულია: 21:34 05.01.2023) აქციები 2022 წელს ძირითადად არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოაწყვეს და არა ოპოზიციურმა პარტიებმა.
თბილისი, 5 იანვარი – Sputnik. ოპოზიცია 2023 წელს სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად ერთობლივ საპროტესტო აქციებს გეგმავს, განაცხადა პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ.
გასულ 2022 წელს საქართველოში საპროტესტო აქციები უფრო ხშირად პოლიტიკური პარტიების გარეშე ტარდებოდა და ძირითადად სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ იყო ორგანიზებული.
„ვფიქრობთ, 2023 წელს სხვადასხვა მიმართულებით აქციებს ექნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი, ეს არის კონსტიტუციით გარანტირებული ბრძოლის უფლება, რასაც გამოვიყენებთ საჭირო დროსა და საჭირო ადგილზე“, – განუცხადა ჟურნალისტებს ჩიხლაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ყველა ოპოზიციურ პარტიას უნდა ჰქონდეს მოქმედებების ერთიანი გეგმა და ერთიანი სტრატეგია, მათ შორის, ხელისუფლებასთან ბრძოლისთვის.
ამჟამად ძირითადი პოლიტიკური ბრძოლა არა ქალაქების ქუჩებში, როგორც ეს საქართველოს სჩვევია, არამედ პარლამენტში მიმდინარეობს. გამონაკლისი გახდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული სუფთა პოლიტიკური აქცია, რომელიც ექს-პრეზიდენტის, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად გაიმართა.
„ნაცმოძრაობის" მიერ ორგანიზებულ აქციაზე მრავალფეროვანი ოპოზიციური სპექტრიდან გამოჩნდა მხოლოდ პარტია „დროას“ ლიდერი, „ნაცმორაობის“ ყოფილი წევრი ელენე ხოშტარია, დანარჩენმა პარტიებმა კი ეს აქცია უყურადღებოდ დატოვეს.