https://sputnik-georgia.com/20230105/ilia-meorem-saakasvils-werili-gaugzavna-273687343.html
პატრიარქმა სააკაშვილს წერილი გაუგზავნა - რა წერია მთავარ გზავნილში
პატრიარქმა სააკაშვილს წერილი გაუგზავნა - რა წერია მთავარ გზავნილში
Sputnik საქართველო
ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა წერილი მიხეილ სააკაშვილს ჯერ კიდევ ახალ წლამდე გაუგზავნა, მაგრამ ის სოციალურ ქსელებში მხოლოდ დღეს გამოჩნდა. 05.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-05T21:23+0400
2023-01-05T21:23+0400
2023-01-05T22:31+0400
სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე
ახალი ამბები
საქართველო
მიხეილ სააკაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23879/12/238791286_0:55:2001:1180_1920x0_80_0_0_1a94e42d5735c5e1a0c1dd0a580a9a74.jpg
თბილისი, 5 იანვარი – Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მისალოცი წერილი გაუგზავნა და მას მხნეობა და სულიერი სიმტკიცე უსურვა.სააკაშვილისთვის წერილი ახალ წლამდე იყო გაგზავნილი, მაგრამ ის სოციალურ ქსელებში მხოლოდ ხუთშაბათს, 5 იანვარს გამოჩნდა.მიხეილ სააკაშვილი ციხეში 2021 წლის 1 ოქტომბრიდან ორ საქმეზე გამოტანილი განაჩენის საფუძველზე იმყოფება, კერძოდ, მას მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.პატიმრობის ვადა შეიძლება გაგრძელდეს – თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.ამჟამად ექს-პრეზიდენტი სამოქალაქო კლინიკაში იმყოფება. სააკაშვილის ადვოკატები, ნათესავები, თანამებრძოლები და მომხრეები უკვე დიდი ხანია ამბობენ, რომ ის სიკვდილის პირასაა და მის გათავისუფლებას მოითხოვენ, რათა მან შეძლოს საზღვარგარეთ გამგზავრება სამკურნალოდ.სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გაუარესდა, რომელიც მან დაკავების დღესვე, 2021 წლის 1 ოქტომბერს გამოაცხადა. დაკავებიდან დღემდე მან ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.„ვივამედი“ სასამართლო პროცესზე სააკაშვილის ფიზიკურად დასწრების რეკომენდაციას არ გასცემს>>მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ფასდება, როგორც საშუალოდ მძიმე.ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გაუქმების ან გადავადების საქმეს.ექს-პრეზიდენტის მძიმე მდგომარეობის დასამტკიცებლად ადვოკატებმა საქმეში ჩართეს ამერიკელი ექსპერტები, რომელთაგან ორი – ტოქსიკოლოგი დევიდ სმიტი და ექსპერტი სასამართლო ფსიქიატრიის სფეროში დევიდ გოლდსმიტი სასამართლოში უკვე დაკითხეს. ორივემ განაცხადა, რომ სააკაშვილს პროგრესირებადი დემენცია აქვს, რაც ორგანიზმში მძიმე ლითონების მოხვედრამ გამოიწვია.გოლდსმიტმა და სმიტმა ერთადერთ გამოსავლად სააკაშვილის გათავისუფლება დაასახელეს, რათა მან მკურნალობა საზღვარგარეთ ჩაიტაროს, სადაც არის მაღალი კლასის სადიაგნოსტიკო საშუალებები და თავის ტვინის პრობლემების მქონე პაციენტების მკურნალობის გამოცდილება, რომლებსაც ეს მდგომარეობა ორგანიზმის მძიმე ლითონებით დაბინძურების შედეგად შეექმნათ.მანამდე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილი სიმულანტობს და საკუთარ ჯანმრთელობას აყენებს ზიანს, რათა გაიუარესოს მდგომარეობა და გათავისუფლებას მიაღწიოს. მისი თქმით, მიმდინარეობს დეზინფორმაციული კამპანია, რომლის მიზანია ხელისუფლების დიკრედიტაცია.ამის დასადასტურებლად პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის პალატიდან ვიდეოკადრები გამოაქვეყნა. კადრებში ჩანს, როგორ უყვირის სააკაშვილი მედპერსონალს, მათ პროდუქტებსა და ბოთლებს ესვრის, ვარდება საწოლიდან.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23879/12/238791286_176:0:1823:1235_1920x0_80_0_0_41ed76dd5e8a01c0aa201831c7c5eb77.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე, ახალი ამბები, საქართველო, მიხეილ სააკაშვილი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე, ახალი ამბები, საქართველო, მიხეილ სააკაშვილი
პატრიარქმა სააკაშვილს წერილი გაუგზავნა - რა წერია მთავარ გზავნილში
21:23 05.01.2023 (განახლებულია: 22:31 05.01.2023) ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა წერილი მიხეილ სააკაშვილს ჯერ კიდევ ახალ წლამდე გაუგზავნა, მაგრამ ის სოციალურ ქსელებში მხოლოდ დღეს გამოჩნდა.
თბილისი, 5 იანვარი – Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მისალოცი წერილი გაუგზავნა და მას მხნეობა და სულიერი სიმტკიცე უსურვა.
სააკაშვილისთვის წერილი ახალ წლამდე იყო გაგზავნილი, მაგრამ ის სოციალურ ქსელებში მხოლოდ ხუთშაბათს, 5 იანვარს გამოჩნდა.
„ბატონო მიხეილ, გულითად მადლობას გიხდით აღსაყდრების დღის მოლოცვისთვის. მეც გილოცავთ დაბადების დღეს და დამდებ შობა–ახალ წელს. გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობასა და, პირველ რიგში, ღვთის შეწევნას თქვენს სულიერ ძალთა განსამტკიცებლად და ჭეშმარიტი სხვა რეალობის შესაცნობად“, – ნათქვამია პატრიარქის მისალოც წერილში.
მიხეილ სააკაშვილი ციხეში 2021 წლის 1 ოქტომბრიდან ორ საქმეზე გამოტანილი განაჩენის საფუძველზე იმყოფება, კერძოდ, მას მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
პატიმრობის ვადა შეიძლება გაგრძელდეს – თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
ამჟამად ექს-პრეზიდენტი სამოქალაქო კლინიკაში იმყოფება. სააკაშვილის ადვოკატები, ნათესავები, თანამებრძოლები და მომხრეები უკვე დიდი ხანია ამბობენ, რომ ის სიკვდილის პირასაა და მის გათავისუფლებას მოითხოვენ, რათა მან შეძლოს საზღვარგარეთ გამგზავრება სამკურნალოდ.
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გაუარესდა, რომელიც მან დაკავების დღესვე, 2021 წლის 1 ოქტომბერს გამოაცხადა. დაკავებიდან დღემდე მან ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ფასდება, როგორც საშუალოდ მძიმე.
ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გაუქმების ან გადავადების საქმეს.
ექს-პრეზიდენტის მძიმე მდგომარეობის დასამტკიცებლად ადვოკატებმა საქმეში ჩართეს ამერიკელი ექსპერტები, რომელთაგან ორი – ტოქსიკოლოგი დევიდ სმიტი და ექსპერტი სასამართლო ფსიქიატრიის სფეროში დევიდ გოლდსმიტი სასამართლოში უკვე დაკითხეს. ორივემ განაცხადა, რომ სააკაშვილს პროგრესირებადი დემენცია აქვს, რაც ორგანიზმში მძიმე ლითონების მოხვედრამ გამოიწვია.
გოლდსმიტმა და სმიტმა ერთადერთ გამოსავლად სააკაშვილის გათავისუფლება დაასახელეს, რათა მან მკურნალობა საზღვარგარეთ ჩაიტაროს, სადაც არის მაღალი კლასის სადიაგნოსტიკო საშუალებები და თავის ტვინის პრობლემების მქონე პაციენტების მკურნალობის გამოცდილება, რომლებსაც ეს მდგომარეობა ორგანიზმის მძიმე ლითონებით დაბინძურების შედეგად შეექმნათ.
მანამდე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილი სიმულანტობს და საკუთარ ჯანმრთელობას აყენებს ზიანს, რათა გაიუარესოს მდგომარეობა და გათავისუფლებას მიაღწიოს. მისი თქმით, მიმდინარეობს დეზინფორმაციული კამპანია, რომლის მიზანია ხელისუფლების დიკრედიტაცია.
ამის დასადასტურებლად პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის პალატიდან ვიდეოკადრები გამოაქვეყნა. კადრებში ჩანს, როგორ უყვირის სააკაშვილი მედპერსონალს, მათ პროდუქტებსა და ბოთლებს ესვრის, ვარდება საწოლიდან.