https://sputnik-georgia.com/20230105/vivamedi-sasamartloze-saakashvilis-pizikurad-daswrebis-rekomendacias-ar-gascems-273674904.html
„ვივამედი“ სასამართლო პროცესზე სააკაშვილის ფიზიკურად დასწრების რეკომენდაციას არ გასცემს
„ვივამედი“ სასამართლო პროცესზე სააკაშვილის ფიზიკურად დასწრების რეკომენდაციას არ გასცემს
Sputnik საქართველო
სააკაშვილის ადვოკატები ითხოვენ, მსჯავრდებული სასამართლო პროცესს ფიზიკურად დაესწროს. 05.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-05T15:22+0400
2023-01-05T15:22+0400
2023-01-10T17:29+0400
საქართველო
მიხეილ სააკაშვილი
გახმაურებული სასამართლო პროცესები
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/02/262537956_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_2755849c3ecd07b10e26086d2ec35a23.jpg
თბილისი, 5 იანვარი – Sputnik. კლინიკა „ვივამედი“ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ფიზიკურად დასწრების რეკომენდაციას არ გასცემს, განაცხადა კლინიკის გენერალურმა დირექტორმა ნინო ნადირაძემ ჟურნალისტებთან.ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გაუქმების ან გადავადების საქმეზე სასამართლო პროცესი 9 იანვარს, 12:00 საათზე გაიმართება. აღნიშნულ საკითხზე 29 დეკემბერს გამართულ პროცესზე მსჯავრდებულმა სააკაშვილმა კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად მონაწილეობაზე უარი განაცხადა.როგორც დღეს ექს-პრეზიდენტის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, მსჯავრდებული და მისი უფლებადამცველები ითხოვენ, რომ სააკაშვილი სასამართლო პროცესს ფიზიკურად დაესწროს.ნადირაძის განმარტებით, მსგავსი ტიპის რეკომენდაცია კლინიკას არასდროს არცერთი პატიმრის მიმართ არ გაუცია. ხოლო ვიდრე პაციენტი კლინიკაში იმყოფება, მასზე პასუხისმგებლობას კლინიკის ფარგლებში თავად იღებენ.სააკაშვილის ადვოკატები, ნათესავები, თანამებრძოლები და მომხრეები უკვე დიდი ხანია ამბობენ, რომ ის სიკვდილის პირასაა და მის გათავისუფლებას მოითხოვენ, რათა მან შეძლოს საზღვარგარეთ გამგზავრება სამკურნალოდ.სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გაუარესდა, რომელიც მან დაკავების დღესვე, 2021 წლის 1 ოქტომბერს გამოაცხადა. დაკავებიდან დღემდე მან ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.კლინიკა „ვივამედის“ ექიმების გარდა, სააკაშვილი გამოიკვლია ომბუდსმენის აპარატთან შექმნილმა ექსპერტების ორმა ჯგუფმა, ასევე ფსიქო-რეაბილიტაციის ცენტრმა „ემპათიამ“ უცხოელ ექიმებთან ერთად.საქმეში ჩართული ამერიკელი ექსპერტებიდან ორი – ტოქსიკოლოგი დევიდსმიტი და ექსპერტი სასამართლო ფსიქიატრიის სფეროში დევიდ გოლდსმიტი სასამართლოში უკვე დაკითხეს. ორივემ განაცხადა, რომ სააკაშვილს პროგრესირებადი დემენცია აქვს, რაც ორგანიზმში მძიმე ლითონების მოხვედრამ გამოიწვია.გოლდსმიტმა და სმიტმა ერთადერთ გამოსავლად სააკაშვილის გათავისუფლება დაასახელეს, რათა მან მკურნალობა საზღვარგარეთ ჩაიტაროს, სადაც არის მაღალი კლასის სადიაგნოსტიკო საშუალებები და თავის ტვინის პრობლემების მქონე პაციენტების მკურნალობის გამოცდილება, რომლებსაც ეს მდგომარეობა ორგანიზმის მძიმე ლითონებით დაბინძურების შედეგად შეექმნათ.ხაჭაპურიძე: სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ქართველი ექიმები დაიკითხებიან>>>მანამდე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილი სიმულანტობს და საკუთარ ჯანმრთელობას აყენებს ზიანს, რათა გაიუარესოს მდგომარეობა და გათავისუფლებას მიაღწიოს. მისი თქმით, მიმდინარეობს დეზინფორმაციული კამპანია, რომლის მიზანია ხელისუფლების დიკრედიტაცია.ამის დასადასტურებლად პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის პალატიდან ვიდეოკადრები გამოაქვეყნა. კადრებში ჩანს, როგორ უყვირის სააკაშვილი მედპერსონალს, მათ პროდუქტებსა და ბოთლებს ესვრის, ვარდება საწოლიდან.სააკაშვილის თანამებრძოლებმა და მომხრეებმა სამინისტრო ადამიანის პირადი ცხოვრების კადრების უკანონო გამოქვეყნებაში დაადანაშაულეს. საკითხს უკვე სწავლობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი.დაკავება და სისხლის სამართლის საქმეებისააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. მეტიც, 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/02/262537956_71:0:1210:854_1920x0_80_0_0_ccaeb85ad36ab16eb7ad36b617172bec.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , გახმაურებული სასამართლო პროცესები, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , გახმაურებული სასამართლო პროცესები, საზოგადოება, ახალი ამბები
„ვივამედი“ სასამართლო პროცესზე სააკაშვილის ფიზიკურად დასწრების რეკომენდაციას არ გასცემს
15:22 05.01.2023 (განახლებულია: 17:29 10.01.2023) სააკაშვილის ადვოკატები ითხოვენ, მსჯავრდებული სასამართლო პროცესს ფიზიკურად დაესწროს.
თბილისი, 5 იანვარი – Sputnik. კლინიკა „ვივამედი“ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ფიზიკურად დასწრების რეკომენდაციას არ გასცემს, განაცხადა კლინიკის გენერალურმა დირექტორმა ნინო ნადირაძემ ჟურნალისტებთან.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გაუქმების ან გადავადების საქმეზე სასამართლო პროცესი 9 იანვარს, 12:00 საათზე გაიმართება. აღნიშნულ საკითხზე 29 დეკემბერს გამართულ პროცესზე მსჯავრდებულმა სააკაშვილმა კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
როგორც დღეს ექს-პრეზიდენტის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, მსჯავრდებული და მისი უფლებადამცველები ითხოვენ, რომ სააკაშვილი სასამართლო პროცესს ფიზიკურად დაესწროს.
„გასვლა ნიშნავს იმას, რომ კლინიკას ტოვებს და ამის შემდგომ პაციენტის ისტორია იხურება. თუ მას (სააკაშვილს) შეუძლია გასვლა-შემოსვლა, მაშინ რატომ წევს კლინიკაში? მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და მკურნალობას თერაპიულ განყოფილებაში აგრძელებს“, – განაცხადა ნადირაძემ.
ნადირაძის განმარტებით, მსგავსი ტიპის რეკომენდაცია კლინიკას არასდროს არცერთი პატიმრის მიმართ არ გაუცია. ხოლო ვიდრე პაციენტი კლინიკაში იმყოფება, მასზე პასუხისმგებლობას კლინიკის ფარგლებში თავად იღებენ.
სააკაშვილის ადვოკატები, ნათესავები, თანამებრძოლები და მომხრეები უკვე დიდი ხანია ამბობენ, რომ ის სიკვდილის პირასაა და მის გათავისუფლებას მოითხოვენ, რათა მან შეძლოს საზღვარგარეთ გამგზავრება სამკურნალოდ.
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გაუარესდა, რომელიც მან დაკავების დღესვე, 2021 წლის 1 ოქტომბერს გამოაცხადა. დაკავებიდან დღემდე მან ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.
კლინიკა „ვივამედის“ ექიმების გარდა, სააკაშვილი გამოიკვლია ომბუდსმენის აპარატთან შექმნილმა ექსპერტების ორმა ჯგუფმა, ასევე ფსიქო-რეაბილიტაციის ცენტრმა „ემპათიამ“ უცხოელ ექიმებთან ერთად.
საქმეში ჩართული ამერიკელი ექსპერტებიდან ორი – ტოქსიკოლოგი დევიდსმიტი და ექსპერტი სასამართლო ფსიქიატრიის სფეროში დევიდ გოლდსმიტი სასამართლოში უკვე დაკითხეს. ორივემ განაცხადა, რომ სააკაშვილს პროგრესირებადი დემენცია აქვს, რაც ორგანიზმში მძიმე ლითონების მოხვედრამ გამოიწვია.
გოლდსმიტმა და სმიტმა ერთადერთ გამოსავლად სააკაშვილის გათავისუფლება დაასახელეს, რათა მან მკურნალობა საზღვარგარეთ ჩაიტაროს, სადაც არის მაღალი კლასის სადიაგნოსტიკო საშუალებები და თავის ტვინის პრობლემების მქონე პაციენტების მკურნალობის გამოცდილება, რომლებსაც ეს მდგომარეობა ორგანიზმის მძიმე ლითონებით დაბინძურების შედეგად შეექმნათ.
მანამდე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილი სიმულანტობს და საკუთარ ჯანმრთელობას აყენებს ზიანს, რათა გაიუარესოს მდგომარეობა და გათავისუფლებას მიაღწიოს. მისი თქმით, მიმდინარეობს დეზინფორმაციული კამპანია, რომლის მიზანია ხელისუფლების დიკრედიტაცია.
ამის დასადასტურებლად პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის პალატიდან ვიდეოკადრები გამოაქვეყნა. კადრებში ჩანს, როგორ უყვირის სააკაშვილი მედპერსონალს, მათ პროდუქტებსა და ბოთლებს ესვრის, ვარდება საწოლიდან.
სააკაშვილის თანამებრძოლებმა და მომხრეებმა სამინისტრო ადამიანის პირადი ცხოვრების კადრების უკანონო გამოქვეყნებაში დაადანაშაულეს. საკითხს უკვე სწავლობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი.
დაკავება და სისხლის სამართლის საქმეები
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. მეტიც, 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.