ვანო მერაბიშვილს „უცნობის" სიძე თავს დაესხა: მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო

© photo: Sputnik / Stringerვანო მერაბიშვილი
ვანო მერაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 05.01.2023
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი ვაკეში მდებარე ერთ-ერთ აფთიაქში მოხდა.
თბილისი, 5 იანვარი — Sputnik. შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა „ძალადობის“ მუხლით, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
როგორც გაირკვა, მერაბიშვილთან კონფლიქტი ცნობილი ქართველი მომღერლის, საზოგადოებრივი მოძრაობა „აი იას“ დამფუძნებლის გია გაჩეჩილაძის სიძეს გიორგი შარაშიძეს მოუვიდა. გაჩეჩილაძე ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მებრძოლი იყო ყოფილი ხელისუფლების წინააღმდეგ და დღესაც იბრძვის იმისთვის, რომ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გუნდი ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდეს.
როგორც შარაშიძემ ტელეარხ „იმედთან“ განაცხადა, დაპირისპირება ვაკეში მდებარე ერთ-ერთ აფთიაქში მოხდა.

„თუმცა, „დაპირისპირება“ ხმამაღლა ნათქვამია. ვანო მერაბიშვილი პირველივე წამებში გაიქცა“, – განაცხადა შარაშიძემ.

როგორც შარაშიძემ აღნიშნა, იგი არც გამოძიებას და არც პასუხისმგებლობას არ გაურბის და მზადაა ჩადენილისთვის პასუხი აგოს.
მოძრაობა „აი იას“ ერთ-ერთმა ლიდერმა მომხდარ ფაქტზე კომენტირებისას სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ვანო მერაბიშვილმა, „ძალადობრივი და სისხლიანი რეჟიმის ხერხემალმა“ პასუხი მიიღო დამცირებული და გაწამებული ხალხისგან.
ამასთან, მან დასძინა, რომ თავად მერაბიშვილს მომხდარის თაობაზე პოლიციაში არ განუცხადებია.
პაპუაშვილი გირგვლიანის საქმეზე: შეთანხმებულად მოქმედებენ, რომ მართლმსაჯულება არ აღსრულდეს>>>
ექს-პრემიერი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი 2013 წლის მაისში დააპატიმრეს, მან პენიტენციური დაწესებულება 2020 წლის მაისში დატოვა. მერაბიშვილს ბრალი წაყენებული ჰქონდა ექვს რეზონანსულ საქმეზე. აქედან ხუთ საქმეზე მან სასჯელი მოიხადა და საერთო ჯამში საპატიმროში ექვსი წელი და ცხრა თვე გაატარა.
ვანო მერაბიშვილი გაასამართლეს ღვინის ქარხნის უკანონოდ ჩამორთმევის, 2011 წლის 26 მაისს თბილისში საპროტესტო აქციის დარბევის, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ამომრჩეველთა მოსყიდვის, ასევე 2005 წელს სპეცრაზმის თანამშრომლების მიერ პარლამენტის დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის გამო და დამნაშავედ ცნეს 2006 წელს „გაერთიანებული ქართული ბანკის“ თანამშრომლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობის რეზონანსულ საქმეზე.
ყველა ახალი ამბავი
0