მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მასობრივი სიკვდილიანობა COVID-19-ით: ჩინეთში კრემატორიუმები საქმეს ვერ აუდიან

© AP Photo / Kin Cheung
  - Sputnik საქართველო, 1920, 04.01.2023
გამოწერა
ანალიტიკური კომპანია Airfinity-ს შეფასებით, დეკემბრის ბოლოსთვის ჩინეთში კორონავირუსით დღეში დაახლოებით 9000 ადამიანი იღუპებოდა.
თბილისი, 4 იანვარი — Sputnik. ჩინეთის კრემატორიუმები გარდაცვლილთა ცხედრებითაა გადავსებული, რომლებიც COVID-19-ის მასიურმა აფეთქებამ იმსხვერპლა, იუწყება სააგენტო Bloomberg ქვეყნის დამკრძალავი ბიუროების წარმომადგენლებსა და ექსპერტებზე დაყრდნობით.
ერთ-ერთი წყაროს თქმით, გარდაცვლილთა რაოდენობა იმდენად დიდია, რომ „სისტემის პარალიზება“ მოხდა.
როგორც პეკინისა და შანხაის კრემატორიუმების თანამშრომლებმა განუცხადეს „ბლუმბერგს“, COVID-19-სგან გარდაცვლილთა ცხედრებს 24 საათის განმავლობაში წვავენ, თუმცა კრემაციის დაჯავშნა მაინც მხოლოდ იანვრის შუა რიცხვებისთვისაა შესაძლებელი.
როგორც ქალაქ ლუნჰუას ერთ-ერთ კრემატორიუმში აღნიშნეს, მათთან დღეში საშუალოდ 500-ზე მეტი ცხედარი შედის კრემაციისთვის.
Вloomberg-ის ცნობით, აღნიშნულის გამო ბოლო დროს ჩინეთში კრემაციის სფეროში ჩრდილოვანი ბიზნესიც კი განვითარდა. თუ მანამდე ერთი ცხედრის კრემაცია რამდენიმე ათასი იუანი ღირდა, იანვარში ზოგმა კრემატორიუმმა ათობით ათასი იუანი მოითხოვა მომსახურებისთვის. მაგალითად, ოჯახს, რომელიც კოვიდით დაღუპულის იმავე დღეს კრემაციას მოისურვებს, 88 ათასი იუანის გადახდა მოუწევს.
კოროვირუსული ინფექციის შემთხვევებმა ჩინეთში მკვეთრად მოიმატა დეკემბრის დასაწყისში, მას შემდეგ, რაც ქვეყნის ხელისუფლებამ მასშტაბური პროტესტების გამო საკარანტინო ზომების შემსუბუქება გადაწყვიტა.
ვირუსის აფეთქების ფონზე ჩინეთის ხელისუფლებამ შეწყვიტა ყოველდღიური მონაცემების გამოქვეყნება COVID-19-ის შესახებ. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ყოველდღიურად COVID-19-ით მილიონობით ჩინელი ინფიცირდება.
ბრიტანული ანალიტიკური კომპანია Airfinity-ს შეფასებით, დეკემბრის ბოლოსთვის ჩინეთში კორონავირუსის ინფექციით დღეში დაახლოებით 9000 ადამიანი იღუპებოდა. Airfinity ვარაუდობს, რომ სიკვდილიანობა პიკს 23 იანვარს მიაღწევს და რაოდენობა დღეში დაახლოებით 25000 კაცს შეადგენს, ხოლო დეკემბრიდან დაღუპულთა საერთო რაოდენობა 584.000 კაცამდე გაიზრდება.
ყველა ახალი ამბავი
0