https://sputnik-georgia.com/20230103/ra-bedi-eqneba-nacmozraobas-politologebis-azri-273641852.html
რა ბედი ეწევა მთავარ ოპოზიციურ პარტიას? პოლიტოლოგების მოსაზრება
რა ბედი ეწევა მთავარ ოპოზიციურ პარტიას? პოლიტოლოგების მოსაზრება
Sputnik საქართველო
ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობისთვის ოთხი კანდიდატი იბრძოლებს. 03.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-03T23:02+0400
2023-01-03T23:02+0400
2023-01-03T23:02+0400
საქართველო
პოლიტიკა
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ქართული ოპოზიცია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1d/249848565_0:103:1280:823_1920x0_80_0_0_9e989dbcf97acc70af8b2c29cbfac224.jpg
თბილისი, 3 იანვარი - Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნების შედეგი დამოკიდებული იქნება ამა თუ იმ კანდიდატურის ფინანსურ მხარდაჭერაზე, განაცხადა ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ „Sputnik-საქართველოსთან“ ინტერვიუში.„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნები 28-29 იანვარს, ე.წ. ბლოკჩეინის სისტემით ჩატარდება.კანდიდატებს შორის არიან პარტიის მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია, პარტიის აქტიური წევრი, პარლამენტის დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი, პარტიის ყოფილი წევრი ნონა მამულაშვილი და არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი მუმლაძე.მისი თქმით, მოსალოდნელი არაა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი ამ არჩევნების შედეგზე გავლენის მოხდენას შეძლებს, მიუხედავად იმისა, რომ იგი პარტიის დამფუძნებელია.„ნაცმოძრაობის“ საფუძველი სააკაშვილი მაღალი რეიტინგი იყო. უცებ კი აღმოჩნდა, რომ მას აწუხებს დემენცია და ა.შ.“, - აღნიშნა ექსპერტმა.ექსპერტის თქმით, სააკაშვილის, როგორც პოლიტიკური ლიდერის ფიგურა დისკრედიტირებულია მასთან დაახლოებული ადამიანების აქტიური მოქმედების შედეგად - მისი ოჯახის წევრებიდან დაწყებული და პარტიების ლიდერებით დამთავრებული, რომლებიც სააკაშვილს უჭერენ მხარს.„პარტია 2012 წლიდან იშლება, რადგან ოპოზიციური პარტიების უმეტესობა სწორედ ასეთი დაშლის შედეგია - ისინი ყოფილი „ნაციონალები“ არიან. როგორც ხედავთ, ეს ნაწილი, რომელიც ჩამოშორდა მთავარ რგოლს, ვერ იღებს, დავუშვათ, ხმების 3%-ზე მეტს. ასე რომ, თუ რომელიმე ნაწილი აღმოჩნდება სააკაშვილის ფიგურის გარეშე, მისი რეიტინგი საკმაოდ დაბალი იქნება“, - განაცხადა საყვარელიძემ.„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატთა რეგისტრაცია დასრულდა>>>პოლიტოლოგი არჩილ სიხარულიძე კი მიიჩნევს, რომ „ნაცმოძრაობის“ რესურსი ამოწურულია.„ნაციონალური მოძრაობა“ ასე მარტივად არ დაიშლება იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ყველა ერთი და იგივე თოკით იყო შეკრული... უბრალოდ, „ნაცმოძრაობა“ თანდათან ჩამოიშლება თუ მელია პარტიის რეფორმირებას ვერ მოახერხებს. მაგრამ ამისთვის აუცილებელია, რომ მიხეილ სააკაშვილი საბოლოოდ წარსულში დარჩეს, რაც, როგორც მე მგონია, ჯერ არ არის მოსალოდნელი“, - განაცხადა სიხარულიძემ.რაც შეეხება პარტიის მომავალ ლიდერს, პოლიტოლოგის აზრით, მელიას უფრო სერიოზული პოზიციები აქვს.„პარტიაშიც კი ესმით, რომ იმ პოლიტიკის გატარება, რომელსაც „ნაცმოძრაობა“ ბოლო 12 წელია ატარებს, უშედეგოა. ამიტომაც, მგონია, რომ მელია მაინც გაიმარჯვებს“, - განაცხადა სიხარულიძემ.სხვა აზრისაა პოლიტოლოგი ვასო კაპანაძე, რომელსაც მიაჩნია, რომ პარტიას ხაბეიშვილი ჩაიბარებს. ამასთან, პოლიტოლოგი აღნიშნავს, რომ ვინც არ უნდა ჩაუდგეს სათავეში პარტიას, „ნაცმოძრაობას“ საქართველოში სერიოზული პოლიტიკური მომავალი არ ექნება.შესაბამისად, პარტიას დეზინტეგრაციული პროცესები და რთული მომავალი ელის, აღნიშნა პოლიტოლოგმა.„დროთა განმავლობაში ამ პარტიის რეიტინგი მკვეთრად დაეცემა, ხალხს ესმის, რომ პარტია თავისებურად დესტრუქციულია“, - განაცხადა კაპანაძემ.ამჟამად პარტიაში მიმდინარეობს ღია ბრძოლა ორ ბანაკს შორის – ამჟამინდელი თავმჯდომარის ნიკა მელიას და რადიკალური ნაბიჯების მომხრე „ძველ გვარდიას“ შორის, რომელსაც სათავეში დავით კირკიტაძე და ლევან ხაბეიშვილი უდგანან.მთავარ ოპოზიციურ პარტიაში კონფლიქტზე და თავმჯდომარის შესაძლო შეცვლაზე პირველად კულუარებში 2021 წელს, საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შემდეგ ალაპარაკდნენ. თავად მელია ექს-პრეზიდენტის სურვილის საწინააღმდეგოდ აირჩიეს, რომელსაც ამ პოსტზე მისი ძველი მეგობრის, ლევან ვარშალომიძის ნახვა სურდა - ვარშალომიძე ახლა ლევან ხაბეიშვილს უჭერს მხარს.ე.წ. ძველი გვარდია და სააკაშვილის მხარდამჭერები უკმაყოფილო დარჩნენ პარტიის მოქმედებით ყოფილი პრეზიდენტის დაკავების შემდეგ და მასმედიასთან არაერთხელ განაცხადეს, რომ პარტია უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო დამფუძნებლის გათავისუფლების საკითხში.ამასთან, ნიკა მელია, მართალია, აცხადებდა, რომ სააკაშვილის გათავისუფლება მისთვის პრიორიტეტია, ხშირი კონტაქტი მასთან არ ჰქონია. პარტიას არც პარლამენტი დაუტოვებია და არ გადაუდგამს რადიკალური ნაბიჯები ექს-პრეზიდენტის მოწოდებების მიუხედავად.„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პოზიციები შესამჩნევად დათმო. ბოლო გამოკითხვების მიხედვით, მისი მხარდაჭერა 7%-დან 12%-მდე მერყეობს, 2022 წლის დასაწყისში კი9-15%-ის დონეზე იყო.
https://sputnik-georgia.com/20221230/prezidentma-nacmozraobisadmi-damokidebuleba-seicvala-ionatamisvili-273574362.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1d/249848565_24:0:1257:925_1920x0_80_0_0_795f61a7ff52a125e3b9585ae2d1be6c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ქართული ოპოზიცია, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ქართული ოპოზიცია, საზოგადოება, ახალი ამბები
რა ბედი ეწევა მთავარ ოპოზიციურ პარტიას? პოლიტოლოგების მოსაზრება
ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობისთვის ოთხი კანდიდატი იბრძოლებს.
თბილისი, 3 იანვარი - Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნების შედეგი დამოკიდებული იქნება ამა თუ იმ კანდიდატურის ფინანსურ მხარდაჭერაზე, განაცხადა ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ „Sputnik-საქართველოსთან“ ინტერვიუში.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნები 28-29 იანვარს, ე.წ. ბლოკჩეინის სისტემით ჩატარდება.
კანდიდატებს შორის არიან პარტიის მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია, პარტიის აქტიური წევრი, პარლამენტის დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი, პარტიის ყოფილი წევრი ნონა მამულაშვილი და არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი მუმლაძე.
„თავმჯდომარის არჩევას, სავარაუდოდ, ამა თუ იმ კანდიდატის ფინანსური მხარდაჭერა გადაწყვეტს. შედეგად, მიხეილ სააკაშვილის ფიგურა კიდევ უფრო შორს გადაიწევს და აქედან გამომდინარე, პარტიის მხარდამჭერთა რიცხვიც კიდევ უფრო მცირე იქნება“, - განაცხადა საყვარელიძემ.
მისი თქმით, მოსალოდნელი არაა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი ამ არჩევნების შედეგზე გავლენის მოხდენას შეძლებს, მიუხედავად იმისა, რომ იგი პარტიის დამფუძნებელია.
„ნაცმოძრაობის“ საფუძველი სააკაშვილი მაღალი რეიტინგი იყო. უცებ კი აღმოჩნდა, რომ მას აწუხებს დემენცია და ა.შ.“, - აღნიშნა ექსპერტმა.
ექსპერტის თქმით, სააკაშვილის, როგორც პოლიტიკური ლიდერის ფიგურა დისკრედიტირებულია მასთან დაახლოებული ადამიანების აქტიური მოქმედების შედეგად - მისი ოჯახის წევრებიდან დაწყებული და პარტიების ლიდერებით დამთავრებული, რომლებიც სააკაშვილს უჭერენ მხარს.
„პარტია 2012 წლიდან იშლება, რადგან ოპოზიციური პარტიების უმეტესობა სწორედ ასეთი დაშლის შედეგია - ისინი ყოფილი „ნაციონალები“ არიან. როგორც ხედავთ, ეს ნაწილი, რომელიც ჩამოშორდა მთავარ რგოლს, ვერ იღებს, დავუშვათ, ხმების 3%-ზე მეტს. ასე რომ, თუ რომელიმე ნაწილი აღმოჩნდება სააკაშვილის ფიგურის გარეშე, მისი რეიტინგი საკმაოდ დაბალი იქნება“, - განაცხადა საყვარელიძემ.
პოლიტოლოგი არჩილ სიხარულიძე კი მიიჩნევს, რომ „ნაცმოძრაობის“ რესურსი ამოწურულია.
„ნაციონალური მოძრაობა“ ასე მარტივად არ დაიშლება იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ყველა ერთი და იგივე თოკით იყო შეკრული... უბრალოდ, „ნაცმოძრაობა“ თანდათან ჩამოიშლება თუ მელია პარტიის რეფორმირებას ვერ მოახერხებს. მაგრამ ამისთვის აუცილებელია, რომ მიხეილ სააკაშვილი საბოლოოდ წარსულში დარჩეს, რაც, როგორც მე მგონია, ჯერ არ არის მოსალოდნელი“, - განაცხადა სიხარულიძემ.
რაც შეეხება პარტიის მომავალ ლიდერს, პოლიტოლოგის აზრით, მელიას უფრო სერიოზული პოზიციები აქვს.
„პარტიაშიც კი ესმით, რომ იმ პოლიტიკის გატარება, რომელსაც „ნაცმოძრაობა“ ბოლო 12 წელია ატარებს, უშედეგოა. ამიტომაც, მგონია, რომ მელია მაინც გაიმარჯვებს“, - განაცხადა სიხარულიძემ.
სხვა აზრისაა პოლიტოლოგი ვასო კაპანაძე, რომელსაც მიაჩნია, რომ პარტიას ხაბეიშვილი ჩაიბარებს. ამასთან, პოლიტოლოგი აღნიშნავს, რომ ვინც არ უნდა ჩაუდგეს სათავეში პარტიას, „ნაცმოძრაობას“ საქართველოში სერიოზული პოლიტიკური მომავალი არ ექნება.
„ამ პარტიაში იქნება განხეთქილება გამომდინარე იქიდან, რომ სერიოზული შედეგები არ იქნება არც სააკაშვილის გათავისუფლების და არც პოლიტიკური მომავლის კუთხით. ამასთან, შემცირდება იმ ადამიანების რიცხვი, ვინც მხარს უჭერდა ამ პარტიას“, - აღნიშნა კაპანაძემ.
შესაბამისად, პარტიას დეზინტეგრაციული პროცესები და რთული მომავალი ელის, აღნიშნა პოლიტოლოგმა.
„დროთა განმავლობაში ამ პარტიის რეიტინგი მკვეთრად დაეცემა, ხალხს ესმის, რომ პარტია თავისებურად დესტრუქციულია“, - განაცხადა კაპანაძემ.
ამჟამად პარტიაში მიმდინარეობს ღია ბრძოლა ორ ბანაკს შორის – ამჟამინდელი თავმჯდომარის ნიკა მელიას და რადიკალური ნაბიჯების მომხრე „ძველ გვარდიას“ შორის, რომელსაც სათავეში დავით კირკიტაძე და ლევან ხაბეიშვილი უდგანან.
მთავარ ოპოზიციურ პარტიაში კონფლიქტზე და თავმჯდომარის შესაძლო შეცვლაზე პირველად კულუარებში 2021 წელს, საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შემდეგ ალაპარაკდნენ. თავად მელია ექს-პრეზიდენტის სურვილის საწინააღმდეგოდ აირჩიეს, რომელსაც ამ პოსტზე მისი ძველი მეგობრის, ლევან ვარშალომიძის ნახვა სურდა - ვარშალომიძე ახლა ლევან ხაბეიშვილს უჭერს მხარს.
ე.წ. ძველი გვარდია და სააკაშვილის მხარდამჭერები უკმაყოფილო დარჩნენ პარტიის მოქმედებით ყოფილი პრეზიდენტის დაკავების შემდეგ და მასმედიასთან არაერთხელ განაცხადეს, რომ პარტია უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო დამფუძნებლის გათავისუფლების საკითხში.
ამასთან, ნიკა მელია, მართალია, აცხადებდა, რომ სააკაშვილის გათავისუფლება მისთვის პრიორიტეტია, ხშირი კონტაქტი მასთან არ ჰქონია. პარტიას არც პარლამენტი დაუტოვებია და არ გადაუდგამს რადიკალური ნაბიჯები ექს-პრეზიდენტის მოწოდებების მიუხედავად.
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პოზიციები შესამჩნევად დათმო. ბოლო გამოკითხვების მიხედვით, მისი მხარდაჭერა 7%-დან 12%-მდე მერყეობს, 2022 წლის დასაწყისში კი9-15%-ის დონეზე იყო.