https://sputnik-georgia.com/20230102/svanetsi-momxdari-mkvlelobis-faqtze-ori-piri-daakaves-273623335.html
სვანეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
სვანეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
Sputnik საქართველო
მესტიის სოფელ ეცერში ორი გვარის წარმომადგენლებს შორის მომხდარ დაპირისპირებას ორი ადამიანი ემსხვერპლა, დაჭრილია ერთი პირი 02.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-02T21:40+0400
2023-01-02T21:40+0400
2023-01-02T21:40+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
სვანეთი
საქართველოს რეგიონები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/04/250247199_0:161:3067:1886_1920x0_80_0_0_37dbd29831aac14c4fe3378204cf1fb2.jpg
თბილისი, 2 იანვარი — Sputnik. პოლიციამ მესტიის მუნიციპალიტეტში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით 2 პირი ცხელ კვალზე დააკავა, იუწყება შსს-ს პრესსამსახური.განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულნი არიან: 1952 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.ა. და 1997 წელს დაბადებული გ.ც.გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 1 იანვარს სოფელ ეცერში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე რამდენიმე პირს შორის ატყდა სროლა, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალნენ 1989 წელს დაბადებული გ.ა. და 1993 წელს დაბადებული გ.პ., ხოლო 1998 წელს დაბადებულმა რ.პ.-მ ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო.სვანეთში გვარების დაპირისპირებას ორი ადამიანი ემსხვერპლა >>განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება პაკელიანებსა და აფრასიძეებს შორის მოხდა — სავარაუდოდ, გვარებს შორის ადრე არსებული უთანხმოების გამო.
საქართველო
სვანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/04/250247199_169:0:2898:2047_1920x0_80_0_0_15068efa2546076e8b0da9fcd609a5b9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, სვანეთი , საქართველოს რეგიონები
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, სვანეთი , საქართველოს რეგიონები
სვანეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
მესტიის სოფელ ეცერში ორი გვარის წარმომადგენლებს შორის მომხდარ დაპირისპირებას ორი ადამიანი ემსხვერპლა, დაჭრილია ერთი პირი
თბილისი, 2 იანვარი — Sputnik. პოლიციამ მესტიის მუნიციპალიტეტში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით 2 პირი ცხელ კვალზე დააკავა, იუწყება შსს-ს პრესსამსახური.
განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულნი არიან: 1952 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.ა. და 1997 წელს დაბადებული გ.ც.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 1 იანვარს სოფელ ეცერში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე რამდენიმე პირს შორის ატყდა სროლა, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალნენ 1989 წელს დაბადებული გ.ა. და 1993 წელს დაბადებული გ.პ., ხოლო 1998 წელს დაბადებულმა რ.პ.-მ ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება პაკელიანებსა და აფრასიძეებს შორის მოხდა — სავარაუდოდ, გვარებს შორის ადრე არსებული უთანხმოების გამო.