https://sputnik-georgia.com/20230102/mkvleloba-ecersi-moklulia-2-adamiani-273618479.html
სვანეთში გვარების დაპირისპირებას ორი ადამიანი ემსხვერპლა
სვანეთში გვარების დაპირისპირებას ორი ადამიანი ემსხვერპლა
Sputnik საქართველო
თბილისი, 2 იანვარი — Sputnik. მესტიის სოფელ ეცერში ორი გვარის წარმომადგენლებს შორის მომხდარ დაპირისპირებას ორი ადამიანი ემსხვერპლა, დაჭრილია ერთი პირი, იუწყება... 02.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-02T13:29+0400
2023-01-02T13:29+0400
2023-01-02T14:01+0400
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
სვანეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/06/249373163_85:0:2915:1592_1920x0_80_0_0_ac77b119a489c8468b7113a683870299.jpg
თბილისი, 2 იანვარი — Sputnik. მესტიის სოფელ ეცერში ორი გვარის წარმომადგენლებს შორის მომხდარ დაპირისპირებას ორი ადამიანი ემსხვერპლა, დაჭრილია ერთი პირი, იუწყება „რუსთავი-2“.გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება პაკელიანებსა და აფრასიძეებს შორის მოხდა — სავარაუდოდ, გვარებს შორის ადრე არსებული უთანხმოების გამო.ტელეარხის ცნობით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ერთ-ერთი მოკლული სამსახურიდან შინ ბრუნდებოდა.შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ ორი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.სამართალდამცველები ადგილზე აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.წყარო: „რუსთავი 2“
სვანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/06/249373163_438:0:2561:1592_1920x0_80_0_0_5680d356154b8ec0630f15764125e6c8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები, სვანეთი
კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები, სვანეთი
სვანეთში გვარების დაპირისპირებას ორი ადამიანი ემსხვერპლა
13:29 02.01.2023 (განახლებულია: 14:01 02.01.2023) თბილისი, 2 იანვარი — Sputnik. მესტიის სოფელ ეცერში ორი გვარის წარმომადგენლებს შორის მომხდარ დაპირისპირებას ორი ადამიანი ემსხვერპლა, დაჭრილია ერთი პირი, იუწყება „რუსთავი-2“.
გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება პაკელიანებსა და აფრასიძეებს შორის მოხდა — სავარაუდოდ, გვარებს შორის ადრე არსებული უთანხმოების გამო.
ტელეარხის ცნობით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ერთ-ერთი მოკლული სამსახურიდან შინ ბრუნდებოდა.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ ორი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
სამართალდამცველები ადგილზე აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.