https://sputnik-georgia.com/20230102/nasa-cinetmap-sesazloa-mtvare-daiyros-273620390.html
სჯობს ფხიზლად ვიყოთ: NASA-ს დირექტორი ჩინეთის მიერ მთვარის დაპყრობას უფრთხის
სჯობს ფხიზლად ვიყოთ: NASA-ს დირექტორი ჩინეთის მიერ მთვარის დაპყრობას უფრთხის
Sputnik საქართველო
თბილისი, 2 იანვარი — Sputnik. ჩინეთმა შესაძლოა მთვარის რესურსებით მდიდარი ტერიტორიების დაკავება და მათზე შეერთებული შტატების არდაშვება სცადოს, მიაჩნია... 02.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-02T17:24+0400
2023-01-02T17:24+0400
2023-08-03T17:38+0400
მსოფლიო დღეს
აშშ
ჩინეთი
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1d/251310916_0:324:1920:1404_1920x0_80_0_0_3a0e6acd44ff70ed125cb53199ab8bdf.jpg
თბილისი, 2 იანვარი — Sputnik. ჩინეთმა შესაძლოა მთვარის რესურსებით მდიდარი ტერიტორიების დაკავება და მათზე შეერთებული შტატების არდაშვება სცადოს, მიაჩნია ამერიკული კოსმოსური სააგენტო NASA-ს დირექტორ ბილ ნელსონს, რომელიც Politico-ს ესაუბრა.თავისი მოსაზრების სისწორის დასტურად, NASA-ს დირექტორმა სამხრეთ ჩინეთის ზღვის მაგალითი მოიყვანა, სადაც ჩინელმა სამხედროებმა ბაზები განათავსეს სადავო კუნძულებზე.აღსანიშნავია, რომ პეკინი მთვარეზე პირველი პილოტირებული ფრენების ორგანიზებას 2030-იან წლებში გეგმავს. ჩინეთი, სავარაუდოდ, მსოფლიოში მეორე ქვეყანა გახდება შეერთებული შტატების შემდეგ, რომელიც მთვარეზე ეკიპაჟის გადასხმას შეძლებს.ბოლო წლებში ჩინეთმა რამდენიმე მთვარემავალი გაუშვა მისი ზედაპირიდან ნიმუშების მოსაგროვებლად — მათ შორის, ისტორიაში პირველად, მთვარის უკანა მხარეს.პენტაგონის ცნობით, ჩინეთის გეგმები მოიცავს არა მხოლოდ ტაიკონავტების გაგზავნას დედამიწის თანამგზავრზე, არამედ იქ საკომუნიკაციო რელეს დაყენებასაც. აშშ შიშობს, რომ მთვარეზე საკუთარი ინფრასტრუქტურის შექმნით, ჩინეთი შეძლებს დაუბლოკოს კომუნიკაცია დასავლეთს მომავალი კოსმოსური პროგრამებისთვის.ჩინეთი უარყოფს მსგავს ბრალდებებს და აცხადებს, რომ ის „მხარს უჭერს კოსმოსის მშვიდობიან გამოყენებას და ეწინააღმდეგება იქ შეიარაღების რბოლას“.აშშ 2025 წლის ბოლომდე აპირებს მთვარეზე ასტრონავტების გადასხმას. NASA, მთვარის მისიის ფარგლებში, ეკიპაჟის გაგზავნას მის ორბიტაზე 2024 წელს გეგმავს.წყარო: Politico
აშშ
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1d/251310916_0:144:1920:1584_1920x0_80_0_0_ca48aa171e286ccc0ba51635ae427f4e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
აშშ , ჩინეთი, მსოფლიო მეცნიერული კვლევები, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
აშშ , ჩინეთი, მსოფლიო მეცნიერული კვლევები, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 2 იანვარი — Sputnik. ჩინეთმა შესაძლოა მთვარის რესურსებით მდიდარი ტერიტორიების დაკავება და მათზე შეერთებული შტატების არდაშვება სცადოს, მიაჩნია ამერიკული კოსმოსური სააგენტო NASA-ს დირექტორ ბილ ნელსონს, რომელიც Politico-ს ესაუბრა.
„ფაქტია, რომ ჩვენ კოსმოსურ რბოლაში ვმონაწილეობთ. ისიც მართალია, რომ სჯობს, თვალყური ვადევნოთ, რათა მათ მთვარეზე უბნები არ დაიკავონ სამეცნიერო კვლევების ჩატარების მომიზეზებით. გამორიცხული არ არის, [პეკინმა] გამოგვიცხადოს, აქედან მოშორდით, ეს ჩვენი ტერიტორიააო“, — აღნიშნა ნელსონმა.
თავისი მოსაზრების სისწორის დასტურად, NASA-ს დირექტორმა სამხრეთ ჩინეთის ზღვის მაგალითი მოიყვანა, სადაც ჩინელმა სამხედროებმა ბაზები განათავსეს სადავო კუნძულებზე.
„თუ ამაში ეჭვი გეპარებათ, ნახეთ, რა გააკეთეს სპარტლის კუნძულებზე“, — განაცხადა ნელსონმა.
აღსანიშნავია, რომ პეკინი მთვარეზე პირველი პილოტირებული ფრენების ორგანიზებას 2030-იან წლებში გეგმავს. ჩინეთი, სავარაუდოდ, მსოფლიოში მეორე ქვეყანა გახდება შეერთებული შტატების შემდეგ, რომელიც მთვარეზე ეკიპაჟის გადასხმას შეძლებს.
ბოლო წლებში ჩინეთმა რამდენიმე მთვარემავალი გაუშვა მისი ზედაპირიდან ნიმუშების მოსაგროვებლად — მათ შორის, ისტორიაში პირველად, მთვარის უკანა მხარეს.
პენტაგონის ცნობით, ჩინეთის გეგმები მოიცავს არა მხოლოდ ტაიკონავტების გაგზავნას დედამიწის თანამგზავრზე, არამედ იქ საკომუნიკაციო რელეს დაყენებასაც. აშშ შიშობს, რომ მთვარეზე საკუთარი ინფრასტრუქტურის შექმნით, ჩინეთი შეძლებს დაუბლოკოს კომუნიკაცია დასავლეთს მომავალი კოსმოსური პროგრამებისთვის.
ჩინეთი უარყოფს მსგავს ბრალდებებს და აცხადებს, რომ ის „მხარს უჭერს კოსმოსის მშვიდობიან გამოყენებას და ეწინააღმდეგება იქ შეიარაღების რბოლას“.
აშშ 2025 წლის ბოლომდე აპირებს მთვარეზე ასტრონავტების გადასხმას. NASA, მთვარის მისიის ფარგლებში, ეკიპაჟის გაგზავნას მის ორბიტაზე 2024 წელს გეგმავს.