https://sputnik-georgia.com/20230101/sakonteinero-matarebeli-uzbeketidan-fotis-portamde-273611037.html
საკონტეინერო მატარებელი უზბეკეთიდან ფოთის პორტამდე იმოძრავებს
საკონტეინერო მატარებელი უზბეკეთიდან ფოთის პორტამდე იმოძრავებს
Sputnik საქართველო
საკონტეინერო მატარებელი 4 ათას კილომეტრზე მეტ მანძილს გაივლის უზბეკეთი–თურქმენეთი–აზერბაიჯანი–საქართველო–ბულგარეთი/ევროპის მარშრუტით 01.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-01T20:16+0400
2023-01-01T20:16+0400
2023-07-20T15:55+0400
ეკონომიკა
ახალი ამბები
ტრანსპორტი საქართველოში
საქართველო
აზერბაიჯანი
უზბეკეთი
თურქეთი
ევროპა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23646/13/236461329_0:103:2000:1228_1920x0_80_0_0_f6d8a6d0a9973550269e2c89ee4b083e.jpg
თბილისი, 1 იანვარი – Sputnik. ბაქოში ჩავიდა საკონტეინერო მატარებელი, რომელიც პირველად გამოიგზავნა უზბეკეთიდან ევროპაში მულტიმოდალური სატრანსპორტო დერეფნით CASCA+, რომელიც შეიქმნა საერთაშორისო დერეფნის – აზია–წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნები–ჩინეთი–ყირგიზეთი–უზბეკეთი–თურქმენეთი–აზერბაიჯანი–საქართველო–თურქეთი–ევროპა – ფარგლებში, ნათქვამია „აზერბაიჯანის რკინიგზის“ განცხადებაში.კონტეინერები თურქმენბაშის პორტიდან ბაქოს პორტში გემი „ბალკანით“ ჩავიდა, რომლის ოპერატორი „აზერბაიჯანის რკინიგზის“ შვილობილი კომპანია ADY Container–ია, იუწყება Sputnik–აზერბაიჯანი.საკონტეინერო მატარებელი იმოძრავებს უზბეკეთი–თურქმენეთი–აზერბაიჯანი–საქართველო–ბულგარეთი/ევროპის მარშრუტით და 4 ათას კილომეტრზე მეტ მანძილს დაფარავს.სარკინიგზო შემადგენლობა, რომელიც სპილენძის კონცენტრატით არის დატვირთული, ბულგარეთის პორტ ბურგასში გაემგზავრება. ბლოკ–მატარებელს 91 ოცფუტიანი კონტეინერი გადააქვს.პროექტი ხორციელდება მარშრუტის ოპერატორების თანამშრომლობით – „ოზტემირიოლკონტეინერი“ (უზბეკეთი), TULM (თურქმენეთი), ADY Container (აზერბაიჯანი) და GR Logistics and Terminals (საქართველო).მულტიმოდალური სატრანსპორტო პროექტი CASCA+ (ცენტრალური აზია, სამხრეთ კავკასია და ანატოლია) აზერბაიჯანის, საქართველოს, ყირგიზეთის, თურქმენეთის, თურქეთისა და უზბეკეთის სარკინიგზო სტრუქტურების ერთობლივ ინიციატივას წარმოადგენს.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
აზერბაიჯანი
უზბეკეთი
თურქეთი
ევროპა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23646/13/236461329_112:0:1888:1332_1920x0_80_0_0_3ae6ea6c5c0774dbd20af21556010517.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ეკონომიკა, ახალი ამბები, ტრანსპორტი საქართველოში, საქართველო, აზერბაიჯანი, უზბეკეთი, თურქეთი , ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები
ეკონომიკა, ახალი ამბები, ტრანსპორტი საქართველოში, საქართველო, აზერბაიჯანი, უზბეკეთი, თურქეთი , ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები
საკონტეინერო მატარებელი უზბეკეთიდან ფოთის პორტამდე იმოძრავებს
20:16 01.01.2023 (განახლებულია: 15:55 20.07.2023) საკონტეინერო მატარებელი 4 ათას კილომეტრზე მეტ მანძილს გაივლის უზბეკეთი–თურქმენეთი–აზერბაიჯანი–საქართველო–ბულგარეთი/ევროპის მარშრუტით
თბილისი, 1 იანვარი – Sputnik. ბაქოში ჩავიდა საკონტეინერო მატარებელი, რომელიც პირველად გამოიგზავნა უზბეკეთიდან ევროპაში მულტიმოდალური სატრანსპორტო დერეფნით CASCA+, რომელიც შეიქმნა საერთაშორისო დერეფნის – აზია–წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნები–ჩინეთი–ყირგიზეთი–უზბეკეთი–თურქმენეთი–აზერბაიჯანი–საქართველო–თურქეთი–ევროპა – ფარგლებში, ნათქვამია „აზერბაიჯანის რკინიგზის“ განცხადებაში.
კონტეინერები თურქმენბაშის პორტიდან ბაქოს პორტში გემი „ბალკანით“ ჩავიდა, რომლის ოპერატორი „აზერბაიჯანის რკინიგზის“ შვილობილი კომპანია ADY Container–ია, იუწყება
Sputnik–აზერბაიჯანი.
საკონტეინერო მატარებელი იმოძრავებს უზბეკეთი–თურქმენეთი–აზერბაიჯანი–საქართველო–ბულგარეთი/ევროპის მარშრუტით და 4 ათას კილომეტრზე მეტ მანძილს დაფარავს.
სარკინიგზო შემადგენლობა, რომელიც სპილენძის კონცენტრატით არის დატვირთული, ბულგარეთის პორტ ბურგასში გაემგზავრება. ბლოკ–მატარებელს 91 ოცფუტიანი კონტეინერი გადააქვს.
პროექტი ხორციელდება მარშრუტის ოპერატორების თანამშრომლობით – „ოზტემირიოლკონტეინერი“ (უზბეკეთი), TULM (თურქმენეთი), ADY Container (აზერბაიჯანი) და GR Logistics and Terminals (საქართველო).
მულტიმოდალური სატრანსპორტო პროექტი CASCA+ (ცენტრალური აზია, სამხრეთ კავკასია და ანატოლია) აზერბაიჯანის, საქართველოს, ყირგიზეთის, თურქმენეთის, თურქეთისა და უზბეკეთის სარკინიგზო სტრუქტურების ერთობლივ ინიციატივას წარმოადგენს.