https://sputnik-georgia.com/20230101/saaxalwlo-uqmeebi-saqartvelosa-da-mezobel-qveynebshi-273601342.html
საახალწლო უქმეები საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში
საახალწლო უქმეები საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში
Sputnik საქართველო
ახალი წლის დღეებში ყველაზე ხანმოკლე არდადეგები თურქეთშია, სადაც უქმედ მხოლოდ 1 იანვარია გამოცხადებული. 01.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-01T12:28+0400
2023-01-01T12:28+0400
2023-01-01T12:28+0400
საქართველო
ინფოგრაფიკა
მულტიმედია
ახალი წელი 2023
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/1c/273479173_0:0:3641:2048_1920x0_80_0_0_e16dcbfb147314c12d49087850417425.png
საქართველოში საახალწლო არდადეგები ოფიციალურად 1 და 2 იანვარს, ასევე 7 იანვარს - შობის დღეს არის. თუმცა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საჯარო მოხელეებისთვის 3-დან 6 იანვრამდე უქმეები გამოაცხადა. რაც შეეხება კერძო სექტორს, კომპანიები გადაწყვეტილებას საკუთარი შეხედულებისამებრ იღებენ.აზერბაიჯანში, მსოფლიო აზერბაიჯანელთა სოლიდარობის დღესთან და ახალი წლის აღნიშვნასთან დაკავშირებით - 31 დეკემბრიდან 4 იანვრამდე არასამუშაო დღეებია. რამდენად 2022 წლის 31 დეკემბერი და 2023 წლის 1 იანვარი შაბათ-კვირას დაემთხვა, შრომის კოდექსის თანახმად, სამუშაო და გამოსასვლელი დღეები შეიცვალა - 3 და 4 იანვარი არასამუშაო დღეებია.სომხეთში მეორე წელია საახალწლო დღესასწაულებზე მოქალაქეებს სამდღიანი დასვენება აქვთ. ადრე, სადღესასწაულო უქმე დღეების (31 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით) რაოდენობა 10-ს აღწევდა, თუ საახალწლო დღესასწაულების პირველი და ბოლო დღე შაბათ-კვირას ემთხვეოდა. ამ ეტაპზე კი გამოსასვლელ დღეებად ითვლება მხოლოდ 31 დეკემბერი, 1, 2 და 6 იანვარი.2023 წელს რუსეთში საახალწლო არდადეგები 8 კალენდარულ დღეს გრძელდება: 1-დან 8 იანვრის ჩათვლით. მათთვის, ვისაც ხუთდღიანი სამუშაო დღე აქვთ, დასვენება შაბათიდან, 31 დეკემბრიდან 8 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება, 9 იანვრიდან კი სამუშაო კვირა იწყება.ახალი წლის დღეებში ყველაზე ხანმოკლე არდადეგები თურქეთშია, სადაც უქმედ მხოლოდ 1 იანვარია გამოცხადებული. გამომდინარე იქიდან, რომ 2023 წელს 1 იანვარი კვირა დღეს დაემთხვა, გამოდის, რომ ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობა „ზედმეტი“ დასვენების გარეშე დარჩა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/1c/273479173_454:0:3185:2048_1920x0_80_0_0_38655d1490590a1f3510acc05928fc9c.pngSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ინფოგრაფიკა, მულტიმედია, ახალი წელი 2023, инфографика
საქართველო, ინფოგრაფიკა, მულტიმედია, ახალი წელი 2023, инфографика
საახალწლო უქმეები საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში
ახალი წლის დღეებში ყველაზე ხანმოკლე არდადეგები თურქეთშია, სადაც უქმედ მხოლოდ 1 იანვარია გამოცხადებული.
საქართველოში საახალწლო არდადეგები ოფიციალურად 1 და 2 იანვარს, ასევე 7 იანვარს - შობის დღეს არის. თუმცა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საჯარო მოხელეებისთვის 3-დან 6 იანვრამდე უქმეები გამოაცხადა. რაც შეეხება კერძო სექტორს, კომპანიები გადაწყვეტილებას საკუთარი შეხედულებისამებრ იღებენ.
აზერბაიჯანში, მსოფლიო აზერბაიჯანელთა სოლიდარობის დღესთან და ახალი წლის აღნიშვნასთან დაკავშირებით - 31 დეკემბრიდან 4 იანვრამდე არასამუშაო დღეებია. რამდენად 2022 წლის 31 დეკემბერი და 2023 წლის 1 იანვარი შაბათ-კვირას დაემთხვა, შრომის კოდექსის თანახმად, სამუშაო და გამოსასვლელი დღეები შეიცვალა - 3 და 4 იანვარი არასამუშაო დღეებია.
სომხეთში მეორე წელია საახალწლო დღესასწაულებზე მოქალაქეებს სამდღიანი დასვენება აქვთ. ადრე, სადღესასწაულო უქმე დღეების (31 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით) რაოდენობა 10-ს აღწევდა, თუ საახალწლო დღესასწაულების პირველი და ბოლო დღე შაბათ-კვირას ემთხვეოდა. ამ ეტაპზე კი გამოსასვლელ დღეებად ითვლება მხოლოდ 31 დეკემბერი, 1, 2 და 6 იანვარი.
2023 წელს რუსეთში საახალწლო არდადეგები 8 კალენდარულ დღეს გრძელდება: 1-დან 8 იანვრის ჩათვლით. მათთვის, ვისაც ხუთდღიანი სამუშაო დღე აქვთ, დასვენება შაბათიდან, 31 დეკემბრიდან 8 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება, 9 იანვრიდან კი სამუშაო კვირა იწყება.
ახალი წლის დღეებში ყველაზე ხანმოკლე არდადეგები თურქეთშია, სადაც უქმედ მხოლოდ 1 იანვარია გამოცხადებული. გამომდინარე იქიდან, რომ 2023 წელს 1 იანვარი კვირა დღეს დაემთხვა, გამოდის, რომ ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობა „ზედმეტი“ დასვენების გარეშე დარჩა.