საახალწლო უქმეები საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში

გამოწერა
НовостиTelegram
ახალი წლის დღეებში ყველაზე ხანმოკლე არდადეგები თურქეთშია, სადაც უქმედ მხოლოდ 1 იანვარია გამოცხადებული.
საქართველოში საახალწლო არდადეგები ოფიციალურად 1 და 2 იანვარს, ასევე 7 იანვარს - შობის დღეს არის. თუმცა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საჯარო მოხელეებისთვის 3-დან 6 იანვრამდე უქმეები გამოაცხადა. რაც შეეხება კერძო სექტორს, კომპანიები გადაწყვეტილებას საკუთარი შეხედულებისამებრ იღებენ.
აზერბაიჯანში, მსოფლიო აზერბაიჯანელთა სოლიდარობის დღესთან და ახალი წლის აღნიშვნასთან დაკავშირებით - 31 დეკემბრიდან 4 იანვრამდე არასამუშაო დღეებია. რამდენად 2022 წლის 31 დეკემბერი და 2023 წლის 1 იანვარი შაბათ-კვირას დაემთხვა, შრომის კოდექსის თანახმად, სამუშაო და გამოსასვლელი დღეები შეიცვალა - 3 და 4 იანვარი არასამუშაო დღეებია.
სომხეთში მეორე წელია საახალწლო დღესასწაულებზე მოქალაქეებს სამდღიანი დასვენება აქვთ. ადრე, სადღესასწაულო უქმე დღეების (31 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით) რაოდენობა 10-ს აღწევდა, თუ საახალწლო დღესასწაულების პირველი და ბოლო დღე შაბათ-კვირას ემთხვეოდა. ამ ეტაპზე კი გამოსასვლელ დღეებად ითვლება მხოლოდ 31 დეკემბერი, 1, 2 და 6 იანვარი.
2023 წელს რუსეთში საახალწლო არდადეგები 8 კალენდარულ დღეს გრძელდება: 1-დან 8 იანვრის ჩათვლით. მათთვის, ვისაც ხუთდღიანი სამუშაო დღე აქვთ, დასვენება შაბათიდან, 31 დეკემბრიდან 8 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება, 9 იანვრიდან კი სამუშაო კვირა იწყება.
ახალი წლის დღეებში ყველაზე ხანმოკლე არდადეგები თურქეთშია, სადაც უქმედ მხოლოდ 1 იანვარია გამოცხადებული. გამომდინარე იქიდან, რომ 2023 წელს 1 იანვარი კვირა დღეს დაემთხვა, გამოდის, რომ ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობა „ზედმეტი“ დასვენების გარეშე დარჩა.
ყველა ახალი ამბავი
0