https://sputnik-georgia.com/20230101/polietilenis-parkebi-aikrzaleba-273611514.html
არა პოლიეთილენს: საქართველოში ასაწონი პარკები აიკრძალება
არა პოლიეთილენს: საქართველოში ასაწონი პარკები აიკრძალება
Sputnik საქართველო
ახალი წესებით მაღაზიებს პოლიეთილენის პარკების ბიოდეგრადირებადი პაკეტებით შეცვლა მოუწევთ. 01.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-01T21:03+0400
2023-01-01T21:03+0400
2023-01-01T21:03+0400
საქართველო
ახალი ამბები
საზოგადოება
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23510/52/235105267_0:0:1600:901_1920x0_80_0_0_ea193ca481af0e7357b2faaa956d7a09.jpg
თბილისი, 1 იანვარი – Sputnik. 2023 წლის 1 იანვრიდან საქართველოში პოლიეთილენის პარკების გამოყენება პროდუქციის ასაწონად ოფიციალურად აიკრძალება.დღეს საქართველოში პოლიეთილენის პაკეტების გამოყენება ოფიციალურად შეზღუდულია. ერთადერთი ის პროდუქტების ასაწონად გამოიყენება დიდ სუპერმარკეტებსა და ბაზრებში. ამასთან მაღაზია ასეთ პაკეტებს მოქალაქეებს უფასოდ სთავაზობს.ახალი წესების მიხედვით, მაღაზიებს პლასტიკური პარკების ჩანაცვლება ბიოდეგრადირებადი პაკეტებით მოუწევთ.ექსპერტები ვარაუდობენ, რომ სუპერმარკეტები უარს იტყვიან უფასო პარკების გამოყენებაზე და მათ ფასიანს გახდიან.რა სიახლეები ამოქმედდა 2023 წლის 1 იანვრიდან საქართველოში>>საქართველომ 2019 წლის აპრილიდან აკრძალა ნებისმიერი სიმკვრივის ერთჯერადი პლასტმასის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია, გარდა ბიოდეგრადირებადი პარკებისა. შეზღუდვის მიზანია გარემოს დაცვა. სუბიექტების მიერ კანონის ნორმის დარღვევისთვის დაწესებულია ჯარიმა 500 ლარის ოდენობით, ხოლო საქონელი ექვემდებარება კონფისკაციას. განმეორებითი დარღვევები ითვალისწინებს ჯარიმას 1.000 ლარის ოდენობით.წარმოების პროცესს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი აკონტროლებს, იმპორტს – ფინანსთა სამინისტრო, რეალიზაციის პროცესს კი ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23510/52/235105267_176:0:1600:1068_1920x0_80_0_0_e1280c27efc517d9696615b48ae4f7df.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ახალი ამბები, საზოგადოება, გარემოს დაცვა და ეკოლოგია
საქართველო, ახალი ამბები, საზოგადოება, გარემოს დაცვა და ეკოლოგია
არა პოლიეთილენს: საქართველოში ასაწონი პარკები აიკრძალება
ახალი წესებით მაღაზიებს პოლიეთილენის პარკების ბიოდეგრადირებადი პაკეტებით შეცვლა მოუწევთ.
თბილისი, 1 იანვარი – Sputnik. 2023 წლის 1 იანვრიდან საქართველოში პოლიეთილენის პარკების გამოყენება პროდუქციის ასაწონად ოფიციალურად აიკრძალება.
დღეს საქართველოში პოლიეთილენის პაკეტების გამოყენება ოფიციალურად შეზღუდულია. ერთადერთი ის პროდუქტების ასაწონად გამოიყენება დიდ სუპერმარკეტებსა და ბაზრებში. ამასთან მაღაზია ასეთ პაკეტებს მოქალაქეებს უფასოდ სთავაზობს.
ახალი წესების მიხედვით, მაღაზიებს პლასტიკური პარკების ჩანაცვლება ბიოდეგრადირებადი პაკეტებით მოუწევთ.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ სუპერმარკეტები უარს იტყვიან უფასო პარკების გამოყენებაზე და მათ ფასიანს გახდიან.
საქართველომ 2019 წლის აპრილიდან აკრძალა ნებისმიერი სიმკვრივის ერთჯერადი პლასტმასის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია, გარდა ბიოდეგრადირებადი პარკებისა. შეზღუდვის მიზანია გარემოს დაცვა. სუბიექტების მიერ კანონის ნორმის დარღვევისთვის დაწესებულია ჯარიმა 500 ლარის ოდენობით, ხოლო საქონელი ექვემდებარება კონფისკაციას. განმეორებითი დარღვევები ითვალისწინებს ჯარიმას 1.000 ლარის ოდენობით.
წარმოების პროცესს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი აკონტროლებს, იმპორტს – ფინანსთა სამინისტრო, რეალიზაციის პროცესს კი ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები.