მიხეილ ჩხენკელი პედაგოგებსა და მოსწავლეებს ახალ წელს ულოცავს

© press-service of Ministry of Education and Science of Georgiaმიხეილ ჩხენკელი
მიხეილ ჩხენკელი - Sputnik საქართველო, 1920, 01.01.2023
გამოწერა
საქართველოს სკოლებსა და სკოლამდელ დაწესებულებებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 2023 წლის 16 იანვარს განახლდება.
თბილისი, 1 იანვარი – Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი განათლების სისტემის წარმომადგენლებსა და სრულიად საქართველოს ახალ წელს ულოცავს.
„გილოცავთ ახალ წელს, გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებასა და წარმატებას! მჯერა, 2023 წელს განახლებული ენერგიითა და შემართებით ერთობლივად მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადავდგამთ განათლების სისტემის განვითარების გზაზე ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ!“, – განაცხადა ჩხენკელმა.
მინისტრმა ახალი წლის დადგომა განსაკუთრებით მიულოცა ახალგაზრდებს და იმედი გამოთქვა, რომ 2023 წელი მათთვის განსაკუთრებული შესაძლებლობებითა და თავგადასავლებით სავსე იქნება. დარწმუნებული ვარ, თქვენი ცოდნითა და მონდომებით მნიშვნელოვან წვლილს შეიტანთ ჩვენი ქვეყნის განვითარების საქმეში, დასძინა ჩხენკელმა.
საქართველოს საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაგა-ბაღებში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყო და 15 იანვრამდე გაგრძელდება. თუმცა, გამომდინარეიქიდან, რომ 15 იანვარი კვირადღეა, შესაბამისად, სკოლებში სწავლა 16 იანვარს, ორშაბათსგანახლდება.
სკოლებსა და სკოლამდელ დაწესებულებებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 2022 წლის 16 იანვარს განახლდება.
ყველა ახალი ამბავი
0