საშიში პიროტექნიკა: უკვე დაშავდა 25 ადამიანი

© photo: Sputnik / Stringerპიროტექნიკა
პიროტექნიკა - Sputnik საქართველო, 1920, 30.12.2022
გამოწერა
ექიმები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ პიროტექნიკის გამოყენება ძალიან საშიშია.
თბილისი, 30 დეკემბერი – Sputnik. პიროტექნიკის გამოყენების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა ამ დროისათვის 25 ადამიანია, განაცხადა თბილისის დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ.
ექიმის თქმით, საბედნიეროდ, მძიმე შემთხვევა არ ყოფილა. ქაშიბაძე კიდევ ერთხელ აფრთხილებს მოსახლეობას და აღნიშნავს, რომ ძალზე მნიშვნელოვანია სიფრთხილის ზომების დაცვა პიროტექნიკის გამოყენებისას.
ქაშიბაძის თქმით, პიროტექნიკა სათამაშო და გასართობი არაა. ინსტრუქციის დაცვის შემთხვევაშიც კი პიროტექნიკის გამოყენება ძალიან საშიშია და მცირე შეცდომის დროს საკმაოდ სერიოზული ტრავმის მიღება შეიძლება, აღნიშნა მან ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში.
პეტარდები და სხვა პიროტექნიკა საქართველოში ახალი წლის ზეიმის აღნიშვნის განუყოფელი ნაწილია, მაგრამ მისი გამოყენება ხშირად იწვევს ტრავმებსა და დამწვრობას. ახალი წლის დღეებში მიმართვიანობა სამედიცინო დაწესებულებებში იზრდება.
კვირის დასაწყისში თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ პიროტექნიკასთან დაკავშირებით გარკვეული გადაწყვეტილებები მომავალ წელს იქნება მიღებული. მან არ გამორიცხა, რომ საერთოდ აიკრძალოს პიროტექნიკის გამოყენება, რადგან ბევრი შემთხვევებია ტრავმის მიღების, განსაკუთრებით, ბავშვებში.
ფეიერვერკი - Sputnik საქართველო, 1920, 30.12.2022
„არ ისროლო ფეიერვერკი“ - მოსახლეობას საშიშროების შესახებ აფრთხილებენ
საქართველოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ, თავის მხრივ, არაერთხელ მოუწოდა მოსახლეობას სიფრთხილისკენ და ურჩია, არ გამოიყენოს პიროტექნიკა ხალხმრავალ ადგილებსა და დახურულ სივრცეებში.
საქართველოში პიროტექნიკის გაყიდვა არასრულწლოვნებისთვის 2019 წლიდან აიკრძალა.
წელს საქართველომ 712 ტონა ფეიერვერკი, „ბენგალური ცეცხლი“, რაკეტა და სხვა პიროტექნიკული ნაკეთობა შეისყიდა, რომელიც 5,5 მლნ დოლარი დაჯდა. ეს წლების განმავლობაში რეკორდული თანხაა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0