„არ ისროლო ფეიერვერკი“ - მოსახლეობას საშიშროების შესახებ აფრთხილებენ

© photo: Sputnik / Stringerფეიერვერკი
ფეიერვერკი - Sputnik საქართველო, 1920, 30.12.2022
გამოწერა
პეტარდები და სხვა პიროტექნიკა ახალი წლის ზეიმის აღნიშვნის განუყოფელი ნაწილია.
თბილისი, 30 დეკემბერი – Sputnik. თბილისის ალერგოლოგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი მოქალაქეებს მოუწოდებს, არ გაუშვან ფეიერვერკები ახალი წლის დღეებში, რადგან პიროტექნიკის გამოყენება საშიშია.
პეტარდები და სხვა პიროტექნიკა საქართველოში ახალი წლის ზეიმის აღნიშვნის განუყოფელი ნაწილია, მაგრამ მისი გამოყენება ხშირად იწვევს ტრავმებსა და დამწვრობას. ახალი წლის დღეებში მიმართვიანობა სამედიცინო დაწესებულებებში იზრდება.
როგორც ალერგოლოგიისა და იმუნოლოგიის ცენტრში აღნიშნავენ, პიროტექნიკის გამოყენებას სხვა პრობლემაც ახლავს – ატმოსფერული ჰაერი ბინძურდება ლითონის კომპონენტებით და აფეთქებისას გამოყოფილი მავნე აირებით.

„დაბინძურებული ჰაერის ინჰალაციის (შესუნთქვის) შედეგად მაღალი რისკის ქვეშ ექცევიან ზედა სასუნთქი გზების დაავადებების მქონე პირები, განსაკუთრებით კი ის ადამიანები, რომელთა ასთმაც არ არის კარგად კონტროლირებული“, – ნათქვამია ცენტრის განცხადებაში.

სპეციალისტები მოქალაქეებს აფრთხილებენ, რომ დიდი რაოდენობით მომწამვლელი ნივთიერებების შესუნთქვამ როგორც ჯანმრთელ, ასევე სასუნთქი სისტემის დაავადების მქონე ადამიანებში შეიძლება გამოიწვიოს ბრონქოსპაზმი, სუნთქვის გაძნელება, „მოხჩობის“ შეგრძნება, ხველა, ცხვირიდან გამონადენი, ცრემლდენა, თვალების, ცხვირის ქავილი და ა.შ.
და თუ მაინც აღმოჩნდებიან ასაფეთქებელი ნივთიერებების გამოყენების ზონაში, სპეციალისტები მოსახლეობას ურჩევენ, მიიღონ ალერგიის საკონტროლო პრეპარატები, ხოლო შენობაში ასაფეთქვებელი საშუალებების შემთხვევით გაშვების შემთხვევაში – გაანიავონ ოთახები, ჩამოიბანონ თვალები და სახე. ასევე ადამიანები არ უნდა დადგნენ ფეიერვერკის ქვეშ.
კვირის დასაწყისში თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ პიროტექნიკასთან დაკავშირებით გარკვეული გადაწყვეტილებები მომავალ წელს იქნება მიღებული. მან არ გამორიცხა, რომ საერთოდ აიკრძალოს პიროტექნიკის გამოყენება, რადგან ბევრი შემთხვევებია ტრავმის მიღების, განსაკუთრებით, ბავშვებში.
როდის აიკრძალება პიროტექნიკა: თბილისის მერის განმარტება>>
საქართველოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ არაერთხელ მოუწოდა მოსახლეობას სიფრთხილისკენ და ურჩია, არ გამოიყენოს პიროტექნიკა ხალხმრავალ ადგილებსა და დახურულ სივრცეებში.
საქართველოში პიროტექნიკის გაყიდვა არასრულწლოვნებისთვის 2019 წლიდან აიკრძალა.
წელს საქართველომ 712 ტონა ფეიერვერკი, „ბენგალური ცეცხლი“, რაკეტა და სხვა პიროტექნიკული ნაკეთობა შეისყიდა, რომელიც 5,5 მლნ დოლარი დაჯდა. ეს წლების განმავლობაში რეკორდული თანხაა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0